Paragraph: 187 | ||
Line of ed.: 2 Verse: a | 187. რქვა წმიდამან მაგნეტიოსს, | საუბარი ყურად იღოს: |
Line of ed.: 3 Verse: b | "ვინც არარსნი მოიყვანა, | ესეც მისგან ადვილ იყოს, |
Line of ed.: 4 Verse: c | მკვდართ აღდგენაც შეუძლია, | მიწიდაღმაც ამოიღოს, |
Line of ed.: 5 Verse: d და | იგ აღადგენს ჭეშმარიტად, | ფიცხლად თავი წამოუყოს. |
Paragraph: 188 | ||
Line of ed.: 6 Verse: a | 188. მორწმუნეთ მიერ დავადგენ, | თუმცა მიდგს ღმერთი დიდია, |
Line of ed.: 7 Verse: b | თქვენ დაუპყრიხართ ეშმაკსა, | გაქვან სატანის რიდია; |
Line of ed.: 8 Verse: c | მკვდარნიცა აღდგეს, არა გწამსთ | ეშმაკის გარდამკიდია, |
Line of ed.: 9 Verse: d და | მაგრამ ერთათვის აღვადგენ, | თქვენ ვინცა გმონებსთ, ფლიდია. |
Paragraph: 189 | ||
Line of ed.: 10 Verse: a | 189. ღვთითა აღვადგენ მე მკვდარსა, | ძლიერებითა მისითა, |
Line of ed.: 11 Verse: b | მომმადლოს მე სასწაული | მისსა მონასა დღისითა; |
Line of ed.: 12 Verse: c | მას ვევედრები თქვენს წინა, | არ საუბრითა მქისითა, |
Line of ed.: 13 Verse: d და | გიჩვენოთ საკვირველება | ჩემის მოწყალის ღვთისითა". |
Paragraph: 190 | ||
Line of ed.: 14 Verse: a | 190. მერმე ილოცა მრავალი, | ადიდა შემოქმედია, |
Line of ed.: 15 Verse: b | ხელგანპყრობილი ღაღადებს: | "შენა ხარ მაღლად მხედია, |
Line of ed.: 16 Verse: c | საუკუნეთა მთავარი, | ქენ სასწაული დიდია, |
Line of ed.: 17 Verse: d და | შენ გნებავს კაცთა ცხოვრება, | ყველა შენს ხელთა ჰკიდია. |
Paragraph: 191 | ||
Line of ed.: 18 Verse: a | 191. რომელმან მოციქულთ მიერ | ჰქმენ სასწაული ცხოველი, |
Line of ed.: 19 Verse: b | მხოლოდშობილი იესო, | შენ გმონებს სული ყოველი, |
Line of ed.: 20 Verse: c | ეს ჩემი ლოცვა ისმინე, | შენგან წყალობას მოველი: |
Line of ed.: 21 Verse: d და | აღადგინე აქა მკვდარი, | შენი ვარ ცრემლთა მთოველი. |
Paragraph: 192 | ||
Line of ed.: 22 Verse: a | 192. ერთი მათგან აღადგინე, | რაცა აქა სამარია; |
Line of ed.: 23 Verse: b | მანგნეტიოზ დამავედრა: | ნუ ხარ ქრისტეს სამარია, |
Line of ed.: 24 Verse: c | მას სატანა მორევნია, | ჯოჯოხეთში სამ არია |
Line of ed.: 25 Verse: d და | მე მომმადლე სასწაული, | ამ სოფელსა სა მარია". |
Paragraph: 193 | ||
Line of ed.: 26 Verse: a | 193. ამაზე ძრვაცა შეიქნა, | ქუხილი შესაზარია, |
Line of ed.: 27 Verse: b | კერპისა მღვდელი ზედ ადგა, | ოთხასის წლისა მკვდარია, |
Line of ed.: 28 Verse: c | თქვა: "მწამს მე გიორგის ღმერთი, | სხვა ღმერთი არსად არია, |
Line of ed.: 29 Verse: d და | ჯოჯოხეთს ვიყავ დღესამდი, | გლახ, ცეცხლი მწვავდა მწარია". |
Paragraph: 194 | ||
Line of ed.: 30 Verse: a | 194. ცოდვილ იყო მკვდარი იგი, | უმეტესად დავარდისა, |
Line of ed.: 31 Verse: b | ამოვიდა სამარიდან, | გიორგის წინ დავარდნისა, |
Line of ed.: 32 Verse: c | თაყვანისცა პირდამხობით, | ხმა ცათამდის აღვარდისა. |
