ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 214

Page of edition: 214  Line of edition: 1    ვინმე აზნაურმან კაცსა ერთსა თურქსა მუზარადსა შინა ჴრმლითა თავი გაუპო, და
Line of edition: 2    
მოკლა და მეორესა ონხანის მჴნეთაგანსა ზურგსა უხეთქნა, გაკუეთა, და ზურგნი განუწყჳტნა,
Line of edition: 3    
ვითარ მკუდარი დაეცა. და ესრეთ გაგრძელდა ომი, და ორგნითვე მოსწყდა
Line of edition: 4    
ურიცხჳ. იძლივნეს ბერძენნი და თურქნი, და იწყეს სივლტოლად. აღიღეს ტყუე
Line of edition: 5    
და იავარი ურიცხჳ, ცხენი და ჯორი, აქლემი, კარვები, [და] ყოველი სიმდიდრე,
Line of edition: 6    
რომელი აქუნდა, და ესრეთ სავსენი და სახელოვანნი მივიდეს სამცხეს, და ესოდენ
Line of edition: 7    
გამარჯუებულნი, რომელ ესევითართა სპათა \ შინა არავინ მოიკლა სახელდებული კაცი.

Line of edition: 8    
ხოლო ამას ომსა უწოდდეს ბანის ჯარად, \ რომელ ძლით დაეტივნეს ბანას და \ ვანის
Line of edition: 9    ვაკე სიმრავლისათჳს.

Line of edition: 10    
და ვითარ იქმნა ესე, ამანვე ერისთავმან, სამცხისა სპასალარმან ყუარყუარე,
Line of edition: 11    წარავლინნა ძისწულნი თჳსნი ივანე, რომელსა ეწოდა პაპა, და უმრწამესი მისი სარგის,
Line of edition: 12    ორნივე იყვნეს ძმანი ძლიერნი და მჴნენი უმეტეს ყოველთა, წყობათა შინა
Line of edition: 13    
უშიშნი და შემმართებელნი, ბრძოდეს ოლთისთა, და აღიღეს ოლთისნი და ბუღათა-ყურის
Line of edition: 14    ციხე იგი, და ძლიერად განმარჯუებულნი და ნაომარნი ომთა დიდთა შინა,
Line of edition: 15    
მოიქცეს მშჳდობით. მართალ არს მოთხრობა ჟამთა.




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.