ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 220

Page of edition: 220  Line of edition: 1    და ვითარ მიიწივნეს, კეთილად შეიწყნარნა ბათო. შანშეს ძე ზაქარია და ვარამის
Line of edition: 2    ძე აღბუღა, თჳსად დაიმჭირნა, და მეფე დავით მანგუ ყაენს წინ წარავლინა. და
Line of edition: 3    
წარჰყვეს თანა სარგის თმოგუელი და სხუანი მცირედნი ვინმე ქართველნი ყარაყურუმს.

Line of edition: 4    მიიწივნეს მანგუ ყაენს წინაშე, რომლისადა, მიემცნო ბათოს, რათა განიხილოს
Line of edition: 5    
და განბჭოს, და რომელსაცა ორთაგან დავითს ხუდებოდეს \ მეფობა, მას დაუმტკიცოს.

Line of edition: 6    
ხოლო მი-რა-იწივნეს, დახუდეს მანგუ ყაენისსა ნარინ დავით მეფე, ათაბაგი ავაგ,
Line of edition: 7    სურამელი, გამრეკელი, ამირეჯიბი ბეშქენ. და ესრეთ მრავალჟამ იყოფოდეს ხატაეთს.

Line of edition: 8    და ყარაყურუმს.

Line of edition: 9    მაშინ ინებეს თათართა ნოინთა, საქართველოს მყოფთა, მიყვანა \ სულტანისა ყიასდინისა
Line of edition: 10    წინაშე მათსა, და მოუწოდეს ელჩთა, და მსწრაფლ წარავლინეს. მაშინ ვერღარა
Line of edition: 11    
ურჩ ექმნა ყიასდინ, არამედ წარმოემართა დიდითა სიმდიდრითა თჳსითა, და მოიწია
Line of edition: 12    
წინაშე ნოინთა. ვითარ იხილეს ნოინთა სულტანი სიმდიდრითა უზომოთა და განსაკრთომელითა,
Line of edition: 13    
ინებეს მისიცა წარვლენა ყაენს ბათოს თანა, და წარავლინეს იგიცა.

Line of edition: 14    
და თუ სადა ვინ იყო ჴელმწიფე დამორჩილებული მათი, ბათოს თანა წარვლენდიან,
Line of edition: 15    
და ბათო მანგუ ყაენს თანა წარავლინის, ვითარ ესე სულტანი ყიასდინცა წარავლინა
Line of edition: 16    
მანგუ ყაენისასა, სადა იყოფოდეს ორნი იგი დავით და დავით. და მივიდა ყიასდინცა
Line of edition: 17    სულტანი საბერძნეთისა, ხლათისა სულ\ტანი მუნ იყო და ათაბაგი ავაგ, ხატაეთს და
Line of edition: 18    
ყარაყურუმს დაყვნეს ვითარ ხუთისა წლისა ჟამი.




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.