ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 274

Page of edition: 274  Line of edition: 1    და კაცთ-მოყუარებითა, და ყაენი უმეტეს უმატებდა პატივსა მისსა. დაღათუ
Line of edition: 2    
ჯერეთ ყრმა იყო, არამედ ინებეს და წარავლინეს კაცი პონტოდ მეფისა ბერძენთასა
Line of edition: 3    კომნიანოსისა, რომელი იყო ნათესავად დიდისა კოსტანტინესა, და მოიყვანეს ასული
Line of edition: 4    
კომნიანოსისა, მეფისა ტრაპიზონელისა, დიდებითა და საჭურჭლითა დიდითა, და ქმნეს
Line of edition: 5    
ქორწილი სამეფოსა წესისაებრ. და შემდგომად მცირედისა ჟამისა მუცლად იღო
Line of edition: 6    
დედოფალმან და შვა ძე, და უწოდეს სახელად დავით, რომელი უკანასკნელ მეფე
Line of edition: 7    
იქმნა ქართლს.

Line of edition: 8    ამათ ჟამთა კუალად მოვიდა იგივე არღუნ, რომელსა აღერიცხვნეს ყოველნი
Line of edition: 9    
საბრძანებელნი ყოველთა ყაენთანი, რათა აღთუალოს ქუეყანა და ცნას ვითარნი
Line of edition: 10    
ქუეყანა აღშენდა, გინა აოჴრდა. აღთუალა ახლად და ცნა, რამეთუ უმრავლესი მოოჴრებულ
Line of edition: 11    
იყო, და უმეტეს ჰერეთი და კახეთი, რამეთუ კამბეჩის ვაკენი მოოჴრებულ იყო
Line of edition: 12    
გამოსლვასა მას თათართასა, ოდეს გამოვიდა ყაენი დიდი ბერქა. მაშინ ტფილისს
Line of edition: 13    ყოფასა არღუნ ოირიდისასა ეზრახა მეფესა \ და სთხოვა თამარ, რომელი-იგი მხოლო
Line of edition: 14    
ესუა, და რქუა, ვითარმედ: "კეთილად მოჴსენებულმან მეფემან მამამან შენმან მომცა
Line of edition: 15    
ასული მისი, დაჲ შენი სძლად ჩემდა, და ცოლად შვილისა ჩემისა, გარნა იგი ვერ
Line of edition: 16    
ესწრა; აწ ვითხოვ, რათა არა უღირს იჩინო ვედრება ჩემი და მომცე დაჲ შენი შვილისათჳს
Line of edition: 17    
ჩემისა".

Line of edition: 18    
ვითარ ესმა მეფესა, დაუმძიმდა და დიდსა ჭმუნვასა შთავარდა, და სულითა ტკივნეულითა
Line of edition: 19    
ეძიებდა ღონესა, რამეთუ სძაგდა წარმართისა ქორწინებად დაჲ მისი ქრისტეს
Line of edition: 20    აღმსარებელი, გარნა არა იყო ღონე, რამეთუ მამასა მისსა მისცა. და მისცეს ცოლად
Line of edition: 21    
შვილსა არღუნისსა, და აღასრულეს წესი ქორწილისა. და წარვიდა არღუნ ურდოსა,
Line of edition: 22    
ხოლო შვილი მისი დაუტევა მეფისა თანა. მათ ჟამთა კუალად მიუდგა დედოფალი და
Line of edition: 23    
შვა ყრმა, და უწოდეს სახელი ვახტანგ.




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.