ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 236

Page of edition: 236  Line of edition: 1    სულტანი წინაგანეწყო, და იქმნა ომი ძლიერი, სადა-იგი დავით მე\ფე და სპანი მისნი
Line of edition: 2    
წინამბრძოლობდეს ძლიერად, და მოსწყდეს ორგნითვე, და ივლტოდეს მეგჳპტელნი.

Line of edition: 3    ხოლო ერი მრავალი მოსწყდა სულტნისა, და ესრეთ ყაენმან დაიბანაკა მრავალ-დღე
Line of edition: 4    
პირსა ევფრატისასა, სადა-იგი იყო ქალაქი მცირე, მდინარესა ზედა ევფრატისასა,
Line of edition: 5    ძლიერად განმაგრებული, რომელ ერთ-კერძო კლდე იყო და ერთ-კერძო მინდორისა
Line of edition: 6    
ევფრატისა მიერ შეცვული. და ვითარ იხილა ყაენმან სიმაგრე ქალაქისა, უღონო
Line of edition: 7    
იქმნა ბრძოლად, გარნა მოიგონა საქმე საკჳრველი, რამეთუ ეტყოდა მის ქუეშე დაწესებულთა:
Line of edition: 8    
"არა არს ღონის-ძიება ბრძოლისა ყოფად ქალაქისა ამის. მნებავს, რათა
Line of edition: 9    
აღვმჴედრდეთ და გარე-მოვიცვათ ქალაქი ესე, და ვითარ ძაღლთა ვიწყოთ ყივილი
Line of edition: 10    
და ყვირილი". და ვითარ ესმა ესე, განკჳრდეს და ამჴედრდეს, და ვითარ ძაღლთა
Line of edition: 11    
იყივლეს. და რა მიიწია ჴმა ესე ქალაქად, იქმნა საქმე საკჳრველი, რამეთუ განსქდა
Line of edition: 12    
ქალაქი ორგან: ნახევარი წარიქცა კლდითურთ წყლისა\კენ, და მოისპო სული \ ურიცხჳ.

Line of edition: 13    
ესრეთ ჴელთ იგდო, და წარვიდა შამად და შუამდინარედ, და მოეგებნეს ყოველნი
Line of edition: 14    
მკჳდრნი შუამდინარისანი და შამისანი სავსენი ურიცსჳთა ძღუნითა.

Line of edition: 15    
ხოლო მეფე დავით და ქართველნი იაჯნეს ყაენისაგან წარმოსლვასა, რამეთუ
Line of edition: 16    
მრავლით ჟამითგან იყვნეს ლაშქრობათა შინა. მაშინ ყაენმან ულო მისცა თავისუფლება
Line of edition: 17    
და წარმოემართნეს, და ესრეთ სავსენი ურიცხჳთა ნიჭითა და ალაფითა გამდიდრებულნი
Line of edition: 18    
მეფე დავით და ქართველნი მოიწივნეს ადარბადაგანს და მოვიდეს მუნით
Line of edition: 19    
ტფილისად, სავსენი სიხარულითა.

Line of edition: 20    
ამათ ჟამთა შინა მწუხარე იყვნეს წარჩინებულნი მეფისანი, რამეთუ ჯიგდამან
Line of edition: 21    არა შვა შვილი. ამისთჳს ინება მეფემან მოყვანა, შვილიერებისა ძლით, ალთუნ,
Line of edition: 22    ნათესავით ოსი, მეუღლედ, აღმთქმელმან, უკეთუ მიეცეს ყრმა-წული, არღარა შეიწყნაროს,
Line of edition: 23    
არამედ განუტეოს. და ვითარ გამოჴდა მცირე ჟამი, მუცლად იღო ალთუნ ძე,
Line of edition: 24    
და შვა, და უწოდეს სახელი გიორგი, რომელი აღიქუა და შეიყვანა შვილად დედოფალმან



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.