ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 251

Page of edition: 251  Line of edition: 1    თათართა შინა მყოფი, რომელსა იტყჳან ვითარმედ ასულისა მისსა ხუაშაგის, რომელი
Line of edition: 2    
იყო ცოლი საჰიბ მდივანისა, ხოჯა შამშადინისა, მისითა განზრახვითა მოიკლაო. და ვითარ
Line of edition: 3    
უცოლო იყო მეფე, იქორწინა ცოლი, სახელით ესუქნ, დიდისა ჭორთმაღო ნოინისა
Line of edition: 4    
და დიდისა სირმა ნოინისა, და წარვიდა ტფილისს და ქმნა ქორწილი პატიოსანი.

Line of edition: 5    
ამათ ჟამთა გარდამოვიდეს ბერქას ყაენისგან ლტოლვილნი, დედაკაცი საკჳრველი,
Line of edition: 6    
სახელით ლიმაჩავ, და მან მოიტანა შვილნი მცირენი, ნათესავით ასასარფაკაიანნი,
Line of edition: 7    
პირმშო ფარეჯან და უმრწმესი ბაყათარ, და სხუანი თავადნი მრავალნი,
Line of edition: 8    
გამოვლეს \ კარი დარუბანდისა და მოვიდეს მეფეს წინაშე. ხოლო მან პატივითა
Line of edition: 9    
ისტუმრნა და წარავლინნა ყაენს ულოს წინაშე, და ყაენმან შეიწყნარნა ფრიად, და
Line of edition: 10    
უბოძა ხარაჯა, და მოლაშქრედ და თანამბრძოლელად განაჩინნა. და ესრეთ მეფეს თანავე
Line of edition: 11    
წარმოავლინნა, ხოლო მეფემან დასხნა რომელნიმე დმანისსა, და სხუანი ჟინვანს.

Line of edition: 12    \ და ვითარ მოიწია სთუელი, წარვიდა ყაენი ქუეყანად შარვა[ნ]შასა, საზღვართა
Line of edition: 13    
საქართველოსათა, ადგილსა რომელსა უწოდიან ჩაღანუსუნი, ესე იგი არს თეთრი
Line of edition: 14    
წყალი. და შეკრეს [ღ]ობითა წყლის პირი, რომელსა სიბად უწოდეს. რამეთუ გონებდა
Line of edition: 15    
გამოსლვასა ბერქა ყაენისასა. და ამათ ჟამთაგან იწყეს სიბასა ზედა დგომად თათართა
Line of edition: 16    
და ქართველთა სთულითგან გაზაფხულამდე და გაზაფხულ წარვიდიან საზაფხულოთა
Line of edition: 17    
სადგურთა. ხოლო იქმნა ესეცა, რომელ ყაენთა შვილნი ზემოჴსენებულნი, ულოს თანა
Line of edition: 18    
წარგზავნილნი, ხუთარ, ყული და ბალაღა, დაიპყრნა ყაენმან ულო. და მოკლნა სამნივე,
Line of edition: 19    
და დაიპყრა ქუეყანა მათი, და ყოველი სიმდიდრე მათი. და ვითარ ცნეს სიკუდილი
Line of edition: 20    
პატრონთა მათთა საბერძნეთს მდგომთა დედაწულითა, რომელთა თავადი იყო
Line of edition: 21    
ალათემურ ვინმე, კაცი სახელოვანი, აიყარა ბარგითა და დედაწულითა, და ივლტოდა,



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.