TITUS
Visramiani
Part No. 40
Previous part

Chapter: 40  
Line of edition: 23  შაჰი მოაბადისაგან ვისის წურთნა და შეგონება და მცნება


Line of edition: 24       რომელსა ჟამსა ბეგო რამინს შეაგონებდა, მაშინვე მოაბადსაცა
Line of edition: 25    
მოსწადდა ვისის წურთა, ჰამოითა და ლბილითა სიტყუითა შეაგონებდა,
Line of edition: 26    
ეგრე უთხრა:

Line of edition: 27       
"ჰე კეკლუცთა პატრონო, ჩემო სულთა მომცემო! თუით იცი,
Line of edition: 28    
მე რაზომი ჭირი შენთუის მინახავს, შენითა მიჯნურობითა რა
Line of edition: 29    
დამმართებია და შენ რაზომჯერ გული გიტკივნებია. შენისა ავად
Line of edition: 30    
ქცევისაგან გამიგრძელდა ჭირი და გამჴადე საარაკოდ, არაა სიკეკლუცე,
Line of edition: 31    
რომელ შენ არა გაქუს და არაა დიდება, რომელ მე არა მაქუს.
Line of edition: 32    
ჩემი უფროსი ჴელმწიფე მიწასა ზედა არაა, მე მეფეთა მეფე ვიყო
Line of edition: 33    
და შენ -- კეკლუცთა დედოფალი, მოე, ვიყვნეთ ერთად. ნუ გიც
Line of edition: 34    
გული კიდის-კიდე. ვირე ვიყვნეთ, ერთმანეროისა მოყუარენი ვიყვნეთ,
Line of edition: 35    
ავიღოთ სიყუარულისა ნაწილი, შენ იყავ ქუეყანათა, ქალაქთა,
Line of edition: 36    
ლაშქართა, საჭურჭლეთა და დარბაზთა პატრონი; მე გარეთ
Page of edition: 179   Line of edition: 1    
მართ სახელი ოდენ მეყოფის მეფობისა, სხუად ყუელაისა საქმისა
Line of edition: 2    
მოქმედი შენ იყავ, რაცა გწადდეს, იქმოდი; სადაცა კეკლუცი ადგილი
Line of edition: 3    
იყოს, თამაშობდი, იხარებდი, გასცემდი და იურვოდი, რაცა
Line of edition: 4    
მე მაქუს, ყუელა შენია, თუით რომელ ასი ათასისაცა ეგზომისა
Line of edition: 5    
ღირსი ხარ, ჩემნი ვეზირნი შენნი იყვნენ, მწიგნობარნი შენნივე
Line of edition: 6    
იყვნენ, რაცა გწადიან, შენ უბრძანევდი და აქნევდი. შენ გშუენის
Line of edition: 7    
ჴელმწიფობა, დიდება და მე -- არა; ესრე შენი მიჯნური ვიყო და
Line of edition: 8    
მოყუარული, ნების მყოფელი და წადილთა შენთა მყოლი, სხუა
Line of edition: 9    
ქუეყანათა ზედა ესეთი ვინდა ეგების, რომელ არა შენი მონა იყოს
Line of edition: 10    
და ბრძანებისა მორჩილი? მოისმინე ჩემი შეგონება და ნუღარა ხარ
Line of edition: 11    
ესრე დაუკარავი, ვითა გუმბათსა ზედა ნიგოზი, მე შენთუის კარგი
Line of edition: 12    
მინდა და კარგსა გასწავლი ყუელასა. არ შენებრი გულმანკიანი ვარ,
Line of edition: 13    
რომელ გულსა სხუა გიცს და ენასა სხუასა ათქუმევ. ჩემი სული
Line of edition: 14    
სიმართლისა მოწადინეა და ენა -- მართლისა მთქუმელი, მიწყით გული
Line of edition: 15    
ჩემი სიყუარულისა მძეგნელია და ენა -- მშუიდობისა მთქუმელი.
Line of edition: 16    
ასრევე მართლად შენ იქცეოდი. ნუ ხარ ჩემთუის ორ-ენა და
Line of edition: 17    
გულღალატიანი, და თუ მოისმინო ესე სათქუმელი ჩემი, დააგდო
Line of edition: 18    
საძულველი ეგე ქცევა და ბუნება შენი და დამმორჩილდე, -- ესრე
Line of edition: 19    
გაჴდე სანატრელად, რომელ დიდნი ჴელმწიფენი დარბაზისა შენისა
Line of edition: 20    
საძირკუელსა ემთხუეოდენ შენისა ზარისაგან. და თუ ეგრევე
Line of edition: 21    
იქცეოდე, თუით მე ეგრე დაგემტერო, რომელ სხუანი უფრო შტერნი
Line of edition: 22    
არავინ ეგებოდენ. ნუ იქმ, მთუარეო, დამდევ პატივი. ეკრძალე
Line of edition: 23    
ჩემსა მტერობასა, რათგან პირუტყუთაგანცა საშიში ვარ, შენ ჩემი
Line of edition: 24    
სიყუარული გერჩიოს სიძულვილსა, შეირცხუინე საპატიოსა
Line of edition: 25    
შაჰროსაგან, მოიგონე უსწორო გუარი შენი, დაჰხედე შენისა ძმისა
Line of edition: 26    
სიკეთესა, რომელ მიწყით შენგან რცხუენილნი და პირშავნი არიან, შენ
Line of edition: 27    
თუმცა ღმრთისაგან და ანუ შაჰროს და ვიროსაგან გრცხუენოდა,
Line of edition: 28    
აგრემცა იქცეოდე, ვითა ჴამს და მემცა პატივსა მდებდი, მაგრა
Line of edition: 29    
რათგან ეგეთისა მშობლისაგან რიდი არა გაქუს, ვითა შაჰროა, და
Line of edition: 30    
ეგეთისა ძმისაგან კრძალი, ვითა ვიროა, მემცა რად გამახარენ? ანუ
Line of edition: 31    
ჩემსა შეგუილსა რად მოველი, თუ ცამდისცა გავიდეს ჩემი ზარი
Line of edition: 32    
და დიდება? მაგრა აწ მითხარ მართალი უტყუვრად, ღმრთისა
Line of edition: 33    
გაფიცებ, საჩემოდ რა გიცს გულსა: მოყურობა ანუ მტერობა? აღარ
Line of edition: 34    
შემიძლია ამა ყოფნასა შიგან სიცოცხლე, მოიწყინე შენცა ეგე შენი
Line of edition: 35    
ბუნება, ჩემგან ბოლოდ იცოდე შეგონება და თუმაგასავე შიგან
Line of edition: 36    
ხარ, შეგონებითაცა გამაძღარ ვარ. შენთა საქმეთაგან გამჟდავნებულა
Line of edition: 37    
ჩემი ხუაშიადი და ვეღარა ვსთმობ ამასა და ვეღარც გემუდარებიო".
Page of edition: 180   Line of edition: 1       
ვისის გული ღმრთისა განგებითა, ვითა ქვა, ცუილურად მოლბა.
Line of edition: 2    
ამა საუბარსა შიგან ზე ადგა და პასუხი ეგრე მოაჴსენა:

