ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 259

Page of edition: 259  Line of edition: 1    აიყარა და მომართა მთათა ღადოსათა, კარჩხალთა და კარისათა, რომელ არს შორის.

Line of edition: 2    
შავშეთსა და \ აჭარასა, და დადგა თავსა შავშეთისასა ფიჭუთას, და ეზრახა სარგის
Line of edition: 3    ჯაყელსა, რათა მისცეს გზა, უკეთუ უნდეს წარსლვა აფხაზეთისა მეფესა დავითს წინაშე,
Line of edition: 4    
რათა იგი იყოს შუამდგომელ მეფისა და თეგუდარისა, და უკეთუ განუმარჯუდეს, დიდად
Line of edition: 5    
განადიდოს სარგის.

Line of edition: 6    და ვითარ ამას ზრახვასა შინა იყვნეს, სთნდა სარგისს სიტყუა თეგუდარისი.

Line of edition: 7    მოუწოდა სპათა მისთა და დიდსა შანშეს შვილსა ივანეს მანდატურთ-უხუცესსა, და წარმოავლინა
Line of edition: 8    
დევნად თეგუდარისა, და აჩინა მჴედართ-მთავრად სირმონ, ჩორმაღან ნოინის
Line of edition: 9    
შვილი, კაცი წყობათა შინა სახელოვანი და შემმართებელი, და მრავალნი ნოინნი
Line of edition: 10    
სხუანი, და მოიწივნეს მთათა არტანისათა, და დაიბანაკეს მუნ.

Line of edition: 11    
ხოლო იქმნა ესეცა საკჳრველი ყოველთა ნაშობთა დედათა უმეტესისა, რომელმან
Line of edition: 12    
ღმრთისა სიტყუასა, ქალწულისაგან შობილსა ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, თჳსითა
Line of edition: 13    
ჴელითა ნათელ-სცა, და ჴმა მამისა ზეცით ესმა, და სული წმიდა სახითა ტრედისათა
Line of edition: 14    
იხილა, და სამებისა წმიდისა ერთი არსება ცხად ყო და გუასწავა, იოანე ნათლისმცემელმან,
Line of edition: 15    
-- ამისი უდაბნო შენ არს, და არა უცნაურ, მთათა შინა ღადოსათა ოპიზა,
Line of edition: 16    უპირველესი ათორმეტთა უდაბნოთა. ამას შინა უპირატესი ყოველთა წინასწარმეტყუელთა
Line of edition: 17    
და მოწამეთა, ყოველთა უაღრესთა ნათლისმცემლის იოანეს ჴორჴი იგი,
Line of edition: 18    
რომელი არა დადუმდებოდა ქებად ღმრთისა მოსრულისა, და მამხილებელი ჰეროდეს
Line of edition: 19    უსჯულოებისა და ესრეთ პატიოსნისა \საუ\ნჯითა განშუენებული და საღმრთოთა
Line of edition: 20    
კრებულითა აღსავსე იგი საყოფი ნათლისმცემლისა, და ჭეშემარიტი თჳთ თავადისა
Line of edition: 21    
საყოფი, ვითარ სიტყუა ცხად ყოფს. ესე რა სიდიდე უდაბნოსა ოპიზისა და შემკობა
Line of edition: 22    
მისი პატიოსნითა ხატითა, და კანდელთა მიერ აღსავსეობა, ინება წარმოღება მისი,
Line of edition: 23    
და წარმოავლინა ვითარ ათასი მჴედარი, რათა მოაოჴრონ. ხოლო წარვიდეს მთისა
Line of edition: 24    
გზასა, რომელი მივალს კარჩხალთა კერძო. გარნა არა დაიდუმა მსჯავრმან ზენამან,
Line of edition: 25    
რამეთუ ეგოდენი წმიდანი მამანი, რომელ მას ჟამსა ბრწყინვიდეს ოპიზას, სასწაულთა
Line of edition: 26    
ნიშთა მიერ გაბრწყინვებულნი და მინდობილნი წინამორბედისა იოანესნი წარმართთა
Line of edition: 27    
მიერ მოწყუედილნი, და ჴორჴი იგი, დაუდუმებელი ღმრთისა ქადაგი, არა უპატიო ყო



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.