ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 238

Page of edition: 238  Line of edition: 1    ამის გუანცას დედოფლობა მძიმედ უჩნდა მესტუმრესა ჯიქურს, რამეთუ მტერ
Line of edition: 2    
იყვნეს. ამისთჳს განზრახვითა სუმბატ ორბელისათა შესმენილ იქმნა, ვითარმედ ჯიქურ
Line of edition: 3    წარავლენს კაცთა არღუნს წინაშე, რათა აუწყოს ყაენს ულოს სიმდიდრე მეფისა, და
Line of edition: 4    
ეგულების განდგომა. \ ხოლო ვინათგან დავით მეფე უმანკო იყო, რომლისათჳს უმანკოსა
Line of edition: 5    
ყოველი რწამნ წარალინნა მსწრაფლ წინაშე\-მდგომელნი და ბრძანა წინაშე
Line of edition: 6    
მოყვანება მისი და სახლისა მისისა იავარ ყოფაი. და ვითარ აღასრულეს მსახურთა
Line of edition: 7    
მეფისათა, და წარადგინეს წინაშე მეფისა ჯიქური, ღამით, რამეთუ მეფე ჯდა ისანთა
Line of edition: 8    მხედველი მტკურისა, \ და არა სიტყუა ყო მის თანა, არამედ განუკითხავად ბრძანა
Line of edition: 9    
შთაგდებად მტკუარსა. ხოლო ვითარ განთენდა, იხილეს ჯიქური რიყესა ზედა განგდებული
Line of edition: 10    
წყლისაგან, და განკჳრდეს ყოველნი მხილველნი ანასდათისა სიკუდილისათჳს,
Line of edition: 11    
და არავინ იპოვა დამფლველი მისი, რამეთუ არა ესუა შვილი. და შეკრბეს
Line of edition: 12    
ყოველნი გლახაკნი და ობოლ-ქურივნი და ევედრნეს მეფესა, რათა მიანიჭოს გუამი
Line of edition: 13    
ჯიქურისი, ამად რომე მრავალი კეთილი ექმნა მათ ზედა. ისმინა დავით და მისცა
Line of edition: 14    
გუამი მისი და მრავლითა გოდებითა წარიღეს ეკლესიასა წმიდისა ქალწულისა ქრისტინასსა,
Line of edition: 15    რომელი ხუარაზმელთაგან დარღუეული ახლად აღშენებულ იყო, და მუნ
Line of edition: 16    
დაფლეს დიდითა პატივითა, რაოდენ გლახაკთა ძალ-ედვა.

Line of edition: 17    
ხოლო შემდგომად ამისა, ნება ყაენმან ამჴედრება სულტანსა ზედა მისრეთისასა
Line of edition: 18    და შეკრიბნა ყოველნი მთავარნი და სპანი ძისნი, და მოუწოდა მეფესა დავითს და
Line of edition: 19    
სპ\ასა მისსა წარსლვად ეგჳპტედ. ხოლო შეიწრებულ იყო მეფე და საბრძანებელი მისი
Line of edition: 20    
არღუნის აღთუალვისაგან, და რომელი-იგი განეწ\ესა, რაცა განისყიდებოდეს ტფილისს
Line of edition: 21    ასსა თეთრსა ზედა სამი თეთრი საყაენოდ დაიდებოდეს. ამას ზედა ხოჯა-აზიზ ვინმე,
Line of edition: 22    
ნათესავით და სჯულითა სპარსი, განეჩინა, და დაეტევა ტფილისს, რომელი ესოდენ
Line of edition: 23    
უწესოებად მიიწია, რომელ თუ სამზარეულოსა მეფისასა ცხვარი, გინა კრავი ისყიდებოდის,
Line of edition: 24    
მას ზედაცა ხარაჯა წაუღიან, რომელსა იგი ტამღად უწოდდეს. ამის მიერ
Line of edition: 25    
შეიწრებული მეფე იგონებდა: "უკეთუ წარვიდე ეგჳპტედ, ანუ თუ განუდგე ყაენსა",



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.