ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 282

Page of edition: 282  Line of edition: 1    ძმანი, აბულეთის ძენი, სადუნისგან ლტოლვილნი, და ყონღარდას თანა მოაკუდინა
Line of edition: 2    
ხუტლუბუღა, ძემან სადუნისმან.

Line of edition: 3    აქამომდე \ მეფე დიმიტრი, კეთილად მმართებელი, სკიპტრათა სამეფოთა შემკობილი,
Line of edition: 4    
და მოწყალებისა და მოსამართლეობისა, მონაზონთა და ეკლესიათა, ყოველთა
Line of edition: 5    
წესთა საღმრთოთა და კაცობრივთა კეთილად ზედამიწევნით მმართებელი, სისრულისაგან
Line of edition: 6    
მცირედ მიდრკა, და აღერია წარმართთა. და ისწავნა საქმენი მათნი, უძღებებისა
Line of edition: 7    
და სიძვისა, გულის-სიტყჳსა უკანა შედგომილმან მოიყვანნა ცოლნი სამნი, ერთი ბექას
Line of edition: 8    ასული, და სხუა რომელი დედათა შეაცთუნეს სოლომონისებრ, და ურიცხუთა კეთილთა
Line of edition: 9    
მიერ აღვსებული მცირედ სიბოროტედ მიდრკა, რომლისათჳსცა ნიკოლოზ კათალიკოსი
Line of edition: 10    
განრისხებული უთქმიდავე და ამხილებდა მრავლად, და ვერ არწმუნა. ამისთჳს
Line of edition: 11    
დაუტევა კათალიკოსობა, და ჴელითა თჳსითა აკურთხა ჯუარისმტჳრთველი მეფისა
Line of edition: 12    
აბრაჰამ \ კათალიკოსად და თჳთ წარვიდა მამულად თჳსად, მოხუცებული, და მუნ
Line of edition: 13    
იყოფოდა, მრავლითა მოღუაწებითა, მარხვითა, მღჳძარებითა და გლახაკთ მოწყალებითა,
Line of edition: 14    
და სავსე სათნოებათა ტჳრთითა უფლისა მიმართ მიიცვალა.

Line of edition: 15    
მათ ჟამთა მოიწია მთაწმიდით ბასილი მონაზონი, ბიძა ევფემიოს კათალიკოსისა,
Line of edition: 16    
საღმრთოთა წესითა აღსავსე და წინასწარცნობისა მადლითა განბრწყინვებული;
Line of edition: 17    
მოიწია წინაშე დიმიტრი მეფისა, გამოცხადებითა ყოვლად-წმიდისა ღვთისმშობელისათა,
Line of edition: 18    
და ვითარცა მოციქული ძლიერად ამხილებდა და წინააღუდგებოდა მეფესა
Line of edition: 19    
უწესოსა მის\თჳს ქორწინებისა, და ასწავებდა სიწმიდესა, და მოჴსენებდა ტაძრისა ღმრთისა
Line of edition: 20    
ყოფასა ჩუენსა, და სხეულთა განუხრწნელობისათა, ხოლო ტაძრისა ღმრთისა
Line of edition: 21    
განუხრწნელისა სიძვათა შინა სასუფეველისა ღმრთისა დამკჳდრებასა და უპოვართა
Line of edition: 22    
მათ უსასყიდლო მარგალიტთა მოპოებასა ლოცვასა, მარხვასა, გლახაკთ მოწყალებასა,



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.