ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 253

Page of edition: 253  Line of edition: 1    მივიდეს ბერქა ყაენს წინაშე. და ესრეთი საკჳრველი საქმე ქმნეს, და ამათთანანი
Line of edition: 2    
თათარნი სადაცა დარჩეს, აღნარღომობით უჴმობდეს, ესე იგი არს უფროსთანი გინა
Line of edition: 3    
უხუცესთანი. ამისთჳს განძჳნებული ბერქა განემზადა გამოსლვად, და ამათ თეთრსა
Line of edition: 4    
წყალსა ზედა ღობე შეკრეს, და მუნ იზამთრიან, ვითარცა მითქუამს.

Line of edition: 5    
ხოლო ვითარ ამათ საქმეთაგან უბრალო არს მეფე, განდიდნა ჭყონდიდელი
Line of edition: 6    ბასილი და უჯარმელი, და იწყო საურავთაცა ქმნად თჳნიერ მეფისა კითხვისა. და
Line of edition: 7    
მეფისა იმერით ყოფასა შინა დიადი აწყინა სეფეთა ქუეყანათა, რამეთუ ვითარ თჳსთა
Line of edition: 8    
ხედვიდა. და სიტყუაცა ესრეთ იყო, ვითარმედ ესუქნს თანაეყო. ამისთჳს შესმენილ
Line of edition: 9    
იქმნა ბასილი წინაშე მეფისა, რომელმან მსწრაფლ მოიყვანა და ბრძანა \ ძელსა დამოკიდება.

Line of edition: 10    
დამოჰკიდეს ძელსა შუა-ქალაქსა, რამეთუ იყო მეფე მალე-მორწმუნე და
Line of edition: 11    
ლიტონიცა. და ვითარ მო\იწია სთუელი, კუალად \ წარვიდა ყაენი სიბასა ზედა და
Line of edition: 12    
მეფეცა მის თანა. მოიწია რა გაზაფხული, წარმოვიდა ყაენი საქოსა, და ძე მისი თანქუშ
Line of edition: 13    წარმოვიდა გელაქუნსა, რამეთუ მას აქუნდა საზაფხულოდ სადგურად გელაქუნი,
Line of edition: 14    და მეფე თანა წარმოიტანა. და მუნ იყო. მაშინ ევედრა მეფე თანქუშს, რათა უაჯოს.

Line of edition: 15    
მამასა მისსა ყაენს ულოს წინაშე, რათა განუტეოს სამეფოდ თჳსად. ხოლო მან ისმინა
Line of edition: 16    
და წარავლინა კაცი, და ვითარ მიიწივნეს საქოდ, ყაენი ულო აღსრულებულ იყო.

Line of edition: 17    
მაშინ ხათუნთა და ნოინთა მიუმცნეს თანქუშს, რათა განუტეოს მეფე სამეფოსა თჳსსა.

Line of edition: 18    
გამოუშვეს და მოვიდა ტფილისს და ყოველსა ქართლსა და სომხითსა და განაგნა
Line of edition: 19    
საქმენი მანდაურნი.

Line of edition: 20    
ხოლო ნოინთა დასუეს ტახტსა ულოს ძე უხუცესი, სახელით აბაღა, კაცი
Line of edition: 21    
კეთილი, უხჳ, მოწყალე, ტკბილი, მდაბალი, განმკითხველი, სამართლის მოქმედი,
Line of edition: 22    
გლახაკთ მოწყალე და შემნდობელი ესმზომ, რომელ, დაღათუ დიდისა ბოროტის
Line of edition: 23    
მოქმედი კაცი იყვის, არავე მოჰკლევდის, რამეთუ ესრეთ იტყოდა: "ყოვლისა ქუეყანისა
Line of edition: 24    
მპყრობელად დაუდგენივარო ღმერთსა და რასაცა ვერ მივსცემ არცა თუ წაუღები".




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.