ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 276

Page of edition: 276  Line of edition: 1    ამასვე ჟამსა ინება ყაენმან ამჴედრება ქუეყანასა ზედა გილანისასა, რამეთუ იგი
Line of edition: 2    
ოდენ დაშთომილ იყო ჴელთ-უგდებელად, და არა მორჩილობდეს, და არცა ხარაჯასა
Line of edition: 3    
მოსცემდეს; წარავლინა სპა თათართა და ქართველთა, და მეფე არა წარგზავნა, და
Line of edition: 4    
აჩინა სპათა უხუცესად სირმონ ბადური. წარვიდეს და შევიდეს გილანსა, და შეკრბეს
Line of edition: 5    
გილანელნი, და წინადაუდგეს სიმაგრეთა შინა. ხოლო ქუეყანა მათი განმაგრებულ
Line of edition: 6    
არს ერთ-კერძო კლდითა და ტყითა, და გზანი იწრონი, და ერთ-კერძო ზღჳთა. ამათ
Line of edition: 7    
სიმაგრეთა მინა წინა-განეწყუნეს და იქმნა ბრძოლა ძლიერი, გილანელთა დაასხეს
Line of edition: 8    
ისარი ვითა წჳმა. გარდაჴდა სირმონ ცხენისაგან და დაჯდა, და ზურგი შეაქცია
Line of edition: 9    
მბრძოლთა მისთა, და ყოველნი სპანი მისნი დაქუეითდეს. და ვითარ შემცირდა ისარი,
Line of edition: 10    
ახლტა სირმონ და მიეტევა ვითა ვეფხი, და მის თანა ქართველნი მიეტევნეს მჴნედ და
Line of edition: 11    
აოტნეს გილანელნი, და ორნი თითნი მარჯუენისა ჴელისანი დასჭრნეს სირმონს, და
Line of edition: 12    
დარჩეს სპანი თათართანი და ქართველთანი უვნებელად. და ვითარ იხილნეს სიმაგრენი
Line of edition: 13    
ქუეყანისანი რომელ უბრძოლველ იყო და არა ეგებოდა დაპყრობად, წარვიდეს
Line of edition: 14    
ყაენს აბაღას წინაშე.

Line of edition: 15    
\ ესრეთ დამშჳდნა ქუეყანა და ყოვლით კერძო იწყო მშჳდობა. მოჰხედნა ღმერთმან
Line of edition: 16    
წყალობით მოსავთა მისთა, დაიყო უხუება პურისა და ღჳნისა, და მეფე დიმიტრი
Line of edition: 17    განაგებდა სამ\ეფოთა საქმეთა.

Line of edition: 18    
ვითარ მოიცალეს მცირედ პირთაგან და განისუენებდეს, და მიდრკეს გზისაგან
Line of edition: 19    
საღმრთოსა, იწყეს განდგომად, რამეთუ მეფემან მოიყვანნა სამნი ცოლნი, ეგრეთვე
Line of edition: 20    
სადუნმან მოიყვანა სამი ცოლი, და მთავართა იწყეს ჴელის შეხებად საყდართა და
Line of edition: 21    
მონასტერთა, და იწყეს მიტაცებად სოთელთა და აგარაკთა, უმეტეს მესხთა საყდარსა
Line of edition: 22    
ზედა დიდებულსა აწყუერისასა. დაღათუ ამათ უწესოებათა დიდად ამხილებდა ნიკოლოზ



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.