ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 252

Page of edition: 252  Line of edition: 1    და მომართა სამცხის კერძო. ცნეს თათართა ულო ყაენისთა სივლტოლა ალათემურისი,
Line of edition: 2    დევნა უყვეს და მოეწივნეს, და იგინი დაბრუნდეს და შეებნეს, და მრავალი კაცი
Line of edition: 3    
მოკლეს ულოს ლაშქრისა. და, რათა არა განგრძელდეს სიტყუა, ვიდრე კოლის მთათა
Line of edition: 4    
მოსვლამდე ათორმეტჯერ მოეწივნეს და ათორმეტჯერ შეებნეს, და ათორმეტჯერვე
Line of edition: 5    
ალათემურ მოერია და გააქცივნა. და ესრეთ მოიწივნეს ქუენა არტანს, სოფელსა,
Line of edition: 6    
რომელსა ჰქჳან გლინავი. \ და მუნ დახუდა მურვან გურკელელი, მახუნჯაგის ძე, წინა
Line of edition: 7    
შეემთხჳა ნადირობას მიმავალი, რომელი შეიპყრეს თათართა და კნინღა მოაკუდინეს.

Line of edition: 8    
ხოლო იგი ევედრა და აღუთქუა ლიხთ-იმერით წარყვანება მათი და ეგრეთ ბერქას.

Line of edition: 9    ყაენს წინაშე წარსხმა, ხოლო იგინი მიენდვნეს. წარმოიყვანნა და მოასხნა სამცხეს,
Line of edition: 10    და მოასხნა გურკელის ჭალას, და ესრეთ განსცნა: წარავლინა კაცი \ და ამცნო სარგის
Line of edition: 11    თმოგუელსა და შალვას ბოცოს ძესა, და ყოველთა მესხთა და სარგის ჯაყელის ლაშქართა,
Line of edition: 12    
რათა შეკრბენ ერთად და შეიპყრან ალათემურ და მიჰგუარონ ულო ყაენს. და
Line of edition: 13    
წარმოემართნეს, და სცნა ესე ალათემურ, აიყარა ბარგითა და დედაწულითა, და
Line of edition: 14    
გამოვლო მტკუარი და მომართა ჯავახეთით კერძო, შემოიარა ელასის შემოღმართი.

Line of edition: 15    
და მივიდა ოშორას ქუეშეთ, ადგილსა, რომელსა რქჳან ლერძავნი, რამეთუ თმოგუელი
Line of edition: 16    მუნ დაუდგა წინა, რომელნი იხილნა რა, მორიდნა სარგის და ბოცოს ძე, და ლაშქარნი
Line of edition: 17    
ერთ-კერძო მოსდევდეს, და გურკელელი მურვან მართლ-კუალსა შედგომილი
Line of edition: 18    
მოსდევდა. და მოეწია გურკელელი მცირითა ლაშქრითა, რამეთუ ბოცოს ძე და სარგისის
Line of edition: 19    ლაშქარნი არ მოვიდეს არცა შუელად გურკელელისა. შეიბნეს ძლიერად, სძლეს
Line of edition: 20    
თათართა და მრავალი ტაძრეული აზნაური მოკლეს, და ივლტოდა გურკელელი.

Line of edition: 21    ხოლო თათართა განვლეს ჯავახეთი და თრიალეთი, და რუსთავს მტკუარს გავიდეს \
Line of edition: 22    
და მრავალგან მიეწივნეს თათარნი და სომხითარნი ლაშქარნი, რომელთა თჳთოეულად
Line of edition: 23    
არა არს ჟამი მოთხრობად, ყოველგან ალათემურ მძლე ექმნა. და განვლეს კამბეჩიანი,
Line of edition: 24    კახეთი, ჰერეთი, ყოველგან ომითა, და წარვიდეს გზასა ბელაქნისასა. შევიდეს ღუნძეთს,
Line of edition: 25    რამეთუ წინა-განეწეო მეფე ღუნძთა, და სძლეს თათართავე, და განმარჯუებულნი



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.