ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 217

Page of edition: 217  Line of edition: 1    თჳსი, და შეკრული დაჯდა ქარ\თველთა თანა". რამეთუ კეთილად მეცნიერნი
Line of edition: 2    
იყვნეს ცოტნესი, რომლისათჳს განკჳრდეს თათარნი, და წინაშე მათსა მიუწოდეს, და
Line of edition: 3    
ჰკითხვიდეს მიზეზსა მუნ მისლვისა მისისასა.

Line of edition: 4    
ხოლო იგი ეტყოდა, ვითარმედ: "ჩუენ ყოველნი ამად, შევიკრიბენით, რათა განვაგოთ
Line of edition: 5    
ხარაჯა თქუენი და ბრძანება თქუენი აღვასრულოთ, - ესე იყო შეკრება ჩუენი.

Line of edition: 6    
აწ თქუენ ძჳრის-მოქმედთა თანა შეგურაცხენით, და მე ამის ძლით მოვედ წინაშე
Line of edition: 7    
თქუენსა, რათა გამოიკითხოთ, და უკეთუ ღირსი რამე სიკუდილისა უქმნიეს; მეცა მათ
Line of edition: 8    
თანა მოვკუდე; რამეთუ თჳნიერ ჩემსა არარა უქმნიეს; უკეთუ ცხოვნდენ, მათ თანა
Line of edition: 9    
ვიყო. და ვითარ ესმა ესე ცოტნესგან ნოინთა, განკჳრდეს სათნოებისათჳს მისისა და
Line of edition: 10    
თქუეს: "ვინათგან ნათესავნი ქართველთანი ესოდენ კეთილ არიან, და არა განცრუვდებიან,
Line of edition: 11    
რომელ აფხაზეთით მოვიდა კაცი, რათა დადვას სული თჳსი მოყუარეთათჳს
Line of edition: 12    
და არა განცრუვნეს, ესრეთ განწირა თავი თჳსი სიკუდიდ, -- არა არს სიცრუე მათ შინა,
Line of edition: 13    
და ამის ძლით \ უბრალოდ ვპოვებთ. ამისთჳს განუტეოთ ყოველნი". რქუეს ცოტნეს:
Line of edition: 14    "განდგომილება ვგონეთ თქუენ ქართველთა, და აწ ვინათგან ჰყავ სათნოება კეთილი,
Line of edition: 15    
ყოველთა ქართველთა შენ მოგანიჭებთ, და შენდა მონდობილ ვართ. და განუშვნეს
Line of edition: 16    
ყოველნი ესე წარჩინებულნი, და განიყვნეს მთავარნი საქართველოსანი, და წინააღმდგომ
Line of edition: 17    
იქმნეს ურთიერთას.

Line of edition: 18    
მაშინ შეკრბეს დიდებულნი ამის სამეფოსანი, რამეთუ ეგულებოდა მთა\ვარ ყოფა
Line of edition: 19    
მათ ზედა ეგარსლანისი, არა მათგან უგუარიანესისა კაცისა; ამისთჳს შეკრბეს მთავარნი
Line of edition: 20    
ამერის საქართველოსანი: შანშე, ვარამ გაგელი, ყუარყუარე ჯაყელი, სარგის
Line of edition: 21    თმოგუელი, კაცი მეცნიერი და ფილოსოფოსი და რიტორი, სურამელი გრიგოლ,
Line of edition: 22    ქართლის ერისთავი, გამრეკელი თორელი, ორბელნი, და მრავალნი ერისმთავარნი,



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.