TITUS
Giorgi Mtavarmocame
Part No. 49
Previous part

Chapter: 6     
Line of ed.: 30   კარი მეექვსე. წმინდა გიორგის მხურვალე
Line of ed.: 31  
ჴამლით ტანჯვა






Paragraph: 170  
Line of ed.: 32   Verse: a       170. ბრძანა თუ: "ჴამლი შექენით,   შიგან მახვილი, მსობელი,
Line of ed.: 33   Verse: b       სამჭვლები აღმართებული,   მხურვალე იყოს რომელი,
Line of ed.: 34   Verse: c       მარწუხებითა შეასხით   ძვალ-ძარღვთა დამადნობელი,
Line of ed.: 35   Verse: d    და   შიგან დაჰკალით ყოველმან   არტემის ღმთისა მგმობელი.



Page of ed.: 326  




Paragraph: 171  
Line of ed.: 1   Verse: a       171. მოიღეს იგი მხურვალე,   სავსე ლახვრითა მზანია,
Line of ed.: 2   Verse: b       მარწუხით წინწკალს ისროდა,   იმით დაუწყეს რჯანია,
Line of ed.: 3   Verse: c       არა შეეხო მახვილი,   ისაჯენ დიდნი ხანია,
Line of ed.: 4   Verse: d    და   წმინდამან ლოცვა დაიწყო,   არად შერაცხა რჯანია.






Paragraph: 172  
Line of ed.: 5   Verse: a       172. თავს უთხრა: "აჰა, გიორგი,   რბიოდე ქრისტეს წინაო,
Line of ed.: 6   Verse: b       იმასთანა გაქვს ნაწილი,   არამც არ შეგეშინაო,
Line of ed.: 7   Verse: c       ესე ურწმუნო ჴელმწიფე,   ან მისნი კერპნი ვინაო?"
Line of ed.: 8   Verse: d    და   ცრემლით ილოცავს, ღაღადებს,   მათ რჯული შეუგინაო.






Paragraph: 173  
Line of ed.: 9   Verse: a       173. "უფალო ღმერთო, მაღალო,   ცხოველო, ყოვლისმპყრობელო,
Line of ed.: 10   Verse: b       შენ გმადლობ, ნუ დამიტევებ,   ზღვათა და ხმელთა მფლობელო,
Line of ed.: 11   Verse: c       რათა ვერ მითხრან მძლე ვექმენ,   მათ კერპთა დამამხობელო,
Line of ed.: 12   Verse: d    და   მომმადლე, რათა განუძლო,   მაღლა გუმბადსა მჯდომელო".






Paragraph: 174  
Line of ed.: 13   Verse: a       174. ვითარცა ამას იტყოდა,   ზეცით ხმა ესმა მაღლისა;
Line of ed.: 14   Verse: b       "ნუ გეშის, მხნეო გიორგი,   მე შენთან ვარ მაღლისა,
Line of ed.: 15   Verse: c       აჰა, მიიღე გვირგვინი   დაუჭკნობელი ამისა",
Line of ed.: 16   Verse: d    და   თავს იდგა სვეტი ნათლისა,   მთქმელი ქრისტეა ამისა.






Paragraph: 175  
Line of ed.: 17   Verse: a       175. თქმა საპყრობილედ წარყვანა   მეფემან განაწყრომითა,
Line of ed.: 18   Verse: b       უთხრა: "გიორგი, სანამდი   იქნები მაგა შრომითა?
Line of ed.: 19   Verse: c       წინააღმდგომად შემექმენ,   სატანჯველს აქრობ რომლითა?
Line of ed.: 20   Verse: d    და   ვერ მომირჩები, ნუ ცდილობ,   შენის ხერხისა ძრომითა.






Paragraph: 176  
Line of ed.: 21   Verse: a       176. ჩემს კერპთა არა ილოცავ?   არ დაგხსნი სატანჯვლისაგან".
Line of ed.: 22   Verse: b       ჰრქვა მას წმინდამან: "არ მესმის,   მე მაქვს იმედი ღვთისაგან,
Line of ed.: 23   Verse: c       მისისა ძალით დაუთმობ   შენისა სატანჯვლისაგან,
Line of ed.: 24   Verse: d    და   ის მიხსნის ხელთა შენთაგან,   ძნელისა სიმწარისაგან.






Paragraph: 177  
Line of ed.: 25   Verse: a       177. შენს წინაშე ვარ ცოცხალი   ამა ამბვისა მბობელად,
Line of ed.: 26   Verse: b       შენ გეუბნები, მეფეო,   ნუ ხარ ქრისტესი მგმობელად,
Line of ed.: 27   Verse: c       მზასა ვარ შენგან ტანჯვასა   ღვთისათვის დასათმობელად,
Line of ed.: 28   Verse: d    და   თავი არა მშურს საკვდავად,   წამებით დასარჩობელად.






Paragraph: 178  
Line of ed.: 29   Verse: a       178. თქვენ სასოება კერპთა გაქვთ,   ხართ მისნი მონა-სახენი,
Line of ed.: 30   Verse: b       უსულოს კერპთა ღვთად ესავთ,   თქვენ სირეგვენე ვნახენი,
Line of ed.: 31   Verse: c       ხართ წარწყმედას მოლოდინე,   ეშმაკს თქვენთვის აქვს მახენი,
Line of ed.: 32   Verse: d    და   თქვენ საუკუნოს ჯოჯოხეთს   სტიროდეთ მოვაგლახენი.






Paragraph: 179  
Line of ed.: 33   Verse: a       179. სოფელსა შინა მით სცდებით   სიძვა-სიმთვრალე ამოთა,
Line of ed.: 34   Verse: b       კაცის კვლითა და ბრძოლითა   დილითა ანუ ღამითა,
Line of ed.: 35   Verse: c       კერპთა ღვთად იტყვით: არტემი   თქვენ რადა შეიწამოთა?
Page of ed.: 327   Line of ed.: 1   Verse: d    და   ცეცხლთა უშრეტთა ჩაცვინდეთ   ჟამთა და ან უჟამოთა.






Paragraph: 180  
Line of ed.: 2   Verse: a       180. მე თქვენი ტანჯვა დაუთმო   აქა ერთისა წამისა,
Line of ed.: 3   Verse: b       თქვენ საუკუნოს იტანჯოთ,   მომლოდე მრავალ ჟამისა,
Line of ed.: 4   Verse: c       ჩემთვის მზა პრის სუფევა, გვირგვინი   თავს მადგს მამისა,
Line of ed.: 5   Verse: d    და   თქვენგან ტანჯვა და ბასრობა   ამ სოფელს არა მგამისა".



Next part



This text is part of the TITUS edition of Giorgi Mtavarmocame.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 21.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.