TITUS
Giorgi Mtavarmocame
Part No. 53
Previous part

Chapter: 10  
Line of ed.: 1   კარი მეათე. წმინდა გიორგიმ კერპნი დაამხვნა






Paragraph: 229  
Line of ed.: 2   Verse: a       229. "აპოლონოს სძლო მის ღმერთსა,   ცხონდი, მეფეო, ქებულად",
Line of ed.: 3   Verse: b       იქმნა დუმილი დიდძალი,   იყვიან შემოკრებულად,
Line of ed.: 4   Verse: c       ქრისტეს მოწამე წარმოდგა   აპოლონოს წინ მთავრულად,
Line of ed.: 5   Verse: d    და   უთხრა: "თუ შენ ხარ ღმერთიო,   მითხარო, ნუ ხარ ფარულად,






Paragraph: 230  
Line of ed.: 6   Verse: a       230. შენ გმსახურებენ, ჯერ არსო,   ხელმწიფე შენი ერთია.
Line of ed.: 7   Verse: b       ჰრქვა სულმან არაწმინდამან:   "მე ხომ არა ვარ ღმერთია,
Line of ed.: 8   Verse: c       არცა ღმერთია ესები,   ეშმაკის შენაერთია,
Line of ed.: 9   Verse: d    და   მამა, ძე, სული ცხოველი   სამებით განაერთია.






Paragraph: 231  
Line of ed.: 10   Verse: a       231. დაბადებულნი მისნი ვართ,   ღმერთი ის არის ცხოველი,
Line of ed.: 11   Verse: b       ჩვენ ეშმაკნი ვართ მაცდურნი,   სატანა ან სამოველი,
Line of ed.: 12   Verse: c       ჯერ ანგელოზნი ვიყავით,   ღმერთი გაგვიწყრა ცხოველი,
Line of ed.: 13   Verse: d    და   ეშმაკად შეგვქმნა, ზეციდგან   ჩვენ გადმოგვხთხივნა მგლოველი.






Paragraph: 232  
Line of ed.: 14   Verse: a       232. კაცთა წაწყმედას ვეცდებით,   გვაქვს ეშმაკისა სახია".
Line of ed.: 15   Verse: b       რქვა მას წმინდამან გიორგი,   მართ სიტყვა სავაგლახია:
Line of ed.: 16   Verse: c       "თუმცა არა ხართ ღმერთები   და ღმრთისა მონასახია,
Line of ed.: 17   Verse: d    და   ჩემს სახეს როგორ განიცდი,   რადგან მე აქა მნახია?






Paragraph: 233  
Line of ed.: 18   Verse: a       233. იქ ვით მოიცდით, სადაცა   იხსენოს ჩემი სახელი,
Line of ed.: 19   Verse: b       სად ქრისტეს ჯვარი დავსახო,   ვით იქნეთ ჩემი მნახველი?
Line of ed.: 20   Verse: c       იგ ჭეშმარიტი ძე ღვთისა   სამართლად თქვენი მლახველი".
Line of ed.: 21   Verse: d    და   დასწერა ჯვარი ქრისტესი,   თვით იყო გამომსახველი.






Paragraph: 234  
Line of ed.: 22   Verse: a       234. მაშინღა დიდი ძერა იქნა   და შფოთი საშინელია,
Line of ed.: 23   Verse: b       დიდი გლოვა და ღაღადი   ეშმაკთა მეტად ძნელია,
