TITUS
Giorgi Mtavarmocame
Part No. 48
Previous part

Chapter: 5     
Line of ed.: 9   კარი მეხუთე. წმინდა გიორგი კირში ჩააგდეს






Paragraph: 165  
Line of ed.: 10   Verse: a       165. მივიდეს, ჯურღმულს მოხადეს,   ნათლობდა იგი არია,
Line of ed.: 11   Verse: b       ნახეს ბრწყინვალედ გიორგი,   გავსილი ვითა მთვარია,
Line of ed.: 12   Verse: c       ღვთის ანგელოზი თავს ადგა,   სუნი დგა მუშკ-ამბარია.
Line of ed.: 13   Verse: d    და   შეშინდეს, ვინცა ხედვიდა,   თავსა დაეცათ ზარია.






Paragraph: 166  
Line of ed.: 14   Verse: a       166. ყოველთ ხმამაღლა ღაღადყვეს,   ზეცად აღიპყრეს ხელია,
Line of ed.: 15   Verse: b       ერთ არსო გიორგის ღმერთი,   დასთრგუნა სატანჯველია.
Line of ed.: 16   Verse: c       თავმდეგნი იგი მხედარნი   მოიქცენ იგი მცველია,
Line of ed.: 17   Verse: d    და   ყოველთა ქრისტე ადიდეს,   რა ნახეს შეუწველია.






Paragraph: 167  
Line of ed.: 18   Verse: a       167. რა ესმა ესე მეფესა,   რა იქმნა ესე რომელი,
Line of ed.: 19   Verse: b       მხედართ უბრძანა მოყვანა,   იყო იმისი მხმობელი,
Line of ed.: 20   Verse: c       დაჯდა საყდარსა, მოგვარეს   წმინდა გიორგი ცხოველი,
Line of ed.: 21   Verse: d    და   ჰკითხა: "ვინ განგაცხოველა?   მბობას შენგანა მოველი".






Paragraph: 168  
Line of ed.: 22   Verse: a       168. ჰრქვა მას გიორგიმ: "არა გრწამს,   გასწავე ღმერთი ციერი,
Line of ed.: 23   Verse: b       იესო ქრისტე, ძე ღვთისა,   იგ ჩემი განმაძლიერი,
Line of ed.: 24   Verse: c       მან მიხსნა თქვენთა ხელთაგან,   იგი -- ყოვლად სახიერი.
Line of ed.: 25   Verse: d    და   შენ ცუდად სცთები კერპთაგან,   ბოლოს დარჩები მშიერი.






Paragraph: 169  
Line of ed.: 26   Verse: a       169. მან მიხსნა ხელთა თქვენთაგან,   იგ არის ჩემი მხსნელია,
Line of ed.: 27   Verse: b       იგი თავადი ძლიერი,   მისგან ვარ შეუძვრელია;
Line of ed.: 28   Verse: c       შენ ჯოჯოხეთში სატანამ   მალ ჩაგატანოს ხელია".
Line of ed.: 29   Verse: d    და   რა ეს თქვა, უღვთო განრისხნა,   ცეცხლი მოედვა მწველია.



Next part



This text is part of the TITUS edition of Giorgi Mtavarmocame.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 21.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.