ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 270

Page of edition: 270  Line of edition: 1    დაუურვეს მეფობა. და ვითარ იხილა ყაენმან დიმიტრი, შეიწყალა და შეიყუარა, რამეთუ
Line of edition: 2    
იყო ქმნულ-კეთილი და შუენიერი ხილვად, და მოსცა ყოველი სამეფო თჳნიერ სარგის
Line of edition: 3    ჯაყელისა, და წარმოატანა თანა სადუნი, რომელსა უბოძა მეფემან დიმიტრი
Line of edition: 4    ათაბაგობა. და მოვიდა ტფილისს, და დასუეს ტახტსა მამათა მათთასა, დააღასრულეს.

Line of edition: 5    
წესი კურთხევისა კათალიკოსმან და ეპისკოპოსთა და ყოველთა მთავართა საქართველოსათა
Line of edition: 6    ჰერეთით, კახეთით, სომხითით, ქართლით, ჯავახეთით, და ტაოთ რომელნი
Line of edition: 7    
შეკრებილ იყვნეს. და იყო მადლობა ღმრთისა და სიხარული დიდი, განცემა გლახაკთა
Line of edition: 8    
და ობოლთა და დავრდომილთა ზედა, რათა წარემართოს მეფობა დიმიტრისი,
Line of edition: 9    და კეთილად განგება საქართველოსა.



Line of edition: 10    მესამეოცდასამე მეფე ქართლისა დიმიტრი ძე დავით მეფისა, ბაგრატოანი,


Line of edition: 11    მათ ჟამთა იწყო ყაენმან აბაღა ბრძოლად მეგჳპტელთა მთავარსა და სულტანსა
Line of edition: 12    
მისრეთისასა ფუნკუყადარს და წარავლინა სპა ძლიერი და მათ თანა სპა ქართველთა,
Line of edition: 13    და აჩინა მჴედართ-მთავრად თონდა ვინმე, ნათესავით სალდუხი ბადურთა, მთავარი
Line of edition: 14    
გართათ, და წარგზავნეს გზასა საბერძნეთით მიმავალსა შამად. და მიუმცნო სულტანსა
Line of edition: 15    
საბერძნეთისასა, სახელით თარმანს, რამეთუ უწინარეს ამის ჟამისა აღსრულებულ იყო
Line of edition: 16    
სულტანი დიდი სალჩუქიანი ყიასდინ, და მონასა მისცა ფარმანს მიეტაცა სულტნობა,
Line of edition: 17    
და ცოლიცა მისი, ასული რუსუდანისი, გურჯი-ხათუნ, მიეყვანა ცოლად, და მას აქუნდა
Line of edition: 18    
პონტო, ასია და კაბადუკია, ამას მიუმცნო ყაენმან, რათა თანა შეეწიოს სპათა მისთა.

Line of edition: 19    
და წარვიდეს სპანი აბაღასნი, და მივიდეს ფარმანს თანა, და დაიბანაკეს ევხაიტს
Line of edition: 20    რომელ არს ასურასტანი, და ვითარცა ესმა სულტანსა ფუნდუყადარს მისლვა თათართა,
Line of edition: 21    მოუჴდა სპითა ეგჳპტისათა და ზედა დაესხა ჟამსა განთიადისასა, და იქმნა ძლიერი
Line of edition: 22    
ბრძოლა, სადა-იგი მჴნედ ბრძოლა უყვეს ქართველთა, რომელ თათარნი განკჳრდეს.




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.