ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 263

Page of edition: 263  Line of edition: 1    აბაღას მიერ, გარნა ვერ არწმუნეს უკუნქცევა. მაშინ წარავლინეს მსწრაფლ
Line of edition: 2    
კაცი ყაენს წინაშე და აცნობეს: "აჰა მოვიდა ბარახა დიდითა ლაშქრითა, და ჩუენ
Line of edition: 3    
ვხედავთ მტუერსა დიდსა ამოსისა მინდორსა, სრულიად მტუერითა დაბნელებულსა,
Line of edition: 4    
და ჩუენ, ბრძანებისაებრ თქვენისა, გუნებავს გარე შექცევა და წინაშე შენსა \ მოსლვა,
Line of edition: 5    
გარნა ქართველნი, უცნობო-ქმნილნი, არა მოვლენ ჩუენ თანა. ამას იტყჳან, ვითარმედ
Line of edition: 6    
არა გუაქუს ჩუეულება, რათამცა მტერი თუალითა ვნახოთ და გარე შევიქცეთო.

Line of edition: 7    
აწ არა თუ შენ ყაენი მოხვალ და შენ განაგებ, ჩუენ განგჳწირავს თავნი ჩუენნი
Line of edition: 8    
სიკუდილად. და ისწრაფე შეწევნად ჩუენდა".

Line of edition: 9    
ვითარ მოიწია მოციქული და ესმა მოსლვა ბარახასი და ყარაულთაგან არა მორიდება,
Line of edition: 10    
განკჳრდა, და მსწრაფლ ამჴედრდა სპითა მისითა, და წარისწრაფა და მიესწრა
Line of edition: 11    
რაზმწყობილთა, და მოიყვანა მეფე და რქუა: "ვიცი სიმჴნე თქუენი ბრძოლათა შინა.

Line of edition: 12    
თქუენ ქართველნი ურჩნი ხართ და შმაგნი. უკეთუმცა ნოინს რომელსამცა ექმნა,
Line of edition: 13    
მო-მცა-ვკალ; ამისთჳს არა ბრალეულ \ გყო, რამეთუ უმეცარნი ხართ წესისა ჩუენისანი.

Line of edition: 14    
აწ დადეგ წინათ ლაშქრითა შენითა".

Line of edition: 15    
ხოლო მეფე გარდაჴდა ცხენისაგან თაყუანის-ცა ყაენსა და რქუა: "დიდო ყაენო,
Line of edition: 16    
არა არს ჩუეულება ქართველისა, რათა მტერი იხილოს და ზურგი შემოაქციოს. აწე
Line of edition: 17    
ბედნიერმან თუალმან ყაენისამან გჳხილოს, თუ ვითარ დავდვათ თავი ჩუენი სიკუდილად".

Line of edition: 18    
და წარვიდა მეფე, და დაეწესა წინა-კერძო, ხოლო დიდი იგი და მჴნე აბათა
Line of edition: 19    ნოინი, რომელი იყო მჴედართ-მთავარი, რომელ არს ამირსპასალარი, მარცხენასა
Line of edition: 20    
მჴარსა, სირმონცა დიდი იგი მარცხენითვე, სიგადურ, ტონღა ბუღა, ჯინილის,
Line of edition: 21    არღუნ აღას და იას ბუღა მარჯუენით, და სხუანი ნოინნი განაყენნეს მარჯუენით და
Line of edition: 22    
მარცხენით. ეგრეთვე რაზმ-წყობილი ბარახა მოიწია.

Line of edition: 23    
მაშინ გამოჩნდა კაცი ერთი, სახელით ალიყან, ასისა კაცისა თავადი და არა
Line of edition: 24    
საჩინოსა გუარისა, არამედ ტანითა დიდი და ახოვანი, ძლიერი ძალითა და უშიში



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.