Line of edition: 3       
"ჰე მაღალო ჴელმწიფეო, სიმაღლითა ცამდი ხარ და სიმდაბლითა
Line of edition: 4    
-- მიწამდი; გული გიც უხუი და ჴელი შენი -- თუალისა პატიოსნისა
Line of edition: 5    
გამცემი და გონება -- სიფრთხილითა სხუათაგან მიუწდომელი,
Line of edition: 6    
ღმერთსა შენდა ესეთი საქმე მოუცემია, რომელ სხუათა
Line of edition: 7    
ჴელმწიფეთა არცა გონებად მოუვა, შენი ნაქმარი ყუელასა ზედა
Line of edition: 8    
მზისაებრ გამცდარია, ღმერ.თმან . თქუენთა წადილთაებრ გყოს და
Line of edition: 9    
თქუენი ბრძანება სრულ ქმნას, იცით თქუენცა, რომელ კაცსა ზედა
Line of edition: 10    
ეტლი წამსა და წამსა სხუა-კალიბად იქცევის და შობასავე თანა
Line of edition: 11    
დაებადების წინამდებარე, ჩუენ კაცნი ღმრთისა განგებისა და ეტლსა
Line of edition: 12    
ვერსადა გარდავეხუეწებით, ვერცა სადა დავემალვით ღმრთისავე
Line of edition: 13    
წადილისაგან კიდე, ყოველივე მისგან განაგებია, რაცა დაემართების
Line of edition: 14    
ვის სიკუდილისა დღემდი. რაცაღა ვარ, მას ზედა ღმრთისაგან
Line of edition: 15    
ანაგები ვარ, ბუნება-წმიდა ვარ თუ -- არა, შენ ღმერთსა ბედნიერი
Line of edition: 16    
დაუბადებიხარ და მე თურე ესეთი, მე ამით უბრალო ვარ,
Line of edition: 17    
რომელ არაოდეს მდომია ჩემისა თავისათუის ავი, რაცა ჟამსა არა
Line of edition: 18    
მოუცემია: არა მწადებიან სათავისოდ ეგზომნი ფათერაკნი; არ
Line of edition: 19    
მკეთებია საჩემოდ ეგზომი ჭირი, არცა მინატრიან, თუ მიჯნურობისაგან
Line of edition: 20    
ეგზომნი ჭირნი მომხუდენ და ამისი ხუაშიადი ჩემთა მტერთა
Line of edition: 21    
სცნან. და არცა საჩემოდ ესე მიყუარს, რომელ ოდესცა ლხინსა
Line of edition: 22    
მოველი, ჭირად მომექცევის, შობითგან ჭირსა შიგან ზრდილ ვარ!
Line of edition: 23    
ღონე ჩემი რაა, რათგან გული ჩემი ესეთთა საქმეთათ შეუსწრია ჩემსა
Line of edition: 24    
სუესა? ვითამცა ეტლი ჩემი სულსა ჩემსა ებრძუის, ესრე ვარ, და
Line of edition: 25    
თუით ესრე მომწყენია ყოფნა, რომელ ლომისაგანცა შეჭმა სანატრელი
Line of edition: 26    
მაქუს, ბედი ჩემი ჰაბაშსა მუშასა ჰგავს მზისაგან შემწუარსა
Line of edition: 27    
და თმობა ჩემი -- ქაჯთაგან წაღებულსა, ფრჩხილითა გულისა
Line of edition: 28    
სირცხუილისა ფარდაგსა ვჰხევ და კბილითა სულისა მკედსა ვსჭრი.
Line of edition: 29    
აქათგან იცოდე, შაჰი მოაბად, ჩემი დამამძიმებელი არცაღა სული
Line of edition: 30    
მინდა და არცაღა გული, მე მათგან ყოფილ ვარ ჭირსა, არცა ოდეს
Line of edition: 31    
გული გამიმხიარულდებოდა და არცა ტანსა შიგან სული ჩემი ოდეს
Line of edition: 32    
გაისუენებდა, ჩემი საქმე ერთსახე შფოთად ყოფილა, აქამდის ბედსა