Line of ed.: 33 Verse: d და | სასწაული მის წმინდისა | ყოვლს ქვეყანას განვარდისა. |
Paragraph: 195 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 195. ჰკადრა: "ჯოჯოხეთს მესმოდა | ხმა ტკბილად შენაშენია, |
Line of ed.: 2 Verse: b | მკვდრეთით აღვსდეგ და მოვსულვარ | ეშმაკის შესაშენია, |
Line of ed.: 3 Verse: c | იქ მეცა სული საყნოსი | ვარდთა და შენა შენია; |
Line of ed.: 4 Verse: d და | მორწმუნეთ სამკაული ხარ | და ზღუდე შენ აშენია". |
Paragraph: 196 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 196. ევედრებოდა წმიდასა | ტკბილმოუბრისა ენითა: |
Line of ed.: 6 Verse: b | "ღირს მყავ ბეჭედსა ქრისტესსა | და მიხსენ სატანჯველითა; |
Line of ed.: 7 Verse: c | მაღლისა ღვთისა მონაო, | წყალობას შენგან ველითა, |
Line of ed.: 8 Verse: d და | ნუღარ წარმგზავნი ჯოჯოხეთს, | მიხსენ სატანის ხელითა". |
Paragraph: 197 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 197. ჰრქვა წმინდამან: "შენ თუ გრწმენინ | ძე ღვთისა ცხოველსმყოფელი, |
Line of ed.: 10 Verse: b | რომელ მხედართა აღადგენს, | მაღალი ყოვლისმპყრობელი?" |
Line of ed.: 11 Verse: c | მან თქვა, რომ "როგორ მომიხდა, | როდისაც ვიყავ მგმობელი? |
Line of ed.: 12 Verse: d და | მრწამს ჭეშმარიტად მამა, ძე | და სული ზედა მფლობელი. |
Paragraph: 198 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 198. ვინცა მკვდრეთით აღმადგინა, | საფლავი ყო განაღები, |
Line of ed.: 14 Verse: b | შენ დამიხსენ სატანისგან, | შენ ხარ ჩემი განაღები, |
Line of ed.: 15 Verse: c | მწარედ სდინდის თვალთა ჩემთა | სისხლის ცრემლი განაღები". |
Line of ed.: 16 Verse: d და | წმინდა ეტყვის: "აქანამდი | ჯოჯოხეთში განაღები". |
Paragraph: 199 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 199. მოიქცა მკუდარი, რომელი | ჯოჯოხეთს იყო მდებარე, |
Line of ed.: 18 Verse: b | წმიდა ეტყოდა: "მოივსე | აწ გეენია მგზებარე, |
Line of ed.: 19 Verse: c | ცხონებულ იყავ დღესიდგან, | შენ ქრისტეს მიერ ზე ბარე |
Line of ed.: 20 Verse: d და | უკუნ სუფევა მოიმკე, | იყავ სამების მქებარე". |
Paragraph: 200 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 200. მეფე აღივსო, ურწმუნო, | განკვირვებითა დიდითა, |
Line of ed.: 22 Verse: b | მკვდრეთით აღდგომილს კითხვიდა | იმა ენითა ფლიდითა: |
Line of ed.: 23 Verse: c | "როს იყო შენი სიკვდილი, | რას ჟამში, რომლის კიდითა?" |
Line of ed.: 24 Verse: d და | მან თქვა თუ: "ქრისტეს მოსვლამდინ | მოვკვდი მე ხნითა დიდითა. |
Paragraph: 201 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 201. ვიყავ, მეფევ, თქვენი რჯულის, | მღვდელი კერპთა შემწირველი; |
Line of ed.: 26 Verse: b | კერპთმსახური არ მორჩების | ჯოჯოხეთში შეუწველი, |
Line of ed.: 27 Verse: c | ცეცხლი ცხელი, გეენია | მქონდა ძნელი სატანჯველი; |
