ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 268

Page of edition: 268  Line of edition: 1    აღსრულდა, ცოლისა მისისა ესუქნის მიერ მიცემითა წამლისათა. ვითარ სიტყჳსმოქმედი
Line of edition: 2    
იტყჳს მაკედონელისა მის დიდისა მიდოსით თავ-მტკივნეულობად მყოფისა
Line of edition: 3    
და იჭჳსა წამლისასა მიდოს[ის] და ანტიპატროს მიერ მიცემისა ეგრეთვე დავითისა
Line of edition: 4    თქულ არს ესუქნის მიერ, შურისათჳს ბასილი უჯარმელისა, რომელი მოაკუდინა
Line of edition: 5    
მეფემან, უწესოებისათჳს; რამეთუ თანა ეყო ბასილი ესუქნის, და არა რიდა საწოლსა
Line of edition: 6    
პატიოსანსა მეფისასა, და ჩოჴანიცა აღიჴადა, და მთავრობა მიიტაცა, ამის უწესოებისათჳს
Line of edition: 7    
მოიკლა ბასილი. ვინათგან მოიწია უნუგეშინისცემო ყოველთა
Line of edition: 8    
მკჳდრთა საქართველოსათა, რამეთუ მიიცვალა მწუხარება მეფე დავით, იგლოვეს წესისაებრ,
Line of edition: 9    
და მრავალი ნიჭი გასცეს ეკლესიათა საყდართა და გლახაკთა საჴსენებლად მისა.

Line of edition: 10    
გარნა მწუხარე იყვნეს ქართველნი, რამეთუ მეფე დიმიტრი მცირე იყო, და არა ძალედვა
Line of edition: 11    
მეფობა. ამისთჳს უმრავლესნი წარვიდეს და მსახურებდეს ყაენსა, რამეთუ ვერცა
Line of edition: 12    
დავით მეფემან სწუართნა ერისთავნი, შიშისათჳს ყაენისა.

Line of edition: 13    
მაშინ ზემოჴსენებულნი ღალღურ და რაჭის ერისთავი კახაბერი შეიზრახნეს
Line of edition: 14    
ურთიერთას, რათა განუდგენ მეფესა დავითს, რუსუდანის ძესა და წარვიდეს ყაენს
Line of edition: 15    
აბაღას წინაშე, და ეზრახნეს ალიყანს ბადურს, რომელი დგის მთათა ჯავახეთისათა,
Line of edition: 16    და მან აცნობა ყაენსა. ხოლო მან ნიჭნი დიდნი აღუთქუნა, და წარვიდა ღალღურ,
Line of edition: 17    და კახაბერის-ძე კახაბერი, რომელი იყო თესლით ბოროტი, ვითარ გუაწყებს წიგნი
Line of edition: 18    
მეფეთა ბაღუშისთა და ნათესავთა მისთა. რამეთუ მოიწივნეს ყაენს წინაშე, შეიწყნარნა,
Line of edition: 19    
და მოუწოდა სირმონ ნოინსა და რქუა: "მეფე დავით ესეოდენთა განდგომილებათა
Line of edition: 20    
იქმს, რამეთუ მისსა არა კმა იყოფს, და ყოველთა განდგომილთა ჩუენთა თანა შეეწევის,
Line of edition: 21    
ვითარ თეგუდარს, და აწ ღალღურს. ხოლო მე ნიჭნი დიდნი და პატივნი წინა
Line of edition: 22    
უყვენ თეგუდარისთჳს და კუალად ღალღურ შეიწყნარა; აწ მნებავს, რათა შური ვიგოთ



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.