ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 218

Page of edition: 218  Line of edition: 1    და ძებნა ყვეს ლაშას ძისი დავითისთჳს. და ეუწყა ვიეთგანვე ვაჭართა, ვითარმედ ჯერეთ
Line of edition: 2    
ცოცხალ არს, გარნა პყრობილი ჯურღმულსა შინა ღრმასა გუელთა თანა მყოფობს.

Line of edition: 3    
ვითარ ეუწყა, წარვიდეს ჩირმაღანს, იოსურსა, ბიჩუის და ანგურაგს წინაშე, რამეთუ
Line of edition: 4    
ჯერეთ ყაენი არა მოსრულ იყო ქუეყანასა ამას, არამედ ესე ზემოჴსენებულნი ნოინნი
Line of edition: 5    
განაგებდეს ქუეყანათა, და მოაჴსენეს: "ვინათგან წარავლინეთ მეფე ჩვენი ნარინ დავით
Line of edition: 6    ყაენს წინაშე, და არა უწყით რა შეემთხჳა, და დედა მათი რუსუდან გარდაიცვალა, და
Line of edition: 7    
არა \ არს ნათესავი მეფეთა ჩუენთა, და ჩუენ ურთიერთას დაუმორჩილებელ ვართ, და
Line of edition: 8    
არა ეგების თუმცა დავემორჩილენით ვისმე, უკეთუ არა იყოს ნათესავი მეფეთა, აწ
Line of edition: 9    
გუასმიეს, თუ არს შვილი მეფისა ჩუენისა ლაშასი, სახელით დავით, რომელი დაუტევა
Line of edition: 10    
ძმამან დასა თჳსსა რუსუდანს, რათა იგი დაადგინოს მეფედ, ხოლო რუსუდან \ მეფემან
Line of edition: 11    
წარავლინა საბერძნეთს, სულტანს თანა, რათა წარსწყმიდოს და გუასმიეს, რო\მე ცოცხალ
Line of edition: 12    
არს, და გუელთა თანა პატიმრად ჰყავს. აწ გევედრებით, რათა წარავლინოთ
Line of edition: 13    
ერთი ვინმე სახელოვანი კაცი, და მოიყვანოთ დავით მეფე, და ყოთ ჩუენ ზედა მეფედ".

Line of edition: 14    
და ვითარ ესმა ნოინთა, განკჳრდეს საქმისა მისთჳს, რომელი ექმნა მეფესა რუსუდანს,
Line of edition: 15    და მსწრაფლ წარავლინეს ანგურაგ მოციქული, და ვარამ გაგელი და სარგის
Line of edition: 16    თმოგუელი. და მცირედთა დღეთა მიიწივნეს საბერძნეთს სულტანს თანა, და აუწყეს,
Line of edition: 17    
ვითარმედ: დავითის" ძებნად მოვსულვართ, რათა მოგუცე და წარვიყვანოთ იგი".

Line of edition: 18    
ხოლო იგი არღარა გონებდა სიცოცხლესა მისსა, და ეტყოდა, ვითარმედ: "ყრმა დავით



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.