ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 239

Page of edition: 239  Line of edition: 1    და კერას დაამტკიცებდა. გარნა წარემართა ლაშქრად მისრეთს. და ვითარ მოიწია
Line of edition: 2    
ქუეყანად ჯავახეთისად, დაამტკიცა განდგომა, და მოუწოდა \ თანაგანმზრახთა მისთა, და
Line of edition: 3    
რქუა: "უკეთუ ვისმე ნებავნ, დაუტევენ მამული და წარმოვედინ ჩემ თანა; უკეთუ არა
Line of edition: 4    
ნებავს, წარვედინ მსახურებად ყაენისა, მისრეთს, რათა დაიცვას ქუეყანა მისი. რამეთუ
Line of edition: 5    
ნება კაცად-კაცადსა ზედა იყვნეს, და მე არღარა მნებავს მონება თათართა, მძლავრებისათჳს
Line of edition: 6    
ხოჯა-აზიზისა, რომელი დაადგინა ჩემ ზედა არღუნ, რამეთუ ვერ თავს ვიდებ
Line of edition: 7    
ესოდენსა შეურაცხებასა".

Line of edition: 8    
ხოლო წარჩინებულნი ამის სამეფოსანი რომელნიმე დაამტკიცებდეს და რომელნიმე
Line of edition: 9    
არა, გარნა ეგრეთცა დაამტკიცა განდგომილება; და უმრავლესნი წარვიდეს ყაენს
Line of edition: 10    
წინაშე: შანშეს ძე ივანე, და გრიგოლ სურამელი, და \ კახა ერისთავი ახალქალაქისა,
Line of edition: 11    თავნი და პირნი ქუეყანისანი წარვიდეს ყაენს წინაშე, და უმრავლესნი ჰერ-კახნი.

Line of edition: 12    ვითარ ცნა მეფემან წარსლვა დიდებულთა, მანცა ნება სცა და წარვიდა განდგომად,
Line of edition: 13    
და მოუწოდა სარგის ჯაყელსა ციხისჯუარელსა, რომელსა აქუნდა პატივი სამცხისა
Line of edition: 14    სპასალარობისა, და ეზრახა, რათა განუდგენ ყაენს. ერჩდა სარგის, და წარმოიყვანა
Line of edition: 15    
სამცხეს სახლსა მისსა, და ფრიადითა პატივითა განუსუენა უმეტეს წესისა მეფეთასა,
Line of edition: 16    
და აძლევდა ყოველთა ციხე-ქალაქთა და ქუეყანათა მისთა, გამოსაზრდელად მეფისა და
Line of edition: 17    
ლაშქრისა მისისათჳს. ხოლო მეფემან არა ინება, და დაჰყო ზაფხული იგი მცირე
Line of edition: 18    
ერთგულითა, რომელნი დადგეს ერთგულებასა მისსა ზედა, და ესრეთ იყოფებოდს.

Line of edition: 19    
სამცხესა. ხოლო დედოფალი გუანცა და ძე მცირე მისი დიმიტრი დაუტევა სახლსა
Line of edition: 20    
ავაგისსა, ბიჯნისს.

Line of edition: 21    ამას შინა მოვიდა ყაენი ულო განმარჯვებული ბრძოლისაგან სულტანისა მეგჳპტელისა,
Line of edition: 22    რამეთუ სძლო მათ და აოტნა. სადა-იგი მუნ დამხუდართა \ ქართველთა
Line of edition: 23    ძლიერი ბრძოლა ყვეს. ხოლო ვითარ მოიწია საზაფხულოსა სადგურსა თჳსსა
Line of edition: 24    
ალატაღს და მიერ საქოსა, და მერმე წარვიდა საზამთროსა ადგილსა, რომელსა აწ



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.