TITUS
Giorgi Mtavarmocame
Part No. 54
Previous part

Chapter: 11     
Line of ed.: 5   კარი მეთერთმეტე. წმინდა გიორგი და დედოფალი
Line of ed.: 6  
ალექსანდრე მახვილითა აღესრულეს






Paragraph: 247  
Line of ed.: 7   Verse: a       247. მაშინ ბრძანა უსჯულომან   მახვილითა დასრულება,
Line of ed.: 8   Verse: b       ორთავ თავი წარკვეთეთო,   გიორგისთვის ბრძანა გრძნება;
Line of ed.: 9   Verse: c       გიორგის და დედოფლისთვის   სასიკვდინედ განჩინება:
Line of ed.: 10   Verse: d    და   დაკვეთა ორთავ თავების,   უბრალოთა განრინება.






Paragraph: 248  
Line of ed.: 11   Verse: a       248. რა განიყვანეს გიორგი   და დედოფალი მათია,
Line of ed.: 12   Verse: b       გარეგან ქალაქს გაასხეს,   ორთავე მოწაღმართია,
Line of ed.: 13   Verse: c       არ შეიწყალეს უღვთოთა,   ვით მეხიშტეთა დათვია.
Line of ed.: 14   Verse: d    და   ორნივე ქრისტეს აქებდეს,   იგ მისთვის მოკამათია.






Paragraph: 249  
Line of ed.: 15   Verse: a       249. სანატრელი დედოფალი,   ვითა მთვარე გავსილიყო,
Line of ed.: 16   Verse: b       წმინდის თანა ილოცვიდა,   სიხარულით აღვსილიყო,
Line of ed.: 17   Verse: c       წამებასა იგონებდა,   მისთვის ძნელი ადვილ იყო,
Line of ed.: 18   Verse: d    და   ილოცვიდა ქრისტე ღმერთსა,   ვარდი ვითა გაშლილიყო.






Paragraph: 250  
Line of ed.: 19   Verse: a       250. მიმავალი ცათ შესტირის,   მაღლა ხედავს სინათლესა,
Line of ed.: 20   Verse: b       მერმე დაჯდა გზასა ზედა,   გაეშალა სინაზესა;
Line of ed.: 21   Verse: c       ესრეთ წმინდად დაესრულა,   ნათელი ადგს, გვანდა მზესა,
Line of ed.: 22   Verse: d    და   სული მისი აღიყვანეს   ანგელოზთა იმავ დღესა.






Paragraph: 251  
Line of ed.: 23   Verse: a       251. რა ხრმალი ნახა მომკვეთი,   ზეცად აღიპყრა ხელია,
Line of ed.: 24   Verse: b       ვეღარ იარა სინაზით,   გზაზედა დაჯდა მრთელია;
Line of ed.: 25   Verse: c       თავი მოჰკვეთეს, დაადგა   ნათელი გაუშლელია,
Line of ed.: 26   Verse: d    და   სული ანგელოზთ წაუძღვა,   სადა სუფევა გრძელია.






Paragraph: 252  
Line of ed.: 27   Verse: a       252. რა მიიყვანეს გიორგი   ადგილსა წამებისასა,
Line of ed.: 28   Verse: b       ჯალათთა უთხრა: "მაცადეთ,   სახელსა ვესავ ღვთისასა".
Line of ed.: 29   Verse: c       მათ დააცადეს, ილოცავს   სახელსა სამებისასა,
Line of ed.: 30   Verse: d    და   ცად თვალი ჰქონდა ხელ-განპყრობ,   აქებს სახელსა მისასა.






Paragraph: 253  
Line of ed.: 31   Verse: a       253. რა აღიხილნა ცად თვალნი,   ცრემლთა დაუწყო ყრანია,
Line of ed.: 32   Verse: b       ვინცა ირწმუნის სნეულთა,   კოჭლნი, საპყარნი, ბრმანია,
Line of ed.: 33   Verse: c       ისმენდის მისსა ლოცვასა,   განკურნის სხვა და სხვანია,
Line of ed.: 34   Verse: d    და   ღმერთს ყვედრების გულმდუღრად, ლაღთა   დაუწყო რწყვანია.



Page of ed.: 336  




Paragraph: 254  
Line of ed.: 1   Verse: a       254. "უფალო ღმერთო, რომელი   ხარ შემოქმედი ყოველთა,
Line of ed.: 2   Verse: b       საუკუნოსა კეთილთა   შენგან მოველი ცხოველთა,
Line of ed.: 3   Verse: c       შენდა მივილტვი ხელ-აპყრობ,   წყალობას გვიზამ მთხოველთა,
Line of ed.: 4   Verse: d    და   შენ ხარ მიმცემი ნიჭისა,   შენს წინა ცრემლთა მთოველთა.






