ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 250

Page of edition: 250  Line of edition: 1    და ყმათა მისია, განიხარა და დევნა უყო კუალადცა სპასა ბერქასსა დარუბანდის
Line of edition: 2    კარამდის. და განვლეს დარუბანდიცა და სამსა დღესა სხუასა დევნა უყვეს. ესრეთ განმარჯუებულნი
Line of edition: 3    
და სახელოვანნი მოვიდეს სადგურსა მათსა ბარდავს, ხოლო მეფესა
Line of edition: 4    
დავითს და სპათა მისთა ფრიადითა პატივითა პატივსცა და მრავალი ნიჭი მიანიჭა,
Line of edition: 5    
ესეზომ, რომელ სარგის ჯაყელსა კარ\ნუ-ქალაქი და მიმდგომი მისი ქუეყანა უბოძა
Line of edition: 6    
იერალაყითა.

Line of edition: 7    
მაშინ შეიშურვეს სხუათა ვიეთმე მტერთა და მოაჴსენეს მეფესა: "აწ მეფობაცა
Line of edition: 8    
სარგისს მიეც; ვინათგან ყაენმან ეზომ განადიდა, არღარა იქნების მორჩილი მეფობისა
Line of edition: 9    
თქუენისა", მაშინ დაიჯერა მეფემან, რამეთუ იყო უმანკო და მალე-მრწმენი
Line of edition: 10    
სიტყუათა კეთილთა და ბოროტთა, ორთავე, და წარვიდა ღამით ელგონ ნოინის წინაშე
Line of edition: 11    
და მოაჴსენა: "უკეთუ ყაენი სარგისს კარნუ-ქალაქს მისცემს. მეფობაცა მისცეს". განკჳრდა
Line of edition: 12    
ელგონ ნოინი და რქუა: "ყაენმან შენის მოდგომისათჳს მისცა და, თუ შენ გიმძიმს,
Line of edition: 13    
არღარა მისცემს. თქუენ ქართველნი არას კეთილს უყოფთ მჴნედ მბრძოლთა
Line of edition: 14    
წყობათა შინა. არა უწყია, ყაენი სარგის დაარჩინა მტერთაგან, ძლიერი და სახელოვანი
Line of edition: 15    
ომი ყო?" წარვიდა ნოინი რა მოაჴსენა ყაენს ყოველი იგი თქმული, და არღარა
Line of edition: 16    
მოსცეს კარნუ-ქალაქი. ცნა ესე სარგის, და შეიქმნა გულკლებით და ქუეგამხედვარად
Line of edition: 17    
პატრონის\აგან. ხოლო მის ზამთარს დაიმჭირა მეფე ბარდავს თავისა თჳსისა თანა,
Line of edition: 18    
და სარგის წარვიდა გულკლებული სამცხეს.

Line of edition: 19    მას ჟამსა გაადგა ულო ყაენს შანშეს ძე ზაქარია ამირსპასალარი, კაცი ყოვლითა
Line of edition: 20    
სათნოებითა შემკული და საჩინო, და ივლტოდა ქუთათისს ნარინ დავითისსა, "რამეთუ
Line of edition: 21    
ბერქას ლაშქართა გამოსლვა მასმია ჩემ ზედა". ხოლო მეფემან დავით კეთილად შეიაწყნარა,
Line of edition: 22    
დაჰყო \ მცირე ჟამი, მერმე ფიცით მოიყვანა ყაენმან, გარნა არცა ეგრეთ
Line of edition: 23    
დამშჳდდა გული ულოსი, და მოკლა ზაქარია ამირსპასალარი, კაცი პატიოსანი და
Line of edition: 24    
სახელოვანი. და ცნა დიდმან შანშე, მამამან მისმან, მწუხარებითა შეწუხებული იგიცა
Line of edition: 25    
აღსრულდა. ხოლო გუანცა დედოფალი, ავაგის ცოლ-ყოფილი, მოკლულ იქმნა,



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.