ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 290

Page of edition: 290  Line of edition: 1    ბოროტის ყოფად. და ვითარ იხილეს ვაზირთა მეფისათა ფლობილად, რქუეს: "აჰა,
Line of edition: 2    
თავი შენი ჴელთა შინა შენთა არს, ღამით მოიდგინენ ცხენნი მორბედნი და წარვედ, და
Line of edition: 3    
განერე ჴელთაგან ამათთა, რამეთუ არა არს ნაცვალი სულისა შენისა". მაშინ რქუა
Line of edition: 4    
მეფემან: "ისმინეთ ჩემი, რამეთუ პირველვე უწყოდე სიკუდილი ჩემი, გარნა დავდევ
Line of edition: 5    
თავი ჩემი და სული ჩემი ერისათჳს ჩემისა. ხოლო აწ, თუ წარვიდე, უბრალო ერი
Line of edition: 6    
მოისრას, რა სარგებელ არს, უკეთუ ყოველი სოფელი შევიძინო და სული წავიწყმიდო".

Line of edition: 7    
არა ისმინა განზრახვა მთავართა მისთა.

Line of edition: 8    
და მოიწია ხუტლუბუღა ლიხთ-იმერით, და მოაჴსენა ყაენსა, ვითარმედ დავით
Line of edition: 9    მეფე წარმოვლენს ძესა თჳსსა მსახურებად შენდა და სპათა აფხაზთასა, რათა გმსახურებდენ
Line of edition: 10    
ხოლო ვითარ ცნა ყაენმან, კუალად \ დააპატიმრა მეფე დიმიტრი. და ვითარ
Line of edition: 11    
გარდაჴდა ორი დღე, კუალად შეიპყრეს მეფე და ძე მისი მცირე ყრმა დავით ცალკე,
Line of edition: 12    
და წარჰყვა თანა მღდელ-მონაზონი გაზრდილი მისი მოსე. და არგნითა სცეს მეფესა,
Line of edition: 13    
და ეგონა ყოველთა არღარა მოკლვა მეფისა, რამეთუ წესად აქუნდთ, რა არგნითა
Line of edition: 14    
სციან, არღა მოაკუდინიან. გარნა არა დამშჳდნა გულისწყრომა მისი. წარიყვანეს
Line of edition: 15    
სამსჯავროსა სახლსა, რომელსა დივანხანად უწოდდეს, და ჰკითხვიდეს, უკეთუ თანაეწამა
Line of edition: 16    
განზრახვასა ჩინქიშან-ბუღასსა, და ვერა ბრალი პოვეს. და წარვიდა ვინმე ნოინი
Line of edition: 17    
ყაენს წინაშე, რათა არა მოკუდინოს მეფე, და ვერ აღასრულა სათხოველი მისი. და
Line of edition: 18    
მოიწივნეს ათორმეტნი \ მჴედარნი ყაენისნი, რათა წარიყვანონ და სიკუდილსა მისცენ,
Line of edition: 19    
და ვითარ ცნა მეფემან სიკუდილი თავისა თჳსისა, მხიარულითა პირითა მოიკითხვიდა
Line of edition: 20    
მთავართა საქართველოსათა, რამეთუ ყოველნი მუნ მოსრულ იყვნეს ნუგეშინისცემად



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.