Paragraph: 255  
Line of ed.: 5   Verse: a       255. შენთა მოყვარეთ, კეთილო,   უფალო ღმერთო ცათაო,
Line of ed.: 6   Verse: b       ყოვლად ძლიერო, ცხოველო,   უფალო უფლებათაო,
Line of ed.: 7   Verse: c       ქრისტიანთ სასოებაო,   ღმერთო ხმელთა და ცათაო,
Line of ed.: 8   Verse: d    და   მიწასა შენსა გიორგის   წარმიძეღვ მართალთ გზათაო.






Paragraph: 256  
Line of ed.: 9   Verse: a       256. , ღმერთო გამოუთქმელო,   სუფევა შენი გრძელია,
Line of ed.: 10   Verse: b       არა არს მუნ დასასრული,   სად საუკუნო ვრცელია,
Line of ed.: 11   Verse: c       შენ ჩემი ლოცვა ისმინე   და მომიმართე ხელია,
Line of ed.: 12   Verse: d    და   მომმადლე ტანჯვა, მოთმენა,   წყალობას შენგან ველია.






Paragraph: 257  
Line of ed.: 13   Verse: a       257. სიკვდილამდინ ნუ შეიძრვის   ფერხი ჩემი წამებითა,
Line of ed.: 14   Verse: b       სული ჩემი შეივედრე,   სახიერო, სამებითა,
Line of ed.: 15   Verse: c       ეშმაკთაგან გამომიხსენ   შენის ტკბილის ბრძანებითა,
Line of ed.: 16   Verse: d    და   მიხსენ ჰაერის მცველისგან,   მომეც მშვიდი გზა ნებითა.






Paragraph: 258  
Line of ed.: 17   Verse: a       258. სათნოთა შენთა შემრაცხე,   მათთან აღმიპყარ ხელია,
Line of ed.: 18   Verse: b       შეუნდვენ ამა წარმართთა,   რაც მიყვეს სატანჯველია,
Line of ed.: 19   Verse: c       რომელნი ჩემთან ეწამნეს,   ყვნეს სატანჯველი ძნელია,
Line of ed.: 20   Verse: d    და   ნეტართა ამათ მომადლე   სუფევა, საშვებელია.






Paragraph: 259  
Line of ed.: 21   Verse: a       259. შენ განანათლენ იგინი   ცნობითა ჭეშმარიტითა,
Line of ed.: 22   Verse: b       შენ გნებავს კაცთა ცხოვრება   მოწყალებითა დიდითა,
Line of ed.: 23   Verse: c       მოსავნი შენნი დაიცვენ,   სარწმუნოებით ვლიდითა,
Line of ed.: 24   Verse: d    და   მოგვეც შიში და სურვილი   შენი ცნობითა მშვიდითა.






Paragraph: 260  
Line of ed.: 25   Verse: a       260. წმიდათა თანა შერაცხენ,   აქა იწამნეს რომელი,
Line of ed.: 26   Verse: b       მათ აღასრულეს წამება,   იყვიან შენი მნდომელი,
Line of ed.: 27   Verse: c       ვინცა გესვიდეს, მიმადლე   სუფევა მიუთხრობელი,
Line of ed.: 28   Verse: d    და   სახელი შენი ადიდონ   და ტკბილი შენი მშობელი.






Paragraph: 261  
Line of ed.: 29   Verse: a       261. რომლისა რწმენა, სახელი,   მამა, ძე, წმინდა სულია,
Line of ed.: 30   Verse: b       მათ სრულ-ყვეს შენთვის წამება   კერპთაგან გაბასრულია;
Line of ed.: 31   Verse: c       ღირს-ყვენ ცხოვრების ნაწილი,   სუფევდენ მაშინ სულია,
Line of ed.: 32   Verse: d    და   ჩემს სიმდაბლესა მოხედენ,   ვარ მეცა წამოსულია.






Paragraph: 262  
Line of ed.: 33   Verse: a       262. აწ ჩემი თხოვა ისმინე,   მიბოძე საწადელია,
Line of ed.: 34   Verse: b       რასაცა გთხოვდე, მომმადლე,   წყალობას შენგან ველია;
Line of ed.: 35   Verse: c       ვინც ჩემნი ძვალნი მიიღოს,   მას განუნათლე ბნელია,
Line of ed.: 36   Verse: d    და   მიეც მადლი და კურნება,   სუფევა, საშვებელია.



Page of ed.: 337  




Paragraph: 263  
Line of ed.: 1   Verse: a       263. ძვალნი ჩემნი სარწმუნოდ იხილოს,   მოჰყოს ხელია,
Line of ed.: 2   Verse: b       რომ შეემთხვიოს სიწმინდით,   მას მადლი ქონდეს მრთელია,
Line of ed.: 3   Verse: c       კურთხევა შენი მიჰფინე,   განუქვრე სატანჯველია,
Line of ed.: 4   Verse: d    და   ჩემგან მიიღოს კურნება   და დღენი ჰქონდეს გრძელია.






