ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 289

Page of edition: 289  Line of edition: 1    \ ასპარაშენს, და თჳთ წარვიდა ურდოსა. და ვითარ მივიდა ქუეყანასა ხუაშაგისა ავაგის.

Line of edition: 2    ასულისა, მუნ დახუდა ძე მისი დავით, რომელი იგიცა წარიტანა ამისთჳს რომელ
Line of edition: 3    
უმჭუელ იქმნას ყაენი, და ჰგონოს ერთგულება მისი. ვითარ ვლეს მცირედ და მიეახლნეს
Line of edition: 4    
ურდოსა, ჰგონა ყაენმან მეფისა არა მისლვა, წარმოავლინა ნოინი ერთი,
Line of edition: 5    
სახელით სიუქოლ, ძე ზემოჴსენებულისა იასბუღასი, რათა მოიყვანოს მეფე. მგზავრ
Line of edition: 6    
მიმავალსა მეფესა წინა დაემთხჳა, რომელმან მყის აღიღო ყოველი ბარგი და სიმდიდრე
Line of edition: 7    
მისი, და მეფე პყრობილ ყო, და მიიყვანა ყაენს არღუნს წინაშე. ხოლო
Line of edition: 8    
მანცა პყრობილ ყო, და განიზრახვიდა ყაენი, უკეთუ ბოროტი უყოს მეფესა, არღარავინ
Line of edition: 9    
არს ღირსი მეფობისა, და თუ ბოროტი არა შეამთხჳოს, ვითარ განუტეოს მიმდგომი
Line of edition: 10    
და მზრახავი ბუღასი.

Line of edition: 11    ხოლო რქუა ხუტლუბუღა ყაენსა: "ნუ იურვი მაგას, რამეთუ მე მოვიყვანო
Line of edition: 12    
შვილი აფხაზთა მეფისა დავითის, სახელით ვახტანგ, და მას მიუბოძე მეფობა, რომელ
Line of edition: 13    
ორივე სამეფო ბრძანებასა შენსა მორჩილებდეს". სთნდა ყაენსა სიტყუა ესე, და
Line of edition: 14    
წარავლინა ხუტლუბუღა იმერეთს, დავით მეფის წინაშე, უქადა ძესა მისსა მეფობა,
Line of edition: 15    
და ასული მისი ოლჯათ ცოლად.

Line of edition: 16    
და ვითარ წარვიდა ხუტლუბუღა, ჰკითხეს მეფესა დიმიტრის, რათა აღწეროს
Line of edition: 17    
ყოველი სიმდიდრე მისი, საჭურჭლე. ზროხა და ცხოვარი, და ყოველი საქონელი მისი.

Line of edition: 18    
რამეთუ პყრობილ იყო თჳთ მეფე და მთავარნი \ მისნი, თჳნიერ აბარაჰამ კათალიკოსისაგან
Line of edition: 19    
კიდე. და არღარა იყო ღონე, აღწერა რაცა აქუნდა სიმდიდრე ფრიადი, წარმოგზავნეს
Line of edition: 20    
კაცნი და წარიღეს ყოველნი. \ არა-რა დაშთა, რამეთუ მოქალაქეთაცა უწყოდეს
Line of edition: 21    
საგანძურნი მეფისანი და შინაგამცემელ იქმნეს. ხოლო იტყჳან ამასცა: ხოჯა-აზიზის
Line of edition: 22    შვილი, რომლისა მამა მოეკლა მეფესა დავითს, ხუტლუბუღა და იგი, ორნივე
Line of edition: 23    
მტერობად შეითქუნეს მეფისა და მივიდა საჭურჭლე მეფისა ყაენს წინაშე, და განკჳრდა
Line of edition: 24    
სიმრავლისათჳს, და მცირედ დასცხრა გულისწყრომისაგან, და არღა ეგრე გონებდა



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.