ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 283

Page of edition: 283  Line of edition: 1    და ლმობიერებასა და უხუებასა, მდინარეთა თანა მწჳრიანთა და უყიანთა ლიამპალთა
Line of edition: 2    
არა თანაშერთვად ყოფასა. ამას ესევითართა სწავლათა ეტყოდა: "უკეთუ დაუტევნეს
Line of edition: 3    
უწესონი ქორწინებანი, მე თავს-მდებ გექმნე, რათა კეთილად წარგემართოს მეფობა
Line of edition: 4    
შენი". და მთავართაცა ამხილებდა უწესოებათა, და უმრავლესთა დაფარულნი გულის-სიტყუანი
Line of edition: 5    
მიუთხრნის. ესევითარითა სათნოებითა განბრწყინვებულ იყო სანატრელი
Line of edition: 6    
იგი მონაზონი, და ვითარ ვერა რაც არწმუნა მეფესა და შეურაცხ-ყო სიტყუა მისი,
Line of edition: 7    
კუალად წარმოუდგა მეფესა და მთავართა მისთა: "უკეთუ მე ჩემებით რასმე \ ვიტყჳ,
Line of edition: 8    
ვითარცა ცრუ წინასწარმეტყუელი, შემაცთუნებელი კაცისა ღმრთისა, რომელი მიივლინა
Line of edition: 9    
რობოამისსა, ძისა ნაბოტიანისსა, და არა ყოვლად-წმიდისა ღმრთისმშობელისა
Line of edition: 10    
მიერ წარმოვლინებულ ვარ, ვითარ ცრუდ სჯულისა გარდამავალი შეურაცხეთ. და
Line of edition: 11    
უკეთუ ყოვლად-წმიდისა ღმრთისმშობელისა მიერ მოვლინებულ ვარ სწავლად შენდა,
Line of edition: 12    
არა ცუდ იქენენ პირველნი საქმენი შენნი, ლოცვა და ცრემლნი შენნი. და უკეთუ
Line of edition: 13    
არა განეყენო უწესოთა ქორწილ-შეყოფათა, \ და შეურაცხ-ყვენ სიტყუანი ჩემნი, ბოროტად
Line of edition: 14    
და უპატიოდ მოიკლა მძლავრთა მიერ, და ოჴერ იქმნე სამეფოსაგან შენისა, და
Line of edition: 15    
შვილნი შენნი მიმოდაიბნიენ, და სხუამან დაიპყრას მეფობა შენი, და იავარ-ყონ
Line of edition: 16    
სიმდიდრე შენი. და აჰა ესერა შენ და მთავართა გეტყჳ, და ვესავ ყოვლად-წმიდასა
Line of edition: 17    
ღმრთისმშობელსა, რომელ სრულ იქმნეს და აღესრულოს სიტყუა ჩემი, უკეთუ ეგო
Line of edition: 18    
უწესოებასა მაგას. მე აჰა ესერა წარვალ". ხოლო მეფემან განკჳრვებულმან არა მიუგო
Line of edition: 19    
სიტყუა, რამეთუ იყო წმიდათა კაცთა პატივისმცემელი.

Line of edition: 20    
ხოლო ამათვე ჟამთა ბრწყინვიდა პიმენ სალოსი, რომელი გარესჯით წარმოვიდა
Line of edition: 21    
და დაემკჳდრა ბელაქანს, ქუაბსა რასმე, რომელმან ნათესავი ლეკთა წარმართობისაგან
Line of edition: 22    
მოაქცივნა, რომელნი ჰგიან სარწმუნოებასა ქრისტესა. ამას თანა ბრწყინვიდა
Line of edition: 23    
დიდიცა იგი მოღუაწე ანტონი ნაოჴრებელის-ძე, ნათესავით მესხი.

Line of edition: 24    ხოლო ჩუენ ზემოჴსენებულისა აჰმადა ყაენის მიმართ აღვიდეთ. ვინათგან მოაკუდინა



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.