ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 288

Page of edition: 288  Line of edition: 1    ყაენს წინაშე, და იყოს ნება ღმრთისა: უკეთუ მე მომკლან, ვგონებ რომე ქუეყანა
Line of edition: 2    
უვნებელად დარჩეს".

Line of edition: 3    
ხოლო ვითარ ესმათ კათალიკოსთა და ეპისკოპოსთა, და მოძღუართა და მთავართა,
Line of edition: 4    
განკჳრდეს, თუ ვითარ დადვა მეფემან სული თჳსი ერისა მისისათჳს, და ესრეთ
Line of edition: 5    
პასუხი უგეს: "არა არს ნაცვალი შენი, მეფეო. გაშოროს ღმერთმან მოკლვა თათართაგან.

Line of edition: 6    მოოჴრდეს ქუეყანა და შვილნი შენნი მიმოდაიბნევიან. თუ ქუეყანაცა დაშთების,
Line of edition: 7    
რა არს ნაცვალი შენი? აწ გეზრახებით, რათა წარხვიდე სიმაგრეთა მთიულეთისათა,
Line of edition: 8    ანუ აფხაზთასა, ვითარ ქმნა მამამან შენმან, და არა საჭირო არს განწირვა თავისა
Line of edition: 9    
შენისა შე\ნგან. ჩუენ ყოველნი მტკიცედ ვჰგიეთ ერთგულებასა".

Line of edition: 10    
ვითარცა ესმა მეფესა, თქუა: "თქუენ ერთგულებისა და სიყუარულისა ჩემისათჳს
Line of edition: 11    
იტყვით, გარნა მეწყალვის უბრალო ერი, ვითარცა ცხოვარნი კლვად უღონო არიან,
Line of edition: 12    
და არა-სადა აქუნ ნუგეშინისცემა. მე დავსდებ სულსა ჩემსა ერისათჳს ჩემისა, და არ
Line of edition: 13    
დავიშლი ურდოს წასვლასა". მაშინ განკჳრვებულნი ყოველნი აღდგეს, და რქუა აბრაჰამ
Line of edition: 14    კათალიკოსმან: "არა არს საქმე, მეფეო, განწირვა სულისა შენისა, რამეთუ მრავალთა
Line of edition: 15    
მეფეთა მიურიდნია, და დაუცავს თავი თჳსი. აწ თუ შენ დასდებ სულსა შენსა ერისათჳს,
Line of edition: 16    
ჩუენ ყოველნი ეპისკოპოსნი ვიტჳრთავთ ცოდვათა შენთა, არამედ წინაშე ღმრთისა
Line of edition: 17    
ვწამებთ, რათა მოწამეთა თანა შერაცხილ იქმნე, ვითარცა უფალი სახარებასა შინა
Line of edition: 18    
ბრძანებს: "უფროს ამისსა სიყუარული არა არს, რათა დადვას კაცმან სული თჳსი
Line of edition: 19    
მოყუსისათჳს". და უკეთუ ერთისა მოყუსისა[თჳს] სულისა დადება კეთილ არს, რავდენ
Line of edition: 20    
ურიცხუთა სულთა ცხოვრება ეგოდენ სარგებელ არს".

Line of edition: 21    
ხოლო ვითარცა ესმნეს მეფესა კათალიკოსისაგან, განიხარა და დაასკუნა წარსლვა
Line of edition: 22    
ურდოსა, დიდითა დიდებითა და საჭურჭლითა, და თანა წარჰყვა \ კათალიკოსი
Line of edition: 23    
აბრაჰამ, და განუჩინა შვილთა საყოფელი. ყოველთა მთავართა, რომელნი არა თანა
Line of edition: 24    
წარჰყვნეს, შევედრნა შვილნი თჳსნი, და წარგზავნა რომელნიმე მთიულეთს, და
Line of edition: 25    
რომელნიმე კახეთს. ხოლო ყრმა მცირე გიორგი წარგზავნა ტაოს, იშხანის ციხესა,



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.