ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 275

Page of edition: 275  Line of edition: 1    და კუალად ამათ ჟამთა დამშჳდნა ქუეყანა ლიხთ-იმერი, და მოიწყო მეფემან
Line of edition: 2    
დავით, რომელი იყო \ კაცი პირველ კეთილი და გონიერი, უხჳ, მდაბალი და პურად
Line of edition: 3    
უმჯობეს უწინარესთა მეფეთა, და იყო მრავალსა მშჳდობასა შინა.

Line of edition: 4    
ხოლო რაჭის ერისთავი კახაბერი იყო ქართლს, და აქუნდა ქუეყანა ატენისა, და
Line of edition: 5    
არა პატივი ეპყრა არცა ყაენისა და არცა დიმიტრი მეფისაგან, ორგულობისათჳს
Line of edition: 6    
მეფეთასა. ამისთჳს შეიწრებული ევედრა მეფესა, რათა შეიწყალოს და უბოძოს მამული
Line of edition: 7    
ისი. ხოლო ტკბილმან და მოწყალემან მეფემან შეიწყალა და შეუნდო ფიცითა მტკიცითა,
Line of edition: 8    
\ რათა არა აბრალოს პირველი შეცოდება და ეგოს ერთგულებასა ზედა მისსა,
Line of edition: 9    
და მიუბოძა მამული მისი ყოველი, და კუალად აგო მამულსა მისსა რაჭას ხოლო
Line of edition: 10    
ვითარ დაყო მცირედი ჟამი, იწყო მათვე მამურ-პაპურთა კუალთა სლვად, და ვითარ
Line of edition: 11    
ღორი ისწრაფდა მწჳრეთა მიმართ, და ვითარ იქედნე გესლისა დათხევად, რამეთუ
Line of edition: 12    
გუარისაგან მოაქუნდა ორგულობა; და დამვიწყებელმან ფიცთა საშინელთამან, იწყო
Line of edition: 13    
ღალატად მეფეთა და წარავლინა კაცი და წიგნი ალიყანს თანა ათასისთავსა,
Line of edition: 14    
რომელი იდგის მთათა ჯავახეთისათა და კოლისათა, რათა პირველისაებრ დაესხას
Line of edition: 15    
მეფესა, და ადვილად ჴელთ იგდოს მეფე. გარნა უქმ ყო ღმერთმან ზრახვა მისი,
Line of edition: 16    
ვითარ აქიტობელის დავითის მიმართ, და საცნაურ იქმნა წიგნი. ამისთჳს მიეგო
Line of edition: 17    
საგებელი ბოროტი, და სიცრუე მისი თხემსა მისსა ზედა დაუჴდა. შეიპყრა მეფემან
Line of edition: 18    
და პირველ თუალი დასწუა, და მერმე ერთი ჴელი \ და ერთი ფერჴი მოჰკუეთა, და
Line of edition: 19    
ორნი შვილნი მისნი მისცნა ექსორიობად, კოსტანტინეპოლისს წარგზავნა, რამეთუ
Line of edition: 20    
დედოფალი ცოლი მისი, ასული იყო დიდისა პალიალოღოს მეფისა. ხოლო კახაბერი,
Line of edition: 21    მცირე ცხოვრებული, განვიდა და მოკუდა, და მოისპო ყოველი ნათესავი მისი, ბაღუაშთა
Line of edition: 22    კახაბერის-ძეთა, არა დაშთა, და აღიჴოცა ნათესავი მისი და საჴსენებელი მათი.




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.