ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 240

Page of edition: 240  Line of edition: 1    ყარაბაღობით და მუღანობით უჴმობენ, იკითხა საქმე დავითისი, და ცნა განდგომილება
Line of edition: 2    
მისი. მოუწოდა არღუნს და ორასთა მთავართა და აჩინა \ მჴედართ-მთავრად,
Line of edition: 3    
და მისცა მჴედარი ოცი ათასი, და უბრძანა ქართველთ, რომელნი ერჩდეს მას, რათა
Line of edition: 4    
წარჰყვენ არღუნ ოირიდსა, და მივიდენ მეფესა ზედა სამცხეს, და ბძოლა უყონ,
Line of edition: 5    
წარმოვიდა არღუნ მჴედრითა ოცი ათასითა, შემოვლო განძა და სომხითი, და მოიწია
Line of edition: 6    
ტფილისს. და მუნ მოერთნეს ყოველნი ესე ზემოჴსენებულნი მთავარნი საქართველოსანი,
Line of edition: 7    და წარმოემართნეს სამცხეს, ბრძოლა ყოფად მეფისა. და ვითარცა ესმა მეფესა
Line of edition: 8    
დავითს მოსლვა არღუნისი და ყოველთა მთავართა ქართლისათა, მოუწოდა მესხთა,
Line of edition: 9    შავშ-კლარჯთა, და ვინცა დადგრომილ იყო ერთგულებასა ზედა მისსა. შეკრიბნა მცირედნი
Line of edition: 10    
კაცნი, მჴედარი რვა ათასი, და აჩინა მჴედართ-მთავრად სარგის ჯაყელი, კაცი
Line of edition: 11    
მჴნე და შემმართებელი, და მრავალჯერ გამოცდილი და სახელოვან-ქმნილი წყობათა
Line of edition: 12    
შინა, ტანითა ახოვანი, ჴელოვნად მბრძოლი ცხენსა ზედა, მჴნე მოისარი, საჩინოდ
Line of edition: 13    
ნადირთა უცთომლად მმუსრველი, და მისა მინდობილ იყო მეფე, ერთგულებაცა დიდი
Line of edition: 14    
აქუნდა მეფისა. და წარავლინა წინამიგებებად და წყობად არღუნისა, და წარემართნეს
Line of edition: 15    
და დადგეს ჴევთა. ხოლო არღუნ შემოვლო ქართლი, და დადგა სურამს, და წარმოავლინნა
Line of edition: 16    
წინამბრძოლნი მჴედარნი ექუსი ათასი, და არღუნ დადგა შინ\დარას, და
Line of edition: 17    
წინამბრძოლნი მივიდეს ტაშის-კარს და დადგეს სამდინაროსა \ მას ზედა, რომელ არს
Line of edition: 18    
შოლა. ხოლო აღიყარა სარგის ჴევთათ და წარავლინნა წინამბრძოლნი, კაცი რჩეული
Line of edition: 19    
და გა\მოცდილი წყობათა შინა ათას ხუთასი მჴედარი. არა უწყოდეს მოახლება არღუნისი,
Line of edition: 20    და წარემართნეს და განვლეს ჴიდი ახალდაბისა. იყო ყინელი და ზამთარი,
Line of edition: 21    
ვითარ წესი არს თუესა დეკემბრისასა, და განვიდეს სივიწროისაგან, წინამავალნი
Line of edition: 22    
იხილნეს რაზმი თათართა, და წინა განეწყუნეს ქართველნიცა, და მყის ზედა მიეტევნეს
Line of edition: 23    
მესხნი, და პირველსა შეკრებასა აოტნეს თათარნი, და მოსწყჳდნეს მრავალნი
Line of edition: 24    
სახელოვანნი, და ესრეთ ძლიერად ბრძოდეს თათართა მათ მესხნი, რომელ მცირედნიღა
Line of edition: 25    
განერნეს და შეიხუეწნეს რაზმსა შინა არღუნისასა შინდარას გორისასა, და
Line of edition: 26    
სდევნეს და მოსწყჳდნეს პირითა მახჳლისათა, რამეთუ მჴედართ-მთავარი სარგის და



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.