Paragraph: 272 | ||
Line of ed.: 3 Verse: a | 272. რა აღასრულა წმინდამან | ღვთის წინა ლოცვა ესია, |
Line of ed.: 4 Verse: b | მას ღრუბლიდაღმან ეჩვენა | იესო ქრისტე მესია, |
Line of ed.: 5 Verse: c | რქვა მას: "წმინდაო გიორგი, | სასუფეველი ზესია, |
Line of ed.: 6 Verse: d და | მოველ ჩემს წინა, ამაღლდი, | ამას რა უკეთესია? |
Paragraph: 273 | ||
Line of ed.: 7 Verse: a | 273. რომელმან აღსარებითა | ქება შეგამკოს მკობილი, |
Line of ed.: 8 Verse: b | ღვაწლი გაქვს პატიოსანი, | ჩემგან ზეცას ხარ ხმობილი". |
Line of ed.: 9 Verse: c | თავსა დაადგა გვირგვინი, | უბრძანებს მხოლოდშობილი: |
Line of ed.: 10 Verse: d და | "ცხოვრება წმინდა, ნათელი, | მამისაგან ხარ ცნობილი. |
Paragraph: 274 | ||
Line of ed.: 11 Verse: a | 274. აჰა, ვფიცავ თავსა ჩემსა, | თხოვა შენი მოგენიჭოს, |
Line of ed.: 12 Verse: b | რაცა მთხოვე, ყველა მოგცე, | ანუ რაცა მოგენიჭოს, |
Line of ed.: 13 Verse: c | ვინცა იყოს ჭირსა შინა | და სასჯელსა განერინოს, |
Line of ed.: 14 Verse: d და | წმინდის გულით მოგიხსენოს, | არაფერი გაეჭიროს. |
Paragraph: 275 | ||
Line of ed.: 15 Verse: a | 275. ზღვათა შინა, ანუ სხვათა | საოცართა სატანჯველთა, |
Line of ed.: 16 Verse: b | სალმობათა, სატანჯველთა | და ურვითა მრავალფერთა |
Line of ed.: 17 Verse: c | მამა, ძე და სული წმინდა, | მოიხსენოს შენ მიერთა, |
Line of ed.: 18 Verse: d და | ყველა იხსენ ძნელთა ჭირთა, | გამოიხსენ შენ მიერთა. |
Paragraph: 276 | ||
Line of ed.: 19 Verse: a | 276. წყალთა იყოს ანუ ნავთა, | ანუ ვლიდეს ზედა ხმელთა, |
Line of ed.: 20 Verse: b | ანუ ცხენით, ან ცურვიდეს | დილა-მწუხრით ანუ ბინდთა, |
Line of ed.: 21 Verse: c | ომსა შიგან გასაჭირსა, | ღრეთა, კლდეთა ანუ ხიდთა, |
Line of ed.: 22 Verse: d და | ყველა ჭირსა გამოიხსენ, | ვინ მახსენოს, დია დიდთა. |
Paragraph: 277 | ||
Line of ed.: 23 Verse: a | 277. ეშმაკეულნი ვინც იყოს, | აწ შეპყრობილი მისაგან, |
Line of ed.: 24 Verse: b | ანუ ნავსა ჯდეს, ხვამალდსა, | ან იჭიროდეს ზღვისაგან, |
Line of ed.: 25 Verse: c | შენი სახელი ახსენოს, | დავიხსნა სატანჯვლისაგან, |
Line of ed.: 26 Verse: d და | ცოდვილთაც შენგან ულხინო, | ჯოჯოხეთისა ღრმისაგან". |
Paragraph: 278 | ||
Line of ed.: 27 Verse: a | 278. რა დაათავა პასუხი, | ზეცას ამაღლდა ცხოველი, |
Line of ed.: 28 Verse: b | მაშინ წმინდამან მიუთხრა | თავისმომკვეთთა ყოველი: |
Line of ed.: 29 Verse: c | "მოდით და, ძმანო, წარმკუეთეთ | მე თავი ცრემლთა მთოველი". |
Line of ed.: 30 Verse: d და | წარიპყრა თავი ქედდახრით, | ვითა პირუტყვი მძოველი. |
Paragraph: 279 | ||
Line of ed.: 31 Verse: a | 279. მათ წარკვეთეს თავი წმინდა, | იმათ ღმერთი არა სწამსა, |
Line of ed.: 32 Verse: b | აღესრულა წმინდა იგი | თვესა აპრილს ოცდასამსა, |
Line of ed.: 33 Verse: c | დღესა ერთსა პარასკევსა, | მეშვიდესა დღისა ჟამსა, |
Line of ed.: 34 Verse: d და | სრულ იქმნა ესე წამება, | სასწაული მისგან ხამსა. |
Paragraph: 280 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 280. წამებამდის სასწაული | კვლავ გიამბო, რა ქმნა ძნელად, |
Line of ed.: 2 Verse: b | ქვეყნად იყო წმიდა იგი | ხორციელი ხმელთა წყლულად |
Line of ed.: 3 Verse: c | მუნ ქალაქი ლასიისა | იყო კერპთა შემწირველად, |
Line of ed.: 4 Verse: d და | მას სელინოზ პატრონობდა, | მეფე იჯდა კერპთა მცველად. |