ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 219

Page of edition: 219 
Line of edition: 1    წარმოევლინა მეფე\სა ქართველთასა, რათა ექსორია ვყო, და ძუელ-ოდესმე ექსორია
Line of edition: 2    
ვჰყავ, და არს შჳდი წელი, არა უწყი ცოცხალ არს ანუ მკუდარ". ხოლო მათ
Line of edition: 3    
აუწყეს, ვითარმედ: "ჩუენ უწყით, რომე ცოცხალ არს ჯურღულსა შინა მყოფი
Line of edition: 4    
გუელთა თანა". რამეთუ სოსნასა ასმოდა მისლვა მათი და ეხილნეს ვარამ და სარგის,
Line of edition: 5    და ეუწყა სიცოცხლე დავითისი.

Line of edition: 6    ხოლო ვითარ ცნა სულტანმან, წარავლინა კაცი, და გამოიყვანეს დავით კნინღა
Line of edition: 7    
სულიერ მყოფი, რამეთუ უსულოდ რადმე, განყინულად ანუ მკუდრად, უძრავად საგონებელ
Line of edition: 8    
იყო მხილველთა მიერ. და უცხო იყო სახილველად, რამეთუ ფერი პირისა
Line of edition: 9    
მისისა დაყჳთლებულ იყო, და თმანი \ვიდრე\ სხჳლ-ბარკლამდე შთასრულ, და
Line of edition: 10    
ფრჩხილნი ფრიად გრძელ; რომელი იხილეს, განკჳრდეს სისოცხლესა მისსა. და ვარამ
Line of edition: 11    და სარგის დიდად ცრემლოოდეს, ხოლო სულტანი ლმობიერ იქმნა, განბანა და მრავალი
Line of edition: 12    
ნიჭი მიანიჭა: შესამოსელი, ცხენნი რჩეულნი, ოქრო და ვეცხლი, ფრიად პატივ-სცა. \
Line of edition: 13    
და შენდობასა ევედრებოდა, და ესრეთ წარმოავლინა და ვითარ მოიწივნეს
Line of edition: 14    
საქართველოს, მიეგებნეს ყოველნი წარჩინებულნი საქართველოსანი, შანშე, და ძე მისი
Line of edition: 15    
ზაქარია ამირსპასალარი, კაცი სიკეთითა აღმატებული, ყუარყუარე ჯაყელი, სურამელი
Line of edition: 16    გრიგოლ ქართლისა ერისთავი, ორბელი, გამრეკელი, შოთა კუპარი და ყოველნი
Line of edition: 17    
მთავარნი, თჳნიერ ეგარსლანისა, და წარვიდეს ნოინთა წინაშე. ხოლო მათ იხილეს
Line of edition: 18    
და განიხარეს, მეფობა ვერ დაუმტკიცეს, არამედ წარავლინეს დიდსა ბათო ყაენისსა,
Line of edition: 19    
და წარჰყვეს თანა შანშეს ძე ზაქარია, ვარამის ძე აღბუღა და სარგის თმოგუელი, და
Line of edition: 20    
წარვიდეს ბათოს წინაშე.




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.