ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 262

Page of edition: 262  Line of edition: 1    თეგუდარს წინა და განუჩინის ყოველივე წესი და რიგი მისი, და ესრეთ იყოფოდა
Line of edition: 2    
წინაშე მისსა.

Line of edition: 3    
და ვითარ შეიქცა სირმინ გამარჯუებული ყაენს აბაღას წინაშე, მაშინ მოვიდა
Line of edition: 4    
კაცი გზათა მცველთა ხუარასნით, ვითარმედ: "შეიძრა ულუსი დიდი თურანისა, და
Line of edition: 5    
ყაენი დიდი ბარახა გამოვიდა ჯეონსა, უამრავითა ლაშქრითა". რამეთუ ბარახა
Line of edition: 6    პაემანსა გამოსულ იყო, და თეგუდარის გარდახუეწა აუწყეს. ვითარცა ესმა აბაღას,
Line of edition: 7    განკჳრდა, მოუწოდა ყრმათა მისთა და ყოველთა ქართველთა. მაშინ მეფე დავით შვილის
Line of edition: 8    
სიკუდილითა \ დაუძლურდა, არამედ ეგრეთვე წარვიდა ყოვლითა ძალითა მისითა.

Line of edition: 9    
\ წარვიდეს ხუარასნით კერძო და მივიდეს ჰერს, და მიერ მინდორსა ამოსისასა, და
Line of edition: 10    
და ეახლნეს ურთიერთას. წარავლინნეს მეფე და სპანი მისნი წინათ, რათა დაიცვნენ
Line of edition: 11    
ლაშქარნი მისნი დასხმისაგან ბარახასა, და ულუსი და სპა მისი განიცადოს. და სხუანიცა
Line of edition: 12    
ნოინნი წარგზავნნა წინა წარსლვად, ვითარ ოთხსა გინა ხუთსა მილიონსა. ამცნო,
Line of edition: 13    
რათა იხილონ სპა ბარახასი, რომელი მათვე შემოეყენა, და გარე-უკუნიქცეს. ამათ
Line of edition: 14    
წინა შორს მდგომთა ყარაულად უწოდიან ენითა მათითა.

Line of edition: 15    
და წარვიდა მეფე და ყარაულნი თათართანი აბაღასნი და ვითარ ვლეს ორი
Line of edition: 16    
დღე, დადგეს ადგილსა ერთსა. მიმწუხრი და ცისკარი რა მოეახლა, იხილეს მტუერი
Line of edition: 17    
დიდი, ამოსის მინდორსა ამაღლებული, ვითარ ღრუბელი. ცნეს, ვითარმედ ბარახასი
Line of edition: 18    და სპისა მისისა არსო. აეკაზმნეს მეფე და სიქადურ, და ენება სიქადურს გარე-უკუნქცევად
Line of edition: 19    
შიშისაებრ აბაღასა, და რქუა მეფესა: "ჩუენ ყარაულნი ვართ, და ლაშქართაგან
Line of edition: 20    
მცირედნი, და აჰა განგჳცდიან ლაშქარნი, და წარვიდეთ ყაენს წინაშე, და ვაცნობოთ
Line of edition: 21    
მოსლვა მისი". ხოლო მეფემან თქუა: "არა არს წესი ჩუენ ქართველთა, უკეთუ ვიხილოთ
Line of edition: 22    
მტერი ჩუენ კერძო მომავალი, შეუბმელად ზურგი შემოვაქციოთ, დაღათუ იყოს
Line of edition: 23    
სიკუდილი". ვითარცა ესმა თათართა, განკჳრდეს და განწყრეს, და ზედა მოუჴდეს
Line of edition: 24    
მეფესა და ეტყოდეს: "არა იცი რასა იქმ, არა გაქუს ბრძანება აბაღ\ასი უმისოდ შებმა
Line of edition: 25    
დიდისა ყაენისა; თქუენ ქართველნი უცნობონი ხართ და არა იცით საქმე". და მრავალსა
Line of edition: 26    
ევედრებოდეს მეფესა და ყოველთა სპათა მისთა, და ბოროტის ყოფასაცა აქადებდეს



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.