ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 286

Page of edition: 286  Line of edition: 1    თანა\პირმშო დავით, ვახტანგ, ლაშა და მანოველ, და ასული რუსუდან. \ ხოლო თათრის
Line of edition: 2    
ასულსა თანა ძენი ორნი, ბადურ და იადგარ, ასული ჯიგდა. ხოლო ასულმან
Line of edition: 3    
ბექასამან ნათელ უშვა ძე მხოლო გიორგი, რომელი უკანასკნელ ძმათა მისთა მეფე
Line of edition: 4    
იქმნა. და განდიდნა უმეტეს შემდგომთა მეფეთა, რამეთუ მარტო იყო ძე დედისა,
Line of edition: 5    
მარტო შვა დედამან; ვითარცა მარგალიტისათჳს თქმულ არს მარტოება უმჯობესისათჳს,
Line of edition: 6    
ეგრეთვე გიორგი იპოვა უმჯობესი ყოველთა კაცთა მის ჟამისათა, არა ოდენ
Line of edition: 7    
ჴელეწიფეთა, არამედ ყოველთა კაცთა. ამან დიმიტრი მეფემან მოიგო სიმდიდრე დიდად
Line of edition: 8    
დიდი, სიმდიდრესავე ზედა რომელ დაშთომოდა მამისა \ მისისაგან, და მსახურებდა
Line of edition: 9    
ყაენსა არღუნს, რამეთუ თანაშეეწეოდა ნოინი დიდი ბუღა, რომელსა პატივად ჩინგიყაენობა
Line of edition: 10    
მისცა ყაენმან, რომელი ყოველთა პატივთა უმეტეს არს.

Line of edition: 11    
მაშინ განუდგეს ყაენს დარუბანდელნი და წარვიდა ყაენი დარუბანდს, მოუწოდა
Line of edition: 12    
მეფესა დიმიტრის, და წარყვა და შევიდეს დარუბანდს და ვერ წინააღუდგეს დარუბანდელნი,
Line of edition: 13    და ივლტოდეს სიმაგრესა ციხისასა, რომელსა ანიყად უწოდდეს, და გარე
Line of edition: 14    
მოადგეს, და ვერა ავნეს რა. მაშინ ყაენმან არღუნ უბრძანა მეფესა, რათა ებრძოლოს,
Line of edition: 15    
რამეთუ იყო ფრიად მაგარი. აღიჭურა მეფე, და სპა მისი, გარე-შეეხჳვნეს და შეუჴდეს
Line of edition: 16    
ცი\ხესა, რამეთუ ბეგას შვილი რატი უპირველეს ყოველთა გავიდა, და წარუღეს ციხე,
Line of edition: 17    
და თავადნი მათნი დაჴოცნეს, და წარმოიღეს ტყუ და განძი და დედაწული მათი
Line of edition: 18    
ურიცხჳ, და ციხე დაწუეს. ყოველსა ხედვიდა ყაენი. თჳთ მეფისა აქუნდა მტერობა,
Line of edition: 19    
სთხოვა ჯაჭჳ სახელოვანი და მსწრაფლ მიანიჭა მეფემან, და წარმოვიდეს შინა.

Line of edition: 20    
და ვითარცა გარდაჴდეს ჟამნი მრავალნი და რაჟამს წელიწდისა თავი მოიწია,
Line of edition: 21    
რომელსა ურდსინგად უწოდდეს, რომელ არს ენითა მათითა, რომელი იქმნების მარტსა
Line of edition: 22    
თხუთმეტსა, მიავლინა ყაენმან ნოინი, და დაესხნეს ბუღას და შეიპყრეს, და აღიღეს.




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.