ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 257

Page of edition: 257  Line of edition: 1    და ვითარ წარჴდა ჟამი მცირედ, მოვიდა მეფე ტფილისს. ვითარ არავინ გამოგება
Line of edition: 2    
ცინა, თჳნიერ მცირეთა \ მოქალაქეთასა, ზარ-განჴდილი მიისწრაფდა პალატად, სადა
Line of edition: 3    
დახუდეს სპანი და ვაზირნი დამალულნი და შავითა მოსილნი. და ვითარცა აუწყეს
Line of edition: 4    
სიკუდილი ძისა მისისა გიორგისი, მყის, სმენასავე თანა, დაეცა და კნინღა მკუდარ
Line of edition: 5    
იქმნა. და ესრეთ შეიღეს პალატად ჴელთა ზედა მქონებელი და ძლით მოვიდა ცნობად,
Line of edition: 6    
რამეთუ უკეთუ მოისპოს სული, მყის მოისპობ ცნობა, და უკეთუ მოისპოს ცნობ,
Line of edition: 7    
არა თანა მოისპობის სული, სიტყჳს-მოქმედი იტყჳს; ვინათგან ტკივილთა მიერ უზომოთა
Line of edition: 8    
მოცვულ იყო, და შვილობისა სიყუარული და კულად სიტურფე-აღმატებულება
Line of edition: 9    
ათრვამეტისა წლისა მყოფისა, სიმჴნე, სამჴედროთა ზნეთაგან განსრულება, ტკივილნი
Line of edition: 10    
მრჩობლ ზედა დაერთვოდეს. სალმობიერითა გოდებითა გოდებდა და სიკუდილსა აღირჩევდა
Line of edition: 11    
თავისა თჳსისასა, რაჟამს იხილა აღყვავებული და შუენიერი გუამი ძისა მისისა
Line of edition: 12    
გიორგისი მკჳდრად, უფერულად მდებარე, რომელსა იგლოვდა ერი. და ვაებით წარიღეს.

Line of edition: 13    
მცხეთას, და მუნ დაკრძალეს, \ და უკმოიქცეს მწუხარებითა სავსენი. ხოლო ესოდენ
Line of edition: 14    
განუმრავლდეს ტკივილნი შვილისა საყუარელისანი, რომელ მიერითგან არღარა
Line of edition: 15    
აქუნდის ლხინება, და სენთაცა მრავალთა მოიცვეს და გუამითა უძლურებდა უმრავლესთა
Line of edition: 16    
ჟამთა, გარნა მონებდავე ყაენსა აბაღა, რამეთუ არა იყო სხუა ღონე.

Line of edition: 17    
აქა შინა იწყო მანკაბერდელმან სადუნმან განდი\დებად, რომელი პირველი ულოს
Line of edition: 18    შეეწყალა, რკინობისა ძლით. და ყაენმან აბაღაცა პატივ-უყო, და დიდი საჰიბმდივანი
Line of edition: 19    კეთილსა უყოფდა, მით რომელ ცოლსა მისისა \ ავაგის ასულისა, ხუაშაგისა, ეჯიბობა
Line of edition: 20    
აქუნდა, და მეფესა დიავითსაცა მიებოძნეს მისთჳს მრავალნი ქუეყანანი.

Line of edition: 21    
ამათ ჟამთა იქმნა განდგომილება თათართა ურთიერთას, რადგან განუდგა ყაენსა
Line of edition: 22    
აბაღას თეგუდარ ყაენი, ბარახას ძმა უმრწამესი, რომელი იყო ზემოჴსენებულისა
Line of edition: 23    
ჩინგიზ ყაენის შვილისა ჩაღატა ყაენის ნათესავი, რომელსა ეპყრა ქუეყანა თურანისა



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.