ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 258

Page of edition: 258  Line of edition: 1    და დიდი თურქეთი. ესე ბარახა ყაენი იყო თურანსა, და წარმოავლინა ძმა თჳსი თეგუდარს
Line of edition: 2    ხარაჯა ქუეყანისა, რომელ მას წარჴდომოდა, ვითარ ზემო თქმულ არს, თეგუდარს
Line of edition: 3    მიხუდებოდის. ესე მივიდა, ორისა ბევრისა ლაშქრისა მქონებელი. შეიწყნარა
Line of edition: 4    
აბაღა, და უჩინა ზაფხულის სადგურად ვიდრემე მთანი არარატისანი და საზამთროდ
Line of edition: 5    
რაჴსისა პირი და ნახჭევანი.

Line of edition: 6    ესრეთ იყოფოდა თეგუდარ. შეშურდა ყაენობა აბაღასი, და მიუმცნო ძმასა თჳსსა
Line of edition: 7    
ყაენსა ბარახას, ჯეონს იქით მყოფსა, ვითარმედ: "რად მივსცემთ ყაენობასა და ქუეყანასა
Line of edition: 8    
დიდსა აბაღას! აწ წარმოემართე მანდით შენ და აქათ მე, და ორთავე შევმუსროთ
Line of edition: 9    
აბაღა, და ჩუენ დავიპყრათ ქუეყანა მისი". ხოლო მოივერაგა ესრეთ, თავი შეშისა
Line of edition: 10    
ისრისა აღმოთხარა, და ძულითა პილოსათა შეაწებნა სამნი ისარნი და მათ შინა \
Line of edition: 11    
შთადვა წიგნი, ამად რომელ ყოველგან გზისა მცველნი განჩენილ იყვნეს თათართაგან
Line of edition: 12    ძუელითგან და განიკითხიან მგზავრი და მოციქული; და ვითარ მივიდა თეგუდარის
Line of edition: 13    მოციქული ძმასა მისსა ბარახა ყაენს წინაშე, სთნდა სიტყუა და განზრახვა თეგუდარისი,
Line of edition: 14    და მიუმცნო მანცა ეგრეთ, რათა პაემანსა შეკრბენ ერთად, და დაამჴუან აბაღა
Line of edition: 15    ყაენი და დაიპყრან ჴელმწიფობა. და მოუწერა განჩინებული დრო პაემანისა, რომელ
Line of edition: 16    
მას ჟამსა უკუადგეს თეგუდარსა, რომელსა ჟამსა გამოვიდეს ჯეონსა ბარახა სპითა მისითა.

Line of edition: 17    
ხოლო განგებამან ზენამან განაქარვა განზრახვა მათი, და დაიცვა აბაღა უმანკოებისათჳს
Line of edition: 18    
და სიწრფოებისა და სიმართლისათჳს, და შესცთა მწიგნობარი მისი და ორითა
Line of edition: 19    
მთოვარითა დაწერა განდგომა თეგუდარისა, რამეთუ თუქენი მათნი მთოვარითა აღრაცხილ
Line of edition: 20    
არიან. და შთადვა მანცა თავსა შინა ისრისასა წიგნი ესე. და წარმოვიდა მოციქული,
Line of edition: 21    
და \ მოიწია ნახჭევნის ველსა თეგუდარს წინა და მოსცნა ისარნი, და განაღო
Line of edition: 22    
თავი ისრისა და პოვა დაწერილი ძმისა მისისა ბარახასი. და ჟამიცა პაემანისა მოახლებული
Line of edition: 23    
პოვა წერილსა მას შინა, და მყის აღეკაზმა, ბარგითა და დედაწულითა,
Line of edition: 24    
კაცი მბრძოლი ვითარ ბევრი ერთი და ხუთასი. რამეთუ სხუა იგი ლაშქარი ვერ
Line of edition: 25    
ესწრა სისწრაფისაგან, ნუ უკუე განცხადნეს საქმე მისი, და ბოროტი ეყოს აბაღას მიერ.




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.