ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 291

Page of edition: 291  Line of edition: 1    მეფისა, და ხუტლუბუღაცა მდგომარე იყო. მუნ. რქუა მეფემან: "უკეთუ ძალ-გიძს,
Line of edition: 2    
ყაენს წინაშე შემეწიე სიკუდილსა ამას შინა. და თუ არა გნებავს, ძე ჩემი მცირე დავით
Line of edition: 3    იღუაწე, რათა არა მოიკლას გულისწყრომითა აღსავსისა ყაენისაგან". ხოლო მან და
Line of edition: 4    
ყოველთა მთავართა იწყეს ტირილად, და განვიდეს გარე. ილოცა და ეზიარა სისხლსა
Line of edition: 5    
და ჴორცსა მეუფისა ჩუენისა ქრისტეს ღმრთისასა. ეგრეთ აღსუეს ცხენსა და წარიყვანეს
Line of edition: 6    
ვითარ მილიონ ერთ. და ევ\ედრა მტარვალთა, რათა ილოცოს მცირედ. და ილოცვიდა
Line of edition: 7    
ცრემლთა მოდინებითა ქუეყანასა ზედა, და მერმე წარუპყრა ქედი. აჰა დღე
Line of edition: 8    
საშინელი და ზარის აღსაჴდელი, რომელი იკადრეს ბილწთა ცხებულსა ზედა ღმრთისასა.

Line of edition: 9    
და წარკუეთეს მეფეს დიმიტრის თავი.

Line of edition: 10    
ხოლო გამოჩნდა მასვე ჟამსა პატივი ღმრთისა მიერ ცხებულსა მისსა, რამეთუ
Line of edition: 11    
მზემან შარავანდედი თჳსი უჩინო ყო სრულიად, და იქმნა სიბნელე დიდი, და ყოველნი
Line of edition: 12    
წარმართნი განკჳრდეს იყო ჟამი მეათე და მწუხრამდე შეიმოსა ბნელი, ვითარ-იგი
Line of edition: 13    
ყოვლისა სოფლისა ცხოვრებისა ვნებასა მეუფისასა, ეგრეთვე ამის ნეტარისა და საქართველოსათჳს
Line of edition: 14    წამებულისა მეფისასა, რათა საცნაურ იქმნენ, რამეთუ პატიოსან არიან
Line of edition: 15    
ცხებულნი ღმრთისანი.

Line of edition: 16    
ხოლო იყო მესამე შაბათი წმიდათა მარხვათა, და მეათორმეტე თჳსა ებრაელთა
Line of edition: 17    მიერ ნისანად წოდებული, და ჩუენ მიერ მარტად. და აღასრულეს გულისწყრომა და არავე
Line of edition: 18    
დასცხრა გულისწყრომა მათი რამეთუ შეიპყრეს ყრმაცა დავით და ნოინსა ტაჩარს მიჰგუარეს,
Line of edition: 19    
რომელსა მჴედართ-მთავრობა აქუნდა. მას ღამესა მწუხარებასა გულისასა მოიცვეს
Line of edition: 20    
ყრმაცა დავით კარავსა შინა მოსიკუდიდ, გარნა ვერა იჴელთეს. და ვითარ განთენდა,
Line of edition: 21    
განიპარა მოსე მღდელი, რომელი არაოდეს განეშორებოდა დავითს, და შევიდა \ ტაჩარს
Line of edition: 22    წინაშე, და აუწყა მოკლვა დავითისი. ხოლო იგი აღდგა მსწრაფლ, და წარვიდა ყაენს
Line of edition: 23    
წინაშე და რქუა ყრმისა დავითის უბრალოება: "რად გიჴმს შეუცოდარისა ყრმისა მოკლვა,
Line of edition: 24    
მე მომ[მ]ადლე". ისმინა, და მოსცა, და წარიყვანა სახლსა თჳსსა, და შევედრა ხოჯასა
Line of edition: 25    
თჳსსა, რომელი უკანასკნელ საჰიბდივან იქმნა.




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.