Line of ed.: 28 Verse: d და | აწ ქრისტეა მჴსნელი ღმერთი, | ცხონებასა მისგან ველი. |
Paragraph: 202 | ||
Line of ed.: 29 Verse: a | 202. ქრისტეს მოსვლამდე გარდასვლა | იყო სიკვდილი ჩემია, |
Line of ed.: 30 Verse: b | იქ ვიტანჯოდი დღესამდის, | ეშმაკის განაჩენია", |
Line of ed.: 31 Verse: c | ეს ნახეს, ბევრი მოიქცენ | სოფლები ანუ თემია, |
Line of ed.: 32 Verse: d და | ქრისტე ადიდეს, ირწმუნეს, | გაუშვეს ზათქი, ზემია. |
Paragraph: 203 | ||
Line of ed.: 33 Verse: a | 203. დიდ არსო ღმერთი გიორგის, | სამება ერთარსებისა, |
Line of ed.: 34 Verse: b | ყოველთ ირწმუნეს, მოიქცენ, | ქნეს საქმე სასოებისა, |
Line of ed.: 35 Verse: c | შეიმკენ, სულით განათლდენ | თემ-თემად დას-დასებისა. |
Line of ed.: 36 Verse: d და | დახოცა ყველა უღვთომან, | სამყარო გაფლასდებისა. |
Paragraph: 204 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 204. დაჭრა მახვილით უღთომა, | ეშმაკის მანქანებითა, |
Line of ed.: 2 Verse: b | თქვა: გრძნებით ქნაო გიორგიმ, | არამთუ ღვთისა ნებითა, |
Line of ed.: 3 Verse: c | სული რამ აღმოიყვანა, | იმას ეუბნა გრძნებითა, |
Line of ed.: 4 Verse: d და | ლამის გვაცდინოს იმითა, | მისისა ხელოვნებითა". |
Paragraph: 205 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 205. მიუგო წმინდა გიორგიმ | სიტყვითა საკვირველითა: |
Line of ed.: 6 Verse: b | "სცდები, მეფეო, ღმერთსა გმობ, | მით დაფარულ ხარ ბნელითა: |
Line of ed.: 7 Verse: c | ოცი ეშმაკი ღვთის სახელს | თავს ვერ იდებენ სმენითა, |
Line of ed.: 8 Verse: d და | ჯვარი ქრისტესი იხსენოს, | ეშმაკნი წავლენ ფრენითა". |
Paragraph: 206 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 206. მერმე ბრძანა უსჯულომან | საპყრობილედ წარყვანება; |
Line of ed.: 10 Verse: b | წაიყვანეს წმინდა იგი, | აღასრულეს მისი ნება, |
Line of ed.: 11 Verse: c | ვისცა სწამდა ქრისტე ღმერთი | და დაიდეს მისი მცნება, |
Line of ed.: 12 Verse: d და | მცველთ საფასე მიუდიან, | ვისცა სწადდა მისი ხლება. |
Paragraph: 207 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 207. მოვიდიან მის წინაშე, | ვინც მივიდა ღამე ბნელსა, |
Line of ed.: 14 Verse: b | ასწავებდა ქრისტე ღმერთსა | და ასმენდა იმათ მცველსა, |
Line of ed.: 15 Verse: c | რა მივიდის კეთროვანი | და უპყრობდის იმა ხელსა, |
Line of ed.: 16 Verse: d და | მასვე წამსა განიკურნის, | ვინც შეეპყრა სენსა ძნელსა. |
Paragraph: 208 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 208. განიკურნის მისის ლოცვით | ძნელთა ჭირთა შენაყარე, |
Line of ed.: 18 Verse: b | ასწავებდა ქრისტეს რჯულსა, | თქვის თუ: "ხელი შენ აპყარე", |
Line of ed.: 19 Verse: c | სასწაულსა ამტკიცებდა, | სჯული წმინდა შენამყარე. |
Line of ed.: 20 Verse: d და | ვინც მოიქცა, მას ესვიდა, | თქვეს: ჯოჯოხეთს შენ ამყარე. |