ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 221

Page of edition: 221  Line of edition: 1    ხოლო ამათ ჟამთა შინა იქმნა საქმე ესე. ამას მანგუ ყაენს ესხნეს ძენი ორნი,
Line of edition: 2    
უხუცესი ვითარმე ყუბილ ყაენ და უმრწამესი ულო, რომელსა ეჯნობითცა უჴმობდეს.

Line of edition: 3    
ამან მანგუ ყაენმან განაჩინა ყაენად პირმშო ძე თჳსი მუბილ ყაენ და უბრძანა ლაშქრობა
Line of edition: 4    
დასავლეთით კერძო, ბაბილოვანსა, რომელ არს ბაღდადი, და ეგჳპტისა და
Line of edition: 5    
ყოვლისა დასავლეთისა კერძოთა, ხოლო ულოს უბრძანა წარსლვა დიდთა ინდოეთად
Line of edition: 6    და მუნ განლაშქრობა. გარნა ძნელად აღუჩნდა ყუბილ ყაენს წარმოსლვა დასავლეთით,
Line of edition: 7    
ულოს წარსლვა ინდოეთის კერძოთა. მაშინ ევედრა ულო ძმასა, რათა განცვალონ
Line of edition: 8    
ლაშქრობა და ულო დასავლეთით კერძო მოვიდეს და ყუბილ ყაენი ინდოეთს.

Line of edition: 9    ვითარ ცნა ყუბილ ყაენმან, სიხარულით შეიწყნარა სიტყუა ულოსი და განცვალეს
Line of edition: 10    
ლაშქრობა. და მოაჴსენეს მანგუ ყაენს, მამასა მათსა, სალაშქროსა განცვალება, და
Line of edition: 11    
ულოსი ბაბილოვანს და ეგჳპტეს წარსლვა, რომელსა ნება სცა მანცა, და მოუწოდა
Line of edition: 12    
ძესა თჳსსა ულოს, და მისცა ლაშქარი ვითარ ექუსი ბევრი მჴედარი, დედაწულითა
Line of edition: 13    
მათითა და ხუასტაგითა \ და განაჩინა მჴედართ-მთავრად რომელთა-იგი ულოს ნოინობით
Line of edition: 14    
უჴმობდეს და აწ ბეგლარბეგად, სახელით ელგა ნოინი, ნათესავით ჯალარი,
Line of edition: 15    
კაცი პატიოსანი და სათნოებიანი და სამართლის მოქმედი. ამას მოსცა მჴედარნი
Line of edition: 16    
ვითარ ათი ათასი, და წარვიდეს ულო და მჴედართ-მთავარი მისი ელგა ნოინი, განვლეს
Line of edition: 17    
თურანი და ჯეონი, მოიწივნეს. ხუარასნის არესა და მიერ ალმუთს. ვითარ
Line of edition: 18    
მოიწივნეს ბრძოლად ალმუთისა, მოკუდა მანგუ ყაენი და დასუეს ტახტსა მამისა მისისისა



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.