Paragraph: 264  
Line of ed.: 5   Verse: a       264. ვინცა ჩვენება ძილშიგან   იხილოს ჩემი ცხოველი,
Line of ed.: 6   Verse: b       იხსენი სატანჯველთაგან,   განსდევნე ჭირი ყოველი,
Line of ed.: 7   Verse: c       სასჯელსა დიდსა საშინელს   წმიდად ყავ შეუპოველი,
Line of ed.: 8   Verse: d    და   ისმინე ჩემი ვედრება,   წყალობას შენგან მოველი.






Paragraph: 265  
Line of ed.: 9   Verse: a       265. სიმდაბლე ჩემი ახსენოს,   წამება ჩემი სჯისაგან,
Line of ed.: 10   Verse: b       იხსენი ძნელთა ჭირთაგან,   დაიცევ სატანჯვლისაგან,
Line of ed.: 11   Verse: c       თავისუფალ ყვენ იგინი   ჭირისა სხვადასხვისაგან,
Line of ed.: 12   Verse: d    და   რა მოიღრუბლოს ჰაერმან   სეტყვისა ანუ ძვრისაგან,






Paragraph: 266  
Line of ed.: 13   Verse: a       266. მაშინ მახსენოს შენ მიერ,   წამება ჩემი ყოველი,
Line of ed.: 14   Verse: b       მას ზედა ღვარნი ნუ ავლენ,   მომადლე სული ცხოველი,
Line of ed.: 15   Verse: c       ცვარად შერაცხენ ყოველნი,   ჰყვენ მისგან შეუპოველი,
Line of ed.: 16   Verse: d    და   კოხი და სეტყვა განაქვრე,   წყალობას შენგან მოველი.






Paragraph: 267  
Line of ed.: 17   Verse: a       267. უფალო ღმერთო, ცხოველო,   მომმადლე გთხოვე რაცა და
Line of ed.: 18   Verse: b       ჩემი წამება ახსენონ,   ძმანი ჩემნი დგეს საცა და
Line of ed.: 19   Verse: c       მათ მიეც სასუფეველი,   ხელი აღგიპყრან ზეცადა,
Line of ed.: 20   Verse: d    და   განხეთქე ხელითწერილი   მათი, სატანამ რა სცადა.






Paragraph: 268  
Line of ed.: 21   Verse: a       268. ნუ იყოფიან შეკრული   სული და ხორცი მათია,
Line of ed.: 22   Verse: b       ნურც კეთროვნება ასოთა   ძმათა მეყვესთა დათია,
Line of ed.: 23   Verse: c       ანუ წყლულება სხვა რამე,   მტერთა ეშმაკთა სხვათია,
Line of ed.: 24   Verse: d    და   ყოველისაგან განკურნენ,   ყვენ წმინდა მოწაღმართია.






Paragraph: 269  
Line of ed.: 25   Verse: a       269. ცოდვათ შენდობა მიეცი,   ხარ სახიერი ღმერთია,
Line of ed.: 26   Verse: b       კაცთმოყვარე ხარ, სულგრძელო,   მამისა შენაერთია,
Line of ed.: 27   Verse: c       სისხლნი და ხორცნი არიან,   სწამხარ, სამება ერთია,
Line of ed.: 28   Verse: d    და   შენ უწყი კაცთა ბუნება   ყმათა, ანუ ბერითია.






Paragraph: 270  
Line of ed.: 29   Verse: a       270. საცდური მათი შენ უწყი   და უხილავი მტერია
Line of ed.: 30   Verse: b       მათ ფერხთა ქვეშე დათრგუნე,   გახადე ვითა მტვერია,
Line of ed.: 31   Verse: c       ბრალთა შენდობა მიმადლე,   წყალობა შენი ბევრია,
Line of ed.: 32   Verse: d    და   განხეთქენ ხელითწერილი,   ვითარ ხარ სახიერია.






Paragraph: 271  
Line of ed.: 33   Verse: a       271. ვინც ჩემი წიგნი იკითხოთ,   წამებით წმინდა მყოფელი,
Line of ed.: 34   Verse: b       ანუ აღსწეროს სრულობით,   ამყოფე იგი მფლობელი,
Line of ed.: 35   Verse: c       იხსენი ძნელთა ჭირთაგან   ყოველი შენი მცნობელი,
Line of ed.: 36   Verse: d    და   მიეც მადლი და კურთხევა,   იყავ მტერთ შეუპოველი".



Page of ed.: 338  
Next part



This text is part of the TITUS edition of Giorgi Mtavarmocame.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 21.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.