ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 246

Page of edition: 246  Line of edition: 1    დიდსა ჴელმწიფესა გააძებ შენთა მტერთა ზედა, რამეთუ უკეთუ ბათოს ულოსი
Line of edition: 2    და მეფე შეიერთნეს, დიდნი შფოთნი აღდგებიან".

Line of edition: 3    
ვითარცა ესმა ულოს, განკჳრდა და მსწრაფლ მოიყვანა გიორგი, \ შეიყვანა და
Line of edition: 4    
პატივი უყო, და შემოსა შესამოსლითა ბრწყინვალითა, და მისცა ტონღუზ-ხათუნს და
Line of edition: 5    
ენუქ არქუნს და რქუა: "აჰა ძე მეფისა, ჩემგან მტკიცე ფიცითა, არას ვავნებ დავითს,
Line of edition: 6    თჳნიერ პატივისა. და შენ წარვედ ენუქ, და ორნივე შვილნი და ძენი მეფისანი, გიორგი
Line of edition: 7    და დიმიტრი, და დედოფალი გუანცა, ვითარცა ტონღუზ-ხათუნს და შენ გნებავს, ეგრეთ
Line of edition: 8    
ყავთ, და მოიყვანეთ დავით". ვითარცა ესმა, განიხარეს და თაყუანის-ცეს, და მოაჴსენეს:
Line of edition: 9    
"თავნი ჩუენნი იყვნენ ნაცვლად, უკეთუ მოგუცე ხოჯა-აზიზს, და არ მოვიყვანოთ
Line of edition: 10    
დავით; უკე\თუ არ მოგუცემ ხოჯა-აზიზს, არ მოვა". დაღათუ მძიმედ აღუჩნდა არღუნს,
Line of edition: 11    არამედ მისცა ხოჯა-აზიზ. და წარმოიყვანა ენუქ, და მოუწერა წიგნი ფიცისა ტონღუზ-ხათუნ
Line of edition: 12    მეფესა: "არა ევნოს ყაენისაგან. უკეთუ მოვიდეს ურდოსა, პატივითა დიდითა
Line of edition: 13    
პატივ-სცეს, და სამეფო დაუკლებელად მისცეს".

Line of edition: 14    
წარმოვიდა ენუქ არქუნ, და მოვიდა ტფილისს, და ორნი ძენი მეფისანი, და
Line of edition: 15    
წარმოუვლინა მოციქული მეფესა, და აუწყა ყოველი. და წარმოვიდა მეფე და მოვიდა,
Line of edition: 16    
ქვიშხეთის ბოლოსა \ და სურამს შუა დადგა, და მოუწოდა ენუქ არქუნს და მოვიდა
Line of edition: 17    
და მოუსხნა შვილნი ორნივე და მოართუა წიგნი ფიცისა, და მოგუარა ხოჯა-აზიზ.

Line of edition: 18    ვითარცა იხილა მეფემან, ბრძანა თავისა მისისა მოკუეთა. და მოჰკუეთეს და წარგზავნეს
Line of edition: 19    
თავი ტფილისს, და აღმართეს ძელი, და დამოჰკიდეს თავი ხოჯა-აზიზისი. და
Line of edition: 20    
ესრეთ წააჰყვა მეფე ურდოს ენუქს, და მოეგებნეს ყოველნი სამეფოსა მისისანი, და
Line of edition: 21    
წარემართნეს ურდოს.

Line of edition: 22    
ხოლო თანა წარჰყვა მეფესა სარგის ციხისჯუარელი ჯაყელი, დიდად ნამსახური,
Line of edition: 23    
რომელმან ქმნა ესეცა სათნოება, რამეთუ ტფილისს ყოფასა მეფისასა მოვიდა ელჩი
Line of edition: 24    
ყაენისა, ვითარმედ: \ "მეფესა მოვინდობ, ხოლო პაპა სარგისს არა მივინდობ", და



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.