Paragraph: 181 | ||
Line of ed.: 7 Verse: a | 181. რა ესმა ესე მეფესა, | დგეს მთავარი და ერია, |
Line of ed.: 8 Verse: b | ძროხის ძარღვითა გვემეთო, | შეზარდა ცისა ერია; |
Line of ed.: 9 Verse: c | ხედვიდა იგი სიმრავლე, | ვითა სეტყვა დაერია, |
Line of ed.: 10 Verse: d და | მრავალ ჟამ გვემეს იმითა, | იგინი გზათა ერია. |
Paragraph: 182 | ||
Line of ed.: 11 Verse: a | 182. თქვა მეფემ და მაგნენტიოზ | მას წმიდასა საუბრითა: |
Line of ed.: 12 Verse: b | "ვიდრე კერპთა არ ილოცავ, | ანუ იყო მაგა ჭკვითა, |
Line of ed.: 13 Verse: c | მანამდისი არვინ დაგხსნას | სატანჯველი სხვადასხვითა; |
Line of ed.: 14 Verse: d და | თუ მოიქცე, შენ სიმდიდრე | მოგიმატო მრავალგზითა". |
Paragraph: 183 | ||
Line of ed.: 15 Verse: a | 183. წმინდამან თქვა: "არად მესმის | სიტყვა თქვენი ნაუბარი, |
Line of ed.: 16 Verse: b | მე ვილოცავ ქრისტე ღმერთსა, | ვარ იმისი მეგობარი, |
Line of ed.: 17 Verse: c | მსხვერპლს შევსწირავ, აღვიარო | იგი მისი საქებარი, |
Line of ed.: 18 Verse: d და | მას ვესავ და მას ვადიდებ, | ვარ იმისი მინაბარი. |
Paragraph: 184 | ||
Line of ed.: 19 Verse: a | 184. მან მიხსნა ხელთა თქვენთაგან | თვით დიდებითა მისითა, |
Line of ed.: 20 Verse: b | ნეტარ-ძი ჩემსა ისმენდეთ, | დანთქმულო სატანისითა, |
Line of ed.: 21 Verse: c | ქრისტესა ღმერთსა ესვიდეთ | ყოველგან ღამე-დღისითა, |
Line of ed.: 22 Verse: d და | იგ ჭეშმარიტად ღმერთია, | თქვენ რასთვის სცდებით სხვისითა?" |
Paragraph: 185 | ||
Line of ed.: 23 Verse: a | 185. მაგნეტიოზმან ინება | გამოხსნა ამა წმინდისა, |
Line of ed.: 24 Verse: b | მეფემან ბრძანა განხსნევა, | ცოტადრე მოემშვიდისა; |
Line of ed.: 25 Verse: c | ხელი განუხსნეს, აუშვეს | ყოველნი ჭვრეტად მიდისა, |
Line of ed.: 26 Verse: d და | მას მაგნეტიოზ დაუწყო | საუბრის თქმევა დიდისა. |
Paragraph: 186 | ||
Line of ed.: 27 Verse: a | 186. უთხრა გიორგის: "დასტური, | არს ძე ღვთის მხოლოდშობილი, |
Line of ed.: 28 Verse: b | მიჩვენე მე სასწაული, | მის მიერ შენგან ყოფილი, |
Line of ed.: 29 Verse: c | ერთი ჩვენგანი მიჩვენე | მკვდარი ზედ წამოდგომილი, |
Line of ed.: 30 Verse: d და | დასტურს ის იტყვის მართალსა, | მე ღვთისა თუმცა მკობილი". |