Line of edition: 33    
ჩემსა თურე სძინებია, აწ აღარა ვარ ესეთისა სიყუარულისა ვისისაცა
Line of edition: 34    
მძებნელი, რომლითა საუკუნო სირცხუილი მომხუდეს, ანუ
Line of edition: 35    
შენებრი მოწყალე და მძლე პატრონი უწყალო მექმნას და დამემტეროს,
Line of edition: 36    
რადღა მინდა ეგზომი ძნელი სიყუარული, რომლითა ეგზომ
Line of edition: 37    
დიდი აუგი მრმხუდების? რად მინდა ესეთი მიჯნურობა, რომლითა
Line of edition: 38    
ეგზომი საყუედური და უპატიობა დამემართოს და საარაკოდ დავიდვა
Page of edition: 181   Line of edition: 1    
ქუეყანასა შიგან? აწ ჩემისა ბნელისა გულისა კარი გამღებია,
Line of edition: 2    
მართალი გზა მიპოვნია. თუალთა ამჩენია და გონებისა და ცნობისდა
Line of edition: 3    
შემეცნებულ ვარ. აწ დამიგდია მიჯნურობა. აქათგან შემიგიან,
Line of edition: 4    
რომელ ჩემისა ბუნებისაგან ზიანი მცემია და ყმაწუილობისაგან
Line of edition: 5    
სამუნაოდ და სააქაოდ ავი საქმე მიქმნია. მიჯნურობა ღრმისა ზღუისა
Line of edition: 6    
მსგავსია და მაშიგან შესლვა არა მეცნიერთა ჴელია. თუ დღეთა
Line of edition: 7    
ჩემთა ვჯდე, აღარა ვეჭუ, რომელ მისი პირი დავინახო. და თუ ათასისა
Line of edition: 8    
მათუსალას ოდენი დღენი მქონდენ, აღარა მგონია, რომელ მუნით
Line of edition: 9    
ერთიცა სული მშუიდობით გამოვიყვანო. რად გლახ ვებრძუი
Line of edition: 10    
საბრალოსა სულსა ჩემსა, რად დავღური უბრალოსა სისხლსა ჩემსა,
Line of edition: 11    
რად არ მომისმენია ბრძანება თქუენი, რაისათუის სათავისო
Line of edition: 12    
მშუიდობა არ მიძებნია?! მაგრა აქათგან რაცაღა თქუენი შეცოდება
Line of edition: 13    
და ავქცეობა ნახო, რაცა გწადიან, მის რისხუისათუის სიტყუა არ
Line of edition: 14    
მაქუს. თუ ლომიცა არის, აქათგან ვეღარ მომერევის რამინ: თუ
Line of edition: 15    
ქარადცა შეიქმნას, სული ჩემი აღარ ეცეს, ჩემსა სიახლოესა ვეღარ
Line of edition: 16    
იქროლოს. და აწ რომელ თქუენთუის ამ.ითქუამს, ესე პაემანი და
Line of edition: 17    
პირი აღაროდეს გავტეხო. თუ მჴევლად და მსახურად გინდე,
Line of edition: 18    
დღეისითგან წაღმა შენი მორჩილი ვარ. შენ ერთხელ ჩემთუის კულა
Line of edition: 19    
გამართე გული და მე ესრე გმსახურო, ვითა თუით შენ გინდა, აწ
Line of edition: 20    
დამტკიცებულია ჩემთანა სიმართლისა სულიო".

Line of edition: 21       
შაჰინშა პირი და თუალნი მოუკოცნა, ესრე დაამდეს საერთმანერთოდ,
Line of edition: 22    
საეჭუისა და სიძულვილისა ჯანგი ერთმანერთისაგან ამოიღეს.


Next part



This text is part of the TITUS edition of Visramiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 1.5.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.