ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 287

Page of edition: 287  Line of edition: 1    ყოველი სიმდიდრე მისი, და მოიყვანეს წინაშე ყაენისა, და მან მსწრაფლ ბრძანა განუკითხავად
Line of edition: 2    
მოკლვა მისი და ძისა მისისა. და მოაკუდინა ბუღა, \ და ყოველნი ნათე\სავნი
Line of edition: 3    
მისნი. წარავლინეს ყოველგან კაცი, საბერძნეთს, შამს და ხუარასანს, და მრავალნი
Line of edition: 4    
დიდნი ნოინნი მოსწყჳდნეს, და ესრეთ შეიქმნა კლვა და მოსრვა ნოინთა. და
Line of edition: 5    
წარმოავლინა ელჩი მეფისად მჴმობელმან ყაენმან, და აწჳა ურდოსა მეფე ხოლო
Line of edition: 6    
ვითარ ცნა სიკუდილი ბუღასი მეფემან, დაუმძიმდა დიდად. და მოაწოდა მეფემან კათალიკოსსა
Line of edition: 7    
აბრაჰამს და ეპისკოპოსთა, მონასტერთა და უდაბნოთა გარესჯისა მღდელმონაზონთა,
Line of edition: 8    
და ყოველთა მთავართა სამეფოსა მისისათა. შემოკრბეს მის წინაშე, დაჯდა
Line of edition: 9    
და ტახტსა ზედა დასხდეს ყოველნი დიდებულნი თჳს-თჳსად, და აღაღო მეფემან პირი
Line of edition: 10    
თჳსი და ბრძანა: "ისმინეთ ჩემი, ყოველთა კათალიკოსთა და ეპისკოპოსთა, და წარჩინებულთა
Line of edition: 11    
სამეფოსა ჩემისა\თა, ვითარმედ შეისუენა მამამან ჩემმან, დავშთი ყრმა
Line of edition: 12    
მცირე მძლავრებასა შინა თათართასა, და ღმერთმან ყოვლისა მპყრობელმან, და
Line of edition: 13    
უფალმან ჩუენმან იესო ქრისტემან, და ყოვლად წმიდამან ღმრთისმშობელმან, რომლისა
Line of edition: 14    
ნაწილადცა ვართ, და ჯუარმან პატიოსანმან, რომელი მოგუენიჭა ჩუენ მეფეთა, დამიცვა და
Line of edition: 15    
მიმაწია ასაკად სისრულისა, და მომმადლა მეფობა, სკიპტრა და პორფირი მეფობისა,
Line of edition: 16    
და თანადგომითა [თქუენითა] წარვმართე მეფობა, და აქამომდე მშჳდობით ჰგიეს სამეფო
Line of edition: 17    
ჩემი. აწ განრისხებულ არს ყაენი, და ყოველი მთავარი მისი მოუწყუედიან, და აწ მე
Line of edition: 18    
მიწოდს წინაშე მისსა. ვგონებ ბოროტის ყოფასა ჩემთჳს, თუ არა წარვიდე ურდოსა.

Line of edition: 19    
და წარვიდე მთიულეთს, სიმაგრეთა შინა, და დავიცვა თავი ჩემი, და აჰა ყოველი
Line of edition: 20    
სამეფო ჩემი წინაშე მათსა ძეს, იხილეთ რავდენი სული ქრისტიანე სიკუდილსა მიეცემის
Line of edition: 21    
და ტყუე იქმნების, და ეკლესიანი შეიგინებიან და მოოჴრდებიან, ხატნი და
Line of edition: 22    
ჯუარნი დაიმუსრვიან. და უკეთუ წარვიდე ყაენს წინაშე, დასტურობით უწყი მომკლავს.

Line of edition: 23    
და აწ სიბრძნითა თქუენითა განაგეთ საქმე ესე, რამეთუ მე ესრეთ ვგონებ: მრავალმღელვარე
Line of edition: 24    
არს საწუთო ესე, დაუდგრომელ და წარმავალ, დღენი ჩუენნი სიზმრებრ და
Line of edition: 25    
აჩრდილებრ წარვლენ, და უნებელ და მსწრაფლ თანა-გუაც წარსლვა სოფლისა ამისგან.

Line of edition: 26    
რა სარ\გებელ არს ცხოვრება ჩემი, უკეთუ ჩემთჳს მრავალი სული მოკუდეს
Line of edition: 27    
და მე ტჳრთ-მძიმე ცოდვითა განვიდე სოფლისა ამისგან. აწ მნებავს, რათა წარვიდე



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.