ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 254

Page of edition: 254  Line of edition: 1    და მრავალგზის საჭურჭლენი მისნი წარიხუნეს მპარავთა და არა მოაკუდინის არამედ
Line of edition: 2    
იტყოდის: "რად მაკლს მე საჭურჭლე, ისი წარიღონ გლახაკთა. რამეთუ ნაკლულ\ევან
Line of edition: 3    
არიან, და მით იპარვენ". კუალად უბოროტო და კეთილი გონება აქუნდა ყოველთათჳს.

Line of edition: 4    
მაშინ ამან აბაღა ყაენმან განაჩინა მჴედართა მთავრად \ კაცი საჩინო წყობათა
Line of edition: 5    
შინა, სახელით აბათა, და ურდოსა და სახლისა თჳსისა მოურავად დაადგინა ზემოჴსენებულისა
Line of edition: 6    
ორმაღონის შვილი სირმონ, კაცი განმარჯუებული და საჩინო ბრძოლათა
Line of edition: 7    
მინა. ვინათგან ქრთამსა მძიმესა მიიღებდიან მის წინაშე მდგომნი ყოველნი,
Line of edition: 8    
გამოარჩია კაცი ერთი, მოწყალე და სამართლის მოქმედი და მმარხველი და მლოცავი,
Line of edition: 9    
ქრისტეანეთა \ და ეკლესიათა ღმრთისათა მოსავთა მოყუარე, სახელით აღუბაღა. ესე
Line of edition: 10    
განაჩინა უღონოთა და გლახაკთა განმკითხველად, არა თუ ულო ყაენის პატივცემულნი
Line of edition: 11    
ნოინნი გამოცვალნა, არამედ უმრავლესნი აღსრულებულ იყვნეს, ვითარ ელგონ ნოინი
Line of edition: 12    
და სხუანი მრავალნი.

Line of edition: 13    
ამას აბაღას წინაშე წარვიდა მეფე დავით, და ფრიად პატივითა შეიწყნარა და
Line of edition: 14    
პატივ-სცა. და დაემორჩილნეს აბაღას ყოველნი თათარნი, საბრძანებელი მამისა მისისა
Line of edition: 15    
ულოსი.

Line of edition: 16    მას ჟამსა გამოვიდა დიდი ყაენი ბერქა გზასა დარუბანდისასა აურაცხელითა ლაშქრითა
Line of edition: 17    
შურის გებად ხუთარეს, ბალაღას და ყულის საქმისათჳს. ცნა ესე აბაღა ყაენმან
Line of edition: 18    
და მოუწოდა სპათა თჳსთა, და მეფესა დავითს, და წარემართა. ხოლო ვითარ
Line of edition: 19    
\ აგრძნა ძლიერება და სიდიდე სპათა ბერქასთა, არღარა განვიდა მტკუარსა, არამედ
Line of edition: 20    
შეიარა ნაპირი და განსავალი ყოველი, და აღიღო ზომი ყოველგან, და დააყენა ლაშქარი,
Line of edition: 21    
სადა შეკრბებიან მტკუარი და რაჴსი, და მუნითგან ვიდრე მცხეთამდე ბერქამან მოაოჴრა
Line of edition: 22    
\ ქუეყანა შირვანისა, ჰერეთი, კახეთი და ყოველი იორის პირი და მოვიდა ლაშქარი
Line of edition: 23    
ტფილისამდე, და მრავალი სული ქრისტიანე მოსწყდეს, ხოლო ბერქა ყაენი დადგა
Line of edition: 24    
მთათა შინა გარეჯისათა. მაშინ მოხედნა ღმერთმან ქუეყანასა ამას წყალობით და ყაენსა
Line of edition: 25    
აბაღას, შეედვა სალმობა რამე ბერქას, და მოკუდა. ვითარცა იხილეს სპათა მისთა



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.