TITUS
Giorgi Mtavarmocame
Part No. 56
Previous part

Chapter: 13     
Line of ed.: 5   კარი მეათცამეტე. წმინდა გიორგიმ ვეშაპი მოკლა
Line of ed.: 6  
და ლასიის ქალაქი მოაქცია






Paragraph: 281  
Line of ed.: 7   Verse: a       281. ქალაქსა ერქვა ლასია,   მეფეს სილინოზ ეწოდა,
Line of ed.: 8   Verse: b       ქრისტიანთათვის უწყალოს   სულად ლახვარი ეწოდა,
Line of ed.: 9   Verse: c       კერპს ილოცვიდა უსჯულო,   სული ცეცხლში დაეწოდა,
Line of ed.: 10   Verse: d    და   მომსრველი ქრისტიანელთა,   ბევრს მისგან გული ეწოდა.






Paragraph: 282  
Line of ed.: 11   Verse: a       282. ქალაქსა ახლო ტბა იყო,   დიდი ზღვასავით ღელვიდა,
Line of ed.: 12   Verse: b       ყოველთ წყალთ შესაკრებელი,   შიგან ვეშაპი შევიდა,
Line of ed.: 13   Verse: c       დიდი, პირ-ცეცხლი, უზომო   ტბაშიდ ჯდა, ვითა ზვავი და
Line of ed.: 14   Verse: d    და   ყლაპებდა მოქალაქეთა,   კარშიდ ვერავინ გავიდა.






Paragraph: 283  
Line of ed.: 15   Verse: a       283. იმა ტბიდაღმან ვიდოდა   იგ ვეშაპი საოცარი,
Line of ed.: 16   Verse: b       მეფემ მაზედა შეჰყარა   მოსაკლავად მისი ჯარი;
Line of ed.: 17   Verse: c       ვერ შებედეს, სიდიდითა   იყო მთისა შესადარი,
Line of ed.: 18   Verse: d    და   გავიდოდა მის ტბიდაღმა,   კაცს ყლაპვიდა იგ ავგვარი.






Paragraph: 284  
Line of ed.: 19   Verse: a       284. მაშინღა შეკრბეს ქალაქნი,   მეფესა კადრეს ასია;
Line of ed.: 20   Verse: b       "ლამის სულ დანთქას ვეშაპმან   ქალაქი ესე ლასია,
Line of ed.: 21   Verse: c       არას თავს შეგიც, მეფეო,   არცა გვიბრძანებ რასია;
Line of ed.: 22   Verse: d    და   შენ ხარ მწყემსი და პატრონი,   გვიშველე დაგვხსენ მასია".






Paragraph: 285  
Line of ed.: 23   Verse: a       285. მტკივნეულ იქმნა ხელმწიფე   და შეეშინა მათია,
Line of ed.: 24   Verse: b       უბრძანა მოქალაქეთა   მათ სიტყვა საკამათია;
Line of ed.: 25   Verse: c       "აღწერეთ ხელითწერილი,   სხვა რასა გარგებს ხლართია,
Line of ed.: 26   Verse: d    და   შვილს შესწირვიდეთ თვითოსა,   თვარ მოურჩებით რათია?






Paragraph: 286  
Line of ed.: 27   Verse: a       286. რიგით მივსცემდეთ ყოველნი   დიდი და ანუ მცირები,
Line of ed.: 28   Verse: b       რა მოვა ჩემზედ ეს რიგი,   თვით ჩემგან განარიგები,
Line of ed.: 29   Verse: c       მეც შვილსა მივსცემ, რა ხელ-ვყო   მაქვს საქმე გასაჭირვები".
Line of ed.: 30   Verse: d    და   დაწერეს ხელითწერილი,   დაასკვნეს ესე პირები.






Paragraph: 287  
Line of ed.: 31   Verse: a       287. ყოველთ მისცის მორიგებით,   ყლაპავს ვეშაპი იგია,
Line of ed.: 32   Verse: b       რა მოქალაქე მოთავდა,   მეფეზედ მიდგა რიგია:
Line of ed.: 33   Verse: c       ასული ჰყვანდა ბრწყინვალე   ლამაზი, მეტად მიქია,
Line of ed.: 34   Verse: d    და   სხვა ძე არ ჰყვანდა მის მეტი,   მეფე სტიროდა იქია.



Page of ed.: 340  




Paragraph: 288  
Line of ed.: 1   Verse: a       288. მწარედ სტიროდა ხელმწიფე   თვალთაგან ცრემლი ლამისა,
Line of ed.: 2   Verse: b       მძიმედ მოკაზმა ასული   მანათლობელი ღამისა,
Line of ed.: 3   Verse: c       მისცა პორფირი სამეფო,   შეამკო, შეახამისა,
Line of ed.: 4   Verse: d    და   ვითარცა სძალი მოჰკაზმა,   მზედ სახედველი თვალისა.






Paragraph: 289  
Line of ed.: 5   Verse: a       289. გოდებით მოთქვამს, გულმდუღრად   ცრემლითა საკვირველითა:
Line of ed.: 6   Verse: b       "ვა შვილო, მხოლოდშობილო,   მამას დაფარავ ბნელითა,
Line of ed.: 7   Verse: c       მიხვალ ვეშაპის საჭმლად, მიმყავ   ჩემისა ხელითა,
Line of ed.: 8   Verse: d    და   რას მიზამ ოხერს მამასა,   დასწვავ ცეცხლითა ცხელითა".






Paragraph: 290  
Line of ed.: 9   Verse: a       290. ამას ტიროდა, მოთქმიდა,   ვითა სანთელი დნებოდა:
Line of ed.: 10   Verse: b       "შენზედ ცილობდენ მეფენი,   გარ ცეცხლი შემოგზნებოდა,
Line of ed.: 11   Verse: c       ვერვინ გიშოვნა საცოლოდ,   ყოველნი შენთვის ბნდებოდა,
Line of ed.: 12   Verse: d    და   აწ ვეშაპს გაძლევ საჭმელად,   შავგული მისთვის კვდებოდა.






Paragraph: 291  
Line of ed.: 13   Verse: a       291. ქორწილის ვიყავ მომლოდნე,   ლხინი მინდოდა გამეგო,
Line of ed.: 14   Verse: b       რომელიც ჯობდა ხელმწიფე,   შენთვის ლოგინად დამეგო,
Line of ed.: 15   Verse: c       ჩემი ქონება, სიმდიდრე,   ოხერი თქვენთვის წამეგო,
Line of ed.: 16   Verse: d    და   ეს თუ რომ იყოს ჩემს თავზედ,   გული ლანგარზედ აეგო.






Paragraph: 292  
Line of ed.: 17   Verse: a       292. ვით გამზადებ საქორწინოდ,   ორღანოსა, ჩანგსა კვრასა,
Line of ed.: 18   Verse: b       სეფასა და ან ყაბახსა,   ქოს-წინწილსა, ანუ სრასა,
Line of ed.: 19   Verse: c       ვა მე, შვილო, მისდა ნაცვლად   თვალნი მივსცე ცრემლთა ღვრასა,
Line of ed.: 20   Verse: d    და   მზად ვეშაპი შთანთქმად შენად,   დაამყარებ ჩემთვის ვასა.






Paragraph: 293  
Line of ed.: 21   Verse: a       293. ვა მე, შვილო, დამესმიან   გულსა დაღი სადაღავნი,
Line of ed.: 22   Verse: b       შენ ვეშაპსა ვით მოგიგდო,   შეგჭამს პირი სადაღავნი;
Line of ed.: 23   Verse: c       შენ გნატრიდენ ხელმწიფენი,   ბეგები დასად აღავნი,
Line of ed.: 24   Verse: d    და   ვინ მყავს კაცი შიშველად შენდა,   რომ ვეშაპსა სადაღავნი.






Paragraph: 294  
Line of ed.: 25   Verse: a       294. ვაიმე, ვეღარ ვიხილო   მე პირი შენი მზიანად,
Line of ed.: 26   Verse: b       ვერც ვნახო შენი ქორწილი   მე პატივ საფარვლიანად,
Line of ed.: 27   Verse: c       ვერც შენის მუცლის ნაყოფი   მეღირსოს, გნახო ძიანად,
Line of ed.: 28   Verse: d    და   სად დაგიტირო, ვა შვილო,   მუდამ მეყოფი ზიანად".






Paragraph: 295  
Line of ed.: 29   Verse: a       295. მერმეღა ბრძანა: "მიიღეთ   მეფობა ესე ჩემია,
Line of ed.: 30   Verse: b       ოქრო-ვერცხლი და რაცა მაქვს   ქვეყანა, ანუ თემია,
Line of ed.: 31   Verse: c       ყველა წაიღეთ, თქვენ გქონდეს   ხელმწიფეს მოუცემია,
Line of ed.: 32   Verse: d    და   დამახსნევინეთ ძე ჩემი   ვეშაპის მისაცემია".






Paragraph: 296  
Line of ed.: 33   Verse: a       296. არვინ ისმინა მეფისა   ხვეწნა და შემუდარება,
Line of ed.: 34   Verse: b       ამისთვის მას გაეჩინა,   დაუწყო თავსა ბარება,
Line of ed.: 35   Verse: c       აწ მაზედ მიდგა ბეგარა,   გლახ, ლხინი დაემწარება,
Line of ed.: 36   Verse: d    და   ვინც თხრილი თხარა, ჩავარდა,   მას რაღა მოეხმარება?



Page of ed.: 341  




Paragraph: 297  
Line of ed.: 1   Verse: a       297. რა მეფემან ვერ შეიგნა   მოქალაქეთ შვილთა დახსნა,
Line of ed.: 2   Verse: b       მისგან ერთა მიუდრეკლად   არც ბაგენი ერთმა გახსნა,
Line of ed.: 3   Verse: c       მისცა შვილი საყვარელი,   იგი ტბისა პირას დახსნა,
Line of ed.: 4   Verse: d    და   შეკრიბნა ყოველნი ერნი   და საჭვრეტად გამოასხნა.






Paragraph: 298  
Line of ed.: 5   Verse: a       298. წმინდა გიორგი გამოჩნდა,   მათდა მოქცევად ცხოველი,
Line of ed.: 6   Verse: b       სასწაული და ნიშები   უჩვენოს კერპთა ყოველი;
Line of ed.: 7   Verse: c       მეფე უსჯულო ლასისა   კერპისა შემაპოველი,
Line of ed.: 8   Verse: d    და   შვილსა უჭვრეტდა, მოსთქმიდა   საწყალი, ცრემლთა მთოველი.






Paragraph: 299  
Line of ed.: 9   Verse: a       299. კაბადუკიით მოვიდა   წმინდა გიორგი გზაზედა,
Line of ed.: 10   Verse: b       ჭარმანგს წყალს ასმევს, მიხედა,   მან ქალი ნახა წყალზედა,
Line of ed.: 11   Verse: c       შეშინებული, საწყალი,   ჩუმად ცრემლი სდის თვალზედა.
Line of ed.: 12   Verse: d    და   უბრძანა: "ქალო, რას სტირი,   რა მოხდა შენსა თავზედა?"






Paragraph: 300  
Line of ed.: 13   Verse: a       300. ტბის პირსა იყო მჯდომარე,   მტირალი თვალცრემლიანი.
Line of ed.: 14   Verse: b       უბრძანა: "ქალო, რასა სტირ   შენ მწარედ გულნაღვლიანი,
Line of ed.: 15   Verse: c       ანუ თუ აქა რას უზი   ტბის პირსა პირად მზიანი,
Line of ed.: 16   Verse: d    და   რას შეუქმნიხარ ფერნაკრთალ   ბროლ-ლალი ფერადიანი?"






Paragraph: 301  
Line of ed.: 17   Verse: a       301. ქალმან ჰკადრა: "მოგახსენებ,   მე სიტყვასა განაბედსა,
Line of ed.: 18   Verse: b       გხედავ მხედარ ახოვანსა,   მშვენიერად შესახედსა,
Line of ed.: 19   Verse: c       ტან-საროს და ლომ-ნაკვეთსა,   უსწოროსა, მაღლა მხედსა,
Line of ed.: 20   Verse: d    და   მიკვირს, აქა რად მოსრულხარ   სასიკვდინოდ ამა ქედსა?"






Paragraph: 302  
Line of ed.: 21   Verse: a       302. კადრა თუ: "წადი ცხენ მალედ,   ნუ დაიყოვნი ხანებსა".
Line of ed.: 22   Verse: b       წმიდამან უთხრა: "მე ვხედავ   ხელმწიფესა და ხანებსა,
Line of ed.: 23   Verse: c       ნეტარ-ძი რისთვის გიჭვრეტენ   ისინი ხანის-ხანებსა?"
Line of ed.: 24   Verse: d    და   ქალმა თქვა: "უფალო ჩემო,   მით გული ჩემი ხანებსა;






Paragraph: 303  
Line of ed.: 25   Verse: a       303. გრძელია ჩემი ამბავი,   სამბობელიცა ძნელია,
Line of ed.: 26   Verse: b       ვერ ძალ-მიძს თხრობა ამბისა,   მალ წადი, დაუცდელია,
Line of ed.: 27   Verse: c       შენც არ შეგჭამოს ვეშაპმან,   ჩემთვის არც სანატრელია".
Line of ed.: 28   Verse: d    და   ჰრქვა წმიდამან: "ნუგეშინის,   მე სიტყვა მითხარ მრთელია,






Paragraph: 304  
Line of ed.: 29   Verse: a       304. მითხარ მართალი, რასა იქ,   რა ხელი გაქვსო, რომელი,
Line of ed.: 30   Verse: b       მე არ შეგაჭმევ ვეშაპსა,   ღმერთი მიდგს დიდი, ცხოველი,
Line of ed.: 31   Verse: c       მე მაქვს იმედი მისგანა,   ნუ ხარ ცრემლისა მთოველი".
Line of ed.: 32   Verse: d    და   ქალმა ჰრქეა: "უფალო ჩემო,   აწ მოგახსენო ყოველი:






Paragraph: 305  
Line of ed.: 33   Verse: a       305. ქალაქი ესე ლასია   კარგი, მორჭმითა მყოფილი,
Line of ed.: 34   Verse: b       ტბა ესე დიდი, ვითა ზღვა,   ვეშაპი შიგა მჯდომელი;
Line of ed.: 35   Verse: c       ქალაქის კაცთა მყლაპავი,   დიდი, თვალმიუწდომელი,
Line of ed.: 36   Verse: d    და   ერთა ამათი მომსრველი   უწყალო, მიულმობელი.



Page of ed.: 342  




Paragraph: 306  
Line of ed.: 1   Verse: a       306. მე ვარ ასული მეფისა   ამა ქალაქის დიდისა,
Line of ed.: 2   Verse: b       სახელად ქვია სელინოზ,   მას ცრემლი ჩემთვის სდინდისა,
Line of ed.: 3   Verse: c       მამამან ჩემმან ბრძანება   დასდვა ამას ტბის კიდისა:
Line of ed.: 4   Verse: d    და   შვილთა მისცემდეს ყოველი,   გაგება ესე ხიდისა.






Paragraph: 307  
Line of ed.: 5   Verse: a       307. მოქალაქეთა მოლიეს,   მათ მისცეს თვითო შვილები,
Line of ed.: 6   Verse: b       აწ მამაჩემზედ მოვიდა   ხვედრი და ესე წილები,
Line of ed.: 7   Verse: c       ვეშაპი შემჭამს, ეს არის,   არ მეღირსების ძილები,
Line of ed.: 8   Verse: d    და   ყველა გითხარ და აწ წადი,   მშვიდობით თქვენი პირები".






Paragraph: 308  
Line of ed.: 9   Verse: a       308. მან თქვა: "წადი, დამაგდე მე   მხეცთა საჭმელად ამისად",
Line of ed.: 10   Verse: b       წმინდამან უთხრა: "ნუგეშის,   ნუ ძრწი ვეშაპის ჭამისად,
Line of ed.: 11   Verse: c       მითხარ, ქალაქნი ვის ესავს   და ღმერთი შენის მამისად,
Line of ed.: 12   Verse: d    და   რომელსა ღვთისა მსახურებს,   სახელი მინდა თქმა მისად".






Paragraph: 309  
Line of ed.: 13   Verse: a       309. ქალმან თქვა: "ირაკლის ესვენ   და აპოლონს არ ავსა,
Line of ed.: 14   Verse: b       საკამანდროს და არტემის,   მას ღვთისა დაუფარავსა".
Line of ed.: 15   Verse: c       წმინდა ეტყოდა: "ნუგეშის,   ამისთვის ნურცა გზარავსა,
Line of ed.: 16   Verse: d    და   მე მოვკლავ ღვთითა ვეშაპსა   დღეს, თქვენსა გამამწარავსა".






Paragraph: 310  
Line of ed.: 17   Verse: a       310. აღიხილნა თვალნი ზეცად,   მან წმიდამან ხელი აყო:
Line of ed.: 18   Verse: b       "რომელი ზი ქერაბინთა,   ღმერთო ჩემო, რაცა ხმა ვჰყო,
Line of ed.: 19   Verse: c       უფსკრულთა და ჯურღმულთ ხედავ,   სამებაო, ესე რა ვყო,
Line of ed.: 20   Verse: d    და   ჭეშმარიტო ქრისტე ღმერთო,   შენის ლოცვით გულისხმა-ვჰყო.






Paragraph: 311  
Line of ed.: 21   Verse: a       311. შენ ხარ გულთა განმკითხველი,   სახიერი კაცთა თქმისა,
Line of ed.: 22   Verse: b       შენ უჩვენე სასწაული   მოსეს დიდ მრავალჟამისა,
Line of ed.: 23   Verse: c       ჩემზედაცა სასწაული   კერპს უჩვენე ხმა გზისა,
Line of ed.: 24   Verse: d    და   კეთილ და სასწაულ მეყავ,   სმენა მესმას შენის ხმისა.






Paragraph: 312  
Line of ed.: 25   Verse: a       312. დამამორჩილე ვეშაპი,   მხეცი მძვინვარედ დიდია,
Line of ed.: 26   Verse: b       ჩემთა ფერჴთ-ქვეშე დასთრგუნე,   სიდიდის გარდამკიდია,
Line of ed.: 27   Verse: c       კერპთა სცნან, რათა ჩემთან ხარ,   დავამხო იგი ფლიდია".
Line of ed.: 28   Verse: d    და   მერმე ხმა ისმა ზეციდგან   მოწყალისაგან კიდეა:






Paragraph: 313  
Line of ed.: 29   Verse: a       313. "აჰა, შეესმა უფალსა   ვედრება შენი ყოველი,
Line of ed.: 30   Verse: b       შენ დაგმორჩილდეს ვეშაპი,   ყოველთა შეუპოველი,
Line of ed.: 31   Verse: c       რაცა გენების, ისი ყვე,   მისგან ძალს ნურას მოელი,
Line of ed.: 32   Verse: d    და   დათრგუნე, მოჰკალ, ვითარცა   დია პირუტყვი მძოველი.






Paragraph: 314  
Line of ed.: 33   Verse: a       314. მე შენთანა ვარ, იცოდეს   ერმან, ამ კერპმან მდგომელმან".
Line of ed.: 34   Verse: b       შეირყა მუნ ლერწმოვანი,   ტბა შფოთავს, ნახა ყოველმან,
Line of ed.: 35   Verse: c       ქალი შეშინდა საწყალი   და ხმა-ყო ძრწოლით მხმობელმან,
Line of ed.: 36   Verse: d    და   "ვაიმე, უფალ, წა მალე,   არ დაგნთქას დამამხობელმან,



Page of ed.: 343  




Paragraph: 315  
Line of ed.: 1   Verse: a       315. აგერა მოვა ვეება   ვეშაპი განუძღომელი".
Line of ed.: 2   Verse: b       წმინდამან უთხრა: "ნუგეშის,   მისგან ძალს ნუღარ მოელი".
Line of ed.: 3   Verse: c       ვეშაპისაკენ მიმართა,   უჭვრეტდა ერი ყოველი,
Line of ed.: 4   Verse: d    და   დასახა ჯვარი ქრისტესი,   პატიოსანი, ცხოველი.






Paragraph: 316  
Line of ed.: 5   Verse: a       316. მუნ მოიღვლარჭნა ვეშაპი,   მის წმინდის წინა გორვიდა,
Line of ed.: 6   Verse: b       დიდი, უზომო, პირ-ცეცხლი   დიდსა მთას შეესწორვიდა;
Line of ed.: 7   Verse: c       წმინდამან ლოცვა დაიწყო,   ღმერთსა არ განიშორვიდა,
Line of ed.: 8   Verse: d    და   ვეშაპი გახდა უხმარად,   ვერ მისებურად ცორვიდა.






Paragraph: 317  
Line of ed.: 9   Verse: a       317. მის წინ დაეცა ვეშაპი   უსულო, ვითა მკვდარია,
Line of ed.: 10   Verse: b       ქალს უთხრა: "შენი სარტყელი   შეიხსენ, მომაბარია".
Line of ed.: 11   Verse: c       მიართვა ქალმან სარტყელი,   უმზერდა სრულად ჯარია,
Line of ed.: 12   Verse: d    და   ვეშაპს მოაბა, ქალს მისცა,   მიყვება ვითა ცხვარია.






Paragraph: 318  
Line of ed.: 13   Verse: a       318. "მამასა შენსა მიჰგვარე   და ჯარსა, იქ რომელია".
Line of ed.: 14   Verse: b       წაუძღვა ქალი ვეშაპსა   მამამისისკენ მვლელია,
Line of ed.: 15   Verse: c       იხილეს საკვირველება   და სასწაული ძნელია,
Line of ed.: 16   Verse: d    და   შეშინდეს ვეშაპისაგან,   გზა უნდათ წასასვლელია.






Paragraph: 319  
Line of ed.: 17   Verse: a       319. რქვა მას წმინდამან: "ნუგეშის,   დეგით ურიდლად მისაგან,
Line of ed.: 18   Verse: b       იხილეთ მაცხოვარება   მოწყალის ჩემის ღვთისაგან,
Line of ed.: 19   Verse: c       თუ გრწმენინ იესო ქრისტე,   დაგიხსნა ვეშაპისაგან,
Line of ed.: 20   Verse: d    და   თვარემ ისრევე აუშვებ,   არ გამოვიყვან ტბისაგან.






Paragraph: 320  
Line of ed.: 21   Verse: a       320. თუ მოიქცევით სარწმუნოთ,   ვარ თქვენი შუამდგომელი,
Line of ed.: 22   Verse: b       მე მოვკლა ესე ვეშაპი,   იგ თქვენი დამანთქობელი".
Line of ed.: 23   Verse: c       მეფემ და მისთა თავადთა   მიუგეს ესე ყოველი,
Line of ed.: 24   Verse: d    და   "გვრწამს ჭეშმარიტად სამება,   მამა, ძე, სული ცხოველი".






Paragraph: 321  
Line of ed.: 25   Verse: a       321. წმინდამან პირსა შუბი ჰკრა,   კეფას გასჩარა წვერია,
Line of ed.: 26   Verse: b       სისხლის რუ ვითა გაუშვა,   უჭვრეტდა იგი ერია,
Line of ed.: 27   Verse: c       იღვლარჭნებოდა ვეშაპი,   აუშვა დიდი მტვერია,
Line of ed.: 28   Verse: d    და   მერმე ხმალს ხელი მოივლო   -- იმისი შესაფერია.






Paragraph: 322  
Line of ed.: 29   Verse: a       322. შუას ხრმალი ჰკრა წმინდამან,   იგი გაკვეთა ეგ ორად,
Line of ed.: 30   Verse: b       წვრილად დაკვეთა, ვეება   მან შეაყენა გორად,
Line of ed.: 31   Verse: c       ზოგ-ზოგნი შიშით გარდიქცა,   იგი მიწათა ეგო რად,
Line of ed.: 32   Verse: d    და   მაზედან ხრმალი იხმარა,   ცუდად ქარქაშში ეგო რად?






Paragraph: 323  
Line of ed.: 33   Verse: a       323. შეკრბა სიმრავლე ერისა,   მეფისა დედა-წულები,
Line of ed.: 34   Verse: b       ამბორს-უყოფდეს გიორგის   სამოთხით წამოსულები.
Line of ed.: 35   Verse: c       ქრისტესა ღმერთსა აქებდეს   მომქცევნი, იქ მოსულები,
Line of ed.: 36   Verse: d    და   მოიქცა იგი სამეფო,   შეიმკვეს მათი სულები.



Page of ed.: 344  




Paragraph: 324  
Line of ed.: 1   Verse: a       324. წმინდამან უთხრა პატრიაქს   მას დიდსა ალექსანდრიას:
Line of ed.: 2   Verse: b       "ყველა ემბაზით დანათლე,   ღმერთს ეხონ ფიცხლად ადრია,
Line of ed.: 3   Verse: c       მეფე და ეს მოქალაქე   ყოველი მისი მწადრია,
Line of ed.: 4   Verse: d    და   ღმერთს ადიდებდეს ყველანი,   ქება ამისთვის გკადრია".






Paragraph: 325  
Line of ed.: 5   Verse: a       325. თხუთმეტს დღეს ნათლეს ყოველი,   ისწავეს ქრისტეს რჯულია,
Line of ed.: 6   Verse: b       ორმოცდა ხუთი ათასი   შეიქმნა დანათლულია.
Line of ed.: 7   Verse: c       იხარებს იგი ქალაქი,   მეფე და ერი სრულია,
Line of ed.: 8   Verse: d    და   იგ პირმზე ქალი მამის წინ   განცხრომით შემოსულია.






Paragraph: 326  
Line of ed.: 9   Verse: a       326. მაშინ მეფემან ერითურთ   ტაძარს ხელ-მიყო შენება,
Line of ed.: 10   Verse: b       დიდი და პატიოსანი,   წმინდა გიორგის ენება;
Line of ed.: 11   Verse: c       ღმერთს ადიდებდეს ყოველნი,   იყო გიორგის ხსენება,
Line of ed.: 12   Verse: d    და   იყო მუდმისად მშენებელთ   ლხინი და გამოჩვენება.






Paragraph: 327  
Line of ed.: 13   Verse: a       327. რა აღასრულეს ტაძარი,   ვითა მზე შესახედარი,
Line of ed.: 14   Verse: b       ნახვად მობრძანდა გიორგი,   მხნე, ახოვანი მხედარი,
Line of ed.: 15   Verse: c       საკურთხეველი მოივლო,   არ სასწაულზედ მცრედ არი,
Line of ed.: 16   Verse: d    და   მან განანათლა სამყარო,   უღრუბლო, ვითა მზედ არი.






Paragraph: 328  
Line of ed.: 17   Verse: a       328. აღმოაცენა მან წყარო   საკურთხევლისა არესა,
Line of ed.: 18   Verse: b       მსწრაფლ განიკურნის, ვინცა სვის,   კვლავ ყოფილიყო არესა,
Line of ed.: 19   Verse: c       მორწმუნეთათვის შარბათი,   ვინც თავი მისკენ არესა,
Line of ed.: 20   Verse: d    და   იყო შაქრისა უტკბესი,   გულს დაატკბობდა მწარესა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Giorgi Mtavarmocame.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 21.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.