ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 247

Page of edition: 247  Line of edition: 1    არა სათნო უჩნდა ბრძანება ესე სარგისს, და ეტყოდა მეფე გარე-უკუნქცევად. ხოლო
Line of edition: 2    
იგი არა ერჩდა, და ეტყოდა: "ნუ იყოფინ ქმნად ესე ჩემ მიერ, რათა შევიქცე შინა.

Line of edition: 3    
უკეთუ ცოდვათა ჩემთაგან გევნოს რამე თათართაგან \ ყოველნი კაცნი იტყჳან: განზრახვითა
Line of edition: 4    
სარგისისითა განუდგა მეფე თათართა, აწ იგი წარვიდა შინა და მეფე
Line of edition: 5    
წარავლინა მოკლვად ყაენს წინაშე. ნუ ჰყოს ესე ღმერთმან, რამეთუ ამით წარჰჴდების
Line of edition: 6    
გუარი ჩემი, არამედ მო-თუ-მკლან, ნაცვლად თქუენდა ვიყო, და თუ დავრჩე, თქუენ
Line of edition: 7    
თანა დავრჩე". დაიმადლა ესე მეფემან ეზომ, რომელ ქუაბულიანი თემი ერთი სამცხეს
Line of edition: 8    და საყდარი ტბეთისა შავშეთს სიგლითა სამამულოდ მიუბოძა.

Line of edition: 9    
და წარემართნეს ურდოსა, და მივიდეს ყაენს ულოს წინაშე, ბარდავს, რამეთუ
Line of edition: 10    
იგი იყო საზამთრო სადგური, და არა უწყოდეს რა ეგულების ყოფად მათთჳს, და
Line of edition: 11    
მცირედთა დღეთა მოუწოდა ყაენმან ხილვად მეფისა და მთავართა და იკითხვიდა, რომლისა
Line of edition: 12    
მიზეზისათჳს განდგა მეფე? და ყოველნი ჰგონებდეს მეფისა და წარჩინებულთა
Line of edition: 13    
მისთა სიკუდილსა, და ევედრებოდეს ღმერთსა და ყოვლად-წმიდასა მეტეხთასა და ვედრებისა
Line of edition: 14    
ღმრთისმშობელსა, რომლისა მინდობილ იყვნეს. და შევიდეს ყაენს წინაშე,
Line of edition: 15    
ხოლო მან მოსცა თჳსითა ჴელითა ღჳნო თასითა დიდითა ოქროსათა, რამეთუ ესე
Line of edition: 16    
იყო წესი ყაენთა. და ვითარ ჯდა მეფე მუჴლ-მოყრილი და მის თანა ყოველნი მთავარნი,
Line of edition: 17    
ჰკითხა ყაენმან, ვითარმედ: "რად ჰქმენ განდგომა ჩემი, და ბრძანებასა ჩემსა
Line of edition: 18    
რად ურჩ ექმენ, და არღუნს შემოები? არა დიდნი კეთილნი ვქმენ შენ ზედსა? დაკარგული
Line of edition: 19    
და სიკუდი\ლად განწირული გუელთაგან აღმოგიყვანე ჯურღმულით და მეფედ
Line of edition: 20    
დაგადგინე".

Line of edition: 21    
მაშინ, ვითარ არღარა აქუნდა პასუხი მიგებად მეფესა, მოიხედნა \ უკანით კერძო
Line of edition: 22    
სარგის ჯაყელისა, ვითარმცა იგი ქმნულ იყო მიზეზი არღუნის შემობმისა და თათართ
Line of edition: 23    მოსრვისა. და იხილა სარგის ბრდღვინვისა ლომისა მსგავსად, მეფემან მას ზედა მიუტევა
Line of edition: 24    
საქმე. იგი არა შეშინდა, არამედ უშიშად აღდგა და წარსდგა ყაენს წინაშე, განმწირველი
Line of edition: 25    
თავისა თჳსისა მეფისათჳს, რათა იგი მოიკლას მეფისა წილ, და მუჴლ-მოყრილი
Line of edition: 26    
ეტყოდა: "მე ვარ, დიდო ყაენო, რომელი შემოვები არ\ღუნ აღას". ხოლო



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.