TITUS
Visramiani
Part No. 57
Previous part

Chapter: 57  
Line of edition: 6  მეათე წიგნი ვისისი რამინს თანა [და ადინას გაგზავნა]


Line of edition: 7       "ვისმან კულაცა უბრძანა მწიგნობარსა რამინს თანა წიგნისა
Line of edition: 8    
დაწერა. აგრევე საბრალოისა მისისა მიჭირვებულობისაებრ
Line of edition: 9    
მწიგნობარმან დაწერა წიგნი. თუით გონება-უკლები და ენა-კეთილი
Line of edition: 10    
იყო და რაცა იმისი მეცნიერება იყო, ყუელა მოიჴმარა და დალია.
Line of edition: 11    
მერმე ვისმან წიგნი თმათა მოისუა და ესრე გაასურნელა, რომელ
Line of edition: 12    
ნახევარ-დღისა სავალსა მუშკისა სული მის წიგნისაგან აცსა
Line of edition: 13    
ეცემოდა. მერმე უჴმო ადინა და ეგრე უბრძანა:

Line of edition: 14       
"ადინა, შენ ჩემგან სჯულისაებრ საყუარელი ხარ. აქანამდის
Line of edition: 15    
ჩემი მსახური და ყმა ყოფილ ხარ, მაგრა ახლა საყუარელი ძმა
Line of edition: 16    
იქმნები ჩემი ჩემსა თავსა თანა გასწორებული. რომელ ერთ-სულ
Line of edition: 17    
და ერთ-ჴორც ვიყვნეთ. რამინს წინაშე წასლვა შენ გინდა, რომელი
Line of edition: 18    
ჩემგან ჩემთა სულთა უსარჩევესია და უფრო მიუცილვებელია.
Line of edition: 19    
ზენაარი ვარ შენზედა, რომელ არ დაიყოვნო, ელვისაებრ მალე
Line of edition: 20    
წახუიდე, -- მე მიჭირვებული გლახ ვარ, -- ესე ჩემი წიგნი მიართუა და
Line of edition: 21    
ჩემი შეთულილობა დაუკლებლად მოაჴსენო, სისწრაფესა მოიჭირვო.
Line of edition: 22    
მე აქათგან შენი მომლოდნე ვარ. ყოველთა დღეთა და წამთა შენისა
Line of edition: 23    
მოსლვისა ჟამისა მთუალავი. ესრე ვითამე იქმენ, რომელ სულიერმან
Line of edition: 24    
კაცმან არავინ გნახოს. ჩემაგიერ ცისა მასკულავთა და ზღუისა
Line of edition: 25    
ქუიშათა და ყოვლისა ღმრთისა დაბადებულისაგან უფროსი
Line of edition: 26    
სურვილი, ნახვის ნატრა და სალამი მოაჴსენე ჩემისა გულისა
Line of edition: 27    
წამღებსა რამინსა და ეგრე მოაჴსენე:

Line of edition: 28       
"ჰე არამო, არამო! სიარმითა ბედითო, ზენაარისა გამტეხელო,
Line of edition: 29    
უღმრთოო და ცრუო! მე შენ ავისა მოქმედისაგან ეგზომნი ჭირნი
Line of edition: 30    
გარდამიჴდიან, რომელ ათასჯერ სიკუდილი დამნატრებია და
Line of edition: 31    
სულთა შერჩენა არავე მგონებია. რად დაგუიწყოა ეგზომი
Line of edition: 32    
ფიცი, ჩემთანა რომელ გარდაგიჴდია და ზენაარი, განაღა რომელ
Line of edition: 33    
სათუალავი არ მოიგონების, რაზომჯერ შენ ჩემთუის შემოგიფიცავს?
Line of edition: 34    
შენი ფიცი და ქარი სწორეა, შენი ზენაარი და ღრუბელი სწორად
Line of edition: 35    
მდგომ-ხანიერია. უხანობითა ამას ჩემსა გლახ საბრალოსა გულსა,
Page of edition: 223   Line of edition: 1    
შენგანვე უჭკუოსა, იგი უყავ, რომელ მტერი მტერსა არ უზამს, რაცა
Line of edition: 2    
ჩემთუის გიყოფია, მონაცუალე ღმერთი იყოს, მაგრა ჩემთუის ოდენ
Line of edition: 3    
ავის მოქმედობა ნუ გგონია, ღმერთმან იცის, რომელ სათავისოდ
Line of edition: 4    
კულა უფრო გიყოფია, საარაკოდ და მისახედავად გასრულ ხარ,
Line of edition: 5    
ოდითგან შენ მაგა საქმესა შიგან ხარ, მუნითგან ჩუენად შედეგადცა
Line of edition: 6    
ამასვე დასწერენ წიგნთა შიგან შენთუის თუ: ძუელი მოყუარე
Line of edition: 7    
გაწირა, ფიცი გატეხა და მტერი დაიმოყურაო, ასპიტისაებრი ზარი
Line of edition: 8    
მოსაკლავი მით მეცა შენგან გულსა, რომელ სხუა კაცი ირჩიე ჩემსა
Line of edition: 9    
და ცოლი შეირთე, ჩემებრსა უკლებსა მოყუარესა სადა ჰპოებ,
Line of edition: 10    
ანუ მშობლურებ ლმობიერსა მოაბადისებრ ჴელმწიფესა სიამოვნითა
Line of edition: 11    
ხორასანისაებრსა ქუეყანასა და სიმაგრითა მარავისაებრსა ქალაქსა
Line of edition: 12    
დაგუიწყდა ეგზომი კარგი და ჩემგან რომელ მოაბადს წინაშე
Line of edition: 13    
ყოველი საწადელი აგისრულდა? მოაბად სახელად ოდენ იყო
Line of edition: 14    
ჴელმწიფე, -- სხუა ყუელა შენი იყო. საჭურჭლეთა მისთა ზედა ჴელი
Line of edition: 15    
მე მქონდა და შიგან რაცა კარგი იდვა, ყუელა შენი იყო. ცხენთა
Line of edition: 16    
უკეთესთა, რაგუარნიცა გწადდეს, არავინ გიპატიმრებდა და
Line of edition: 17    
თუითო-ფერსა აკაზმულობასა. აგრევე სანადირონი ავაზანი, ქორნი
Line of edition: 18    
და ძაღლნი შენსა ბრძანებასა ქუეშე იყვნიან და ლაშქარნი განაღამცა,
Line of edition: 19    
საჴელმწიფოთა სარტყელთა ირტყმევღი. თუ ოქრო-ქსოვილი
Line of edition: 20    
ჩინური არ იყვის, ტანსა არ ჩაიმოსი, შენნი მსახურნი მთუარეთაებრ
Line of edition: 21    
შუენვარენნი დაკაზმულნი წინა გიდგიან და შენსა გუერდით
Line of edition: 22    
მწოლი, თუალ-მარგალიტიანსა ოქროისა ტახტსა ზედა პირმზე
Line of edition: 23    
შენი გულ-გაუყოფელი ვისი იყვის, ესეთი ადგილი, ესეთი ყოფა
Line of edition: 24    
და ესეთი მოყუარე დააგდე, სანატრელი და სანდომი ყოვლისა
Line of edition: 25    
ჴორციელისაგან! ვინ ქმნას ეგე გონებისა უფალმან, რომელ შენ
Line of edition: 26    
თავს უყავ? არ ვიცი თუ ეგზომისა ნაცულაღ რა სარგებელი მოგხუდა,
Line of edition: 27    
სარგებელი ვერა ჰქენ, სათავნო გაანქრიე, აწ უსარგებლო და
Line of edition: 28    
უსათავნო ბედითად დარჩომილ ხარ შენითა კაცობითა, ათასი
Line of edition: 29    
საჭურჭლე თუალითა პატიოსნითა სავსე წაგეღო და აწ დანგსა
Line of edition: 30    
ერთსაცა ათასითა ჭირითა ეძებ, აზომ უმეცარი ხარ, რომელ ყოვლისა
Line of edition: 31    
კაცისაგან ცარიელი დარჩომილ ხარ და არცა ესე იცი, თუ ნაცუალი
Line of edition: 32    
რა გაქუს. ესრე მოუცემია ღმერთსა, ვითა ამოზიდულისა წმიდისა
Line of edition: 33    
ოქროისა ნაცულად, -- ტყუია მყრალი და სპილენძი, მიკუირს, თუ
Line of edition: 34    
ცნობანი გაქუანღა, სათავისოდ რად ჰქმენ ეგე? ეგეთისა ვარდისათუის,
Line of edition: 35    
რომელ დიდხან შენთანა ვერაა, მისთუის ესე ყუელაი ვით
Line of edition: 36    
დაივიწყე? ერთი ვარდი რად გამოირჩივე ერთსა წალკოტსა, უეკლოითა
Line of edition: 37    
ვარდითა ნათლითა სავსესა?"
Page of edition: 224   Line of edition: 1       
რა ადინა მოციქულობა მოისმინა, წიგნი აიღო და გაესალამა.
Line of edition: 2    
მაშინვე ჯოგი მოასხმევინა, გამოირჩივნნა მსუქანნი, მალე-მორბედნი,
Line of edition: 3    
საჴედრად კარგნი, მინდორთა შიგან თხათაებრ მალენი და ქვიანთა
Line of edition: 4    
შიგან არნთაებრ მავალნი, წყალთა შიგან თევზთაებრ მცურავნი
Line of edition: 5    
კუიცნი. თანამყოლნი მალენი და დაუშრომელნი წაიტანნა, წავიდა
Line of edition: 6    
და არ გამოისუენა არცა ერთი წამი, ესრე ფიცხლა იარა, რომელ
Line of edition: 7    
ორკუირა მარავით გორაბს მივიდა.

Line of edition: 8       
რა გულისა-წამღებელმან ვისმან ადინა გაგზავნა, გულითა
Line of edition: 9    
დამწურითა ესრეთ საბრალოდ მოსთქუმიდა, რომელ , ვინცა მას
Line of edition: 10    
მოისმენდა, თუ ასიცა გული ედვა, ეგრეცა უგულო დარჩებოდა, ეგრე
Line of edition: 11    
იტყოდა:

Line of edition: 12       
"სადა წარვიდა იგი ჩემი სუიანი საწუთრო, სად დამემალა იგი
Line of edition: 13    
მზე, რომელ მიწყით მიახლის? მით არღარა მინახავს, რომელ მზემან
Line of edition: 14    
და მთუარემან გამწირა, რათგან დღესა მზითა აქუს სინათლე და
Line of edition: 15    
ღამესა -- მთუარითა, მე განაღამცა ავად ვიყო, თუით მით ვკუნესი
Line of edition: 16    
და დაუსუსურებულ ვარ, რომელ ღამისა სიბნელე არაოდეს
Line of edition: 17    
გამითენდების, მით ვადენ ზღუასა დაბნელებულთა თუალთაგან, რომელ
Line of edition: 18    
გამწირა თუალთა ჩემთა ჩენამან და გულისა სიხარულმან, ავი მით
Line of edition: 19    
არავისთუის მექმნა, რომელმცა ავი არ წამკიდებოდა, აწ ბედმან
Line of edition: 20    
ჩემმან რად მიმცა ესეთსა ყოფასა, რომელ ვითამცა წამსა და წამსა
Line of edition: 21    
თუითო ქარავანი მომივიდოდა დაშნისა დამცემი, მეშინიან, რომელ
Line of edition: 22    
ჭირთაგან ავსებულობითა ნუ თუ გამეპოს გული, რათგან ბროწეული
Line of edition: 23    
სისავსითა დაიპობის, ეგზომთა ჭირთა დაპყრობილსა გულსა არცა
Line of edition: 24    
ლხინისა ნიავი შეუვა, არცა სინათლისა მზე, მიწყით ღრუბლიანია
Line of edition: 25    
და ნამიანობასა ვერ გასძლებს, და მე ამისგან მოსუენება არა
Line of edition: 26    
მაქუს, ჩემსა მიჯნურობასა მწიგნობრობა უსწავლია, მით ამა
Line of edition: 27    
გაყუითლებულსა პირსა ზედა სისხლითა სწერს მისთა ჭირთა და
Line of edition: 28    
პატიჟთა სიმრავლესა, რა ეტლია, რომელ ესრე გააქროს ფერადობა,
Line of edition: 29    
რა ბედია ესე თმობა-უქონლობა?! მიჯნურობამან გულსა ცეცხლი
Line of edition: 30    
ჩამიგზნა და გული გულისანადებითურთ დამიწუა, გებრალებოდეთ
Line of edition: 31    
მსმენელნო ჩემისა ამბისანო, დამჭირვებია და მით ვიზახი ურიდოდ!
Line of edition: 32    
რა საქმე საზომსა გარდაჰჴდეს, ღონე ფარვისა არაა, თუ ჩემსა
Line of edition: 33    
გულსა უმეცრობითა წაეკიდა ეგზომი დიდი საქმე, მაშა რად ყოვლისა
Line of edition: 34    
კაცისაგან მე ვარ შესაბრალებელი? სადა მპოვა ესრედ უსაზომოდ
Line of edition: 35    
სიყუარულმან, რომელ ტანისა ჩემისაგან სიყმე, სიხარული და სული
Line of edition: 36    
წამიღო? თუ ჩემზედა დაწყებულა მიჯნურობისა ქმნა, თუით ესე
Line of edition: 37    
დაღი მეყოფის კიდეგანობისა, მეტი არავისგან გარდამეჴდევის,
Line of edition: 38    
რომელ, ვირე ცოცხალ ვარ, სულსა მაჩნია. სადა ხარ, ჩემო ისრისაებრ
Page of edition: 225   Line of edition: 1    
მართალო! მნახე შენისა სურვილითა მშუილდისაებრ გამრუდებული!
Line of edition: 2    
რა სიშორე შენი და ჩემზედა ქნანი მოვიგონნე, გული დამენასკუის,
Line of edition: 3    
მე იგი აღარა ვარ, რომელ შენ გინახავ; ვინცა მნახავს, ვეღარ
Line of edition: 4    
მიცნობს, და შენ ჯერეთცა არა გეწყალვი. ვირემდინ ვიცემ პირსა,
Line of edition: 5    
ვირემდინცა არა დავაისფრებ ბროწეულისა ყუავილსა, ვკუნესი
Line of edition: 6    
ყოველსა წამსა, ვითა ჩანგისა მუტრიბი, გული ჩემი მტერია და
Line of edition: 7    
ნიადაგ მტრისა სიახლე ვით გავძლო? ამევსო გული ცეცხლითა!
Line of edition: 8    
კუნესოდე სულო, რათგან ამისი ღირსი ხარ და ამასვე სოფელსა ნახე
Line of edition: 9    
ჯოჯოხეთი, ასრე თურეა ნება ღმრთისა, რომელ მე მიწყით ვკუნესოდე
Line of edition: 10    
და შენ იწუოდე, რა სიამე აქუს ესეთსა ყოფნასა, რომელ
Line of edition: 11    
ცრემლთაგან მიწყით წყალსა შიგან ვიყო და შენ -- ცეცხლსა?
Line of edition: 12    
საწუთროსა ზღუად შევიქმ თუალთა ჩემთაგან, ხომალდსა შევალ და
Line of edition: 13    
თევზთა თანა ვერევი; სისხლიანსა ტანისამოსსა ჩემსა აფრად გამოვაბამ
Line of edition: 14    
და ჩემისა სულთქნისა ქარითა ვაარებ; ნავისა აფრა, ზღუა და ქარი
Line of edition: 15    
რა ყუელა ჩემგან იყოს, შიში რად მინდა? ჩემსა საგონებელსა თანა
Line of edition: 16    
გამიგზავნია წიგნი, გულის სისხლითა დაწერილი და სისხლიანსა
Line of edition: 17    
ტანისამოსსა შიგან წახუეული, ნეტარ წარიკითხავსცა ანუ არა?
Line of edition: 18    
ნეტარ შეიგებსცა ჩემისა გულის-ნადებსა ანუ არა!? ნეტარ
Line of edition: 19    
შევებრალებიცა, პასუხსა მომწერსცა, იმედსა დამიდებსცა და გულსა
Line of edition: 20    
დამიამებსცა? აჰა, რა ვქმნა? მიჯნურსა ამის უარესი რა დაემართების,
Line of edition: 21    
რომელ დღე და ღამე წიგნისა ოდენ მოლოდნა ჰქონდეს ლხინად,
Line of edition: 22    
და მე არცა ამას ვეჭუ ჩემისა გამწირავისაგან, აჰა, წამივიდა
Line of edition: 23    
ნაზობისა და სიამისა ჟამი, რომელ ვნებიერობდი და ვნაზობდი!
Line of edition: 24    
მოყუარემან აწ ჩემი საქმე გაასრულა, ასე რომელ წიგნი ლხინად
Line of edition: 25    
მიჩს, და, თუ ოდეს ვიძინო, სიზმრივ ნახვა -- სიხარულად, ვაი იგი
Line of edition: 26    
ჟამი მიჯნურისათუის, რომელ ოდესცა მოყურისა საუბარი წიგნსა
Line of edition: 27    
ზედა მიიყაროსა და ნახვა -- სიზმარსა! მე ამითცა უსაბრალოე ვარ
Line of edition: 28    
სხუათა ყოველთა მიჯნურთაგან, რომელ შენისა გონებისაგან არა
Line of edition: 29    
მაქუს ძილი, თუმცა მეზმანე, თუარა წიგნსა უსამართლოდ ჩემისა
Line of edition: 30    
გაწირვა-აბეზარქმნილობისათუის აღარ მოველი, ჰე, ზენაარ საწუთროო!
Line of edition: 31    
რად დავრჩი ესრე, რომელ ეგეთისა ნებიერობისაგან ესეთი უნებლობა
Line of edition: 32    
მოყურისაგან დამემართა და ამპარტავნობისა ნაცულად -- სიმდაბლე?
Line of edition: 33    
ყოვლისა გაუვლენელობისა ნაცულად და სიყმისა სიხარულისა
Line of edition: 34    
სანაცულოდ რად დამემართა ესრეთ უთმინო მიჯნურობა?
Line of edition: 35    
რად არ ასპიტისა გუელისა ზარი შევსუი? რად არ ნადირთა სამე
Line of edition: 36    
მივეცი შესაჭმელად? თუცა ესრეთი ყოფა და გულსა ზედა
Line of edition: 37    
ჴელის-უქონლობა დამემართებოდა, რად არ მასვე კარგსა ყოფასა შიგან
Line of edition: 38    
მყოფი მოვკუდი?! სიხარულისა ჟამსა სიკუდილი უამეა ბოლოდ
Page of edition: 226   Line of edition: 1    
ესეთისა უპატიოებისა მონახვასა, ვაი საწუთროო! შენი ჴელი მიწყით
Line of edition: 2    
ეს არის, რომელ უგულოთა ჭირსა უმატებ, თუისსა და შენსა
Line of edition: 3    
სიამოვნესა ამით გააბედითებ, რომელ მოყუარეთა გაჰყრი, არ
Line of edition: 4    
გაუსრულდები და უიმედო ჰყოფ, იგი ღრუბელი, რომელ უგულოთა
Line of edition: 5    
ზედა ჭირთა სწუიმს, ქვათაცა ზედა იგივე დასწუიმს, ქარი, რომელ
Line of edition: 6    
ნიადაგია, იგი კაცთა ვარდისა სუნსა მოართუამს, მაგრა მე მოყუარისა
Line of edition: 7    
სუნსა არაოდეს მომართუამს, ეგზომ დიდი ავი რა მიქმნია, რომელ
Line of edition: 8    
ქარნი და ღრუბელნიცა მე მემტერებიან! რომლისა ღრუბლისაგან
Line of edition: 9    
მაისური წუიმა მას ზედა მივა, მე იგი არცა თუ სატირლად
Line of edition: 10    
მწუიმს. აწ ქუეყანა მხიარულია და ხენი აღყუავდებიან, მიწა
Line of edition: 11    
მრავალფერითა ყუავილითა და მდელოითა შემოსილია, მაგრა ჩემი
Line of edition: 12    
ყუავილი და ლხინი ჩემგან მოშორვებულა, ვითა სიცოცხლისა იმედი.
Line of edition: 13    
მე აწ მიწაცა მსჯობს: მისი გაზაფხული და შუენება მოსოულა და
Line of edition: 14    
ჩემი -- არღარა".

Line of edition: 15       
ესეგუარსა რასმე მოსთქუმიდის და მიწყით სტიროდის.


Next part



This text is part of the TITUS edition of Visramiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 1.5.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.