ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 235

Page of edition: 235  Line of edition: 1    ტახტსა ჩაღატასსა და უშანს წინაშე, თურანს, და განაწესა და განაგო მანდაური ყოველი,
Line of edition: 2    
და გამოვლო ჯეონი, და მოვიდა ხუარასანს, ერაყს და ყოველსა რომგუარსა,
Line of edition: 3    და განაგო ესრეთვე. და მოიწია ყაენს ულოს წინაშე. და მან პატივით შეიწყნარა, და
Line of edition: 4    
წარმოავლინა საქართველოსა, მეფეს დავითს წინაშე, და საბერძნეთად, და ყოველსა
Line of edition: 5    
საბრძანებელსა მისსა ზედა განაჩინა აღწერად და განგებად. და ვითარცა მოიწია
Line of edition: 6    
საქართველოსა, დიდსა ჭირსა მიეცნეს ყოველნი მკჳდრნი სამეფოსა დავითისნი, და
Line of edition: 7    
იწყეს აღწერად კაცთაგან და პირუტყუთამდე, ყანით ვენაჴამდე, წალკოტით ბოსტნამდე.

Line of edition: 8    
და ცხრასა გლეხსა, რომლისა მიწისა მქონებელსა, ერთი ლაშქარს წარმავალი კაცი
Line of edition: 9    
შეაგდიან. და გამოჴდა სამეფოსაგან დავითისა ცხრა დუმანი მჴედარი, თათართა თანა
Line of edition: 10    
წარმავალი, რომელ არს \\ ცხრა ბევრი და განაწესეს ძღუენი სოფლისაგან: ათასისა
Line of edition: 11    
მჴედრისა მთავარსა კრავი ერთი და დრაჰკანი ერთი, ხოლო ბევრისა მთავარსა ცხოვარი
Line of edition: 12    
ერთი და დრაჰკანი ორი, და მიზდი ცხენისა თეთრი სამი, დღისა ერთისა. და
Line of edition: 13    
ესრეთ განუწესა. და წარვიდა საბერძნეთს და ბაღდადს, და ყოველგან.

Line of edition: 14    
ამან არღუნ განაწესა. რა იგი ჯერ იყო ოთხსავე საყაენოსა შინა, რამეთუ იყო
Line of edition: 15    
კაცი ესე სამართლის \ მოქმედი. ხოლო ხუცესთა და მონაზონთა და საეკლესიოთა
Line of edition: 16    
განწესებათა არა შეაგდო საზღავი, არცა ყალანი, ეგრეთვე შიხთა, და დავრეშთა, და
Line of edition: 17    
ყოვლისა სჯულისა კაცნი საღმრთოდ განჩენილნი განათავისუფლნა.

Line of edition: 18    
და მას ჟამსა ინება ყაენმან ულო ამჴედრება ეგჳპტეს ზედა და მოუწოდა მეფესა
Line of edition: 19    
დავითს ყოვლითა სპითა მისითა, და წარვიდა ბრძოლად სულტნისა. და მიიწია შუამდინარედ
Line of edition: 20    
და იწყო ოჴრება ყოველსა შუამდინარესა და შამსა. და ვითარ ესმა სულტანსა
Line of edition: 21    
ეგჳპტისასა. აღმჴედრდა წინაგანწყობად თათართა, და მოიწია მდინარესა ზედა
Line of edition: 22    
ევფრატსა, ყოვლით მჴედრებით მისით, და მოვიდეს თათარნი და განვლეს მდინარე.

Line of edition: 23    
რამეთუ არა მოახლებულ იყო სულტანი პირსა მდინარისასა, და წინა მიეგებნეს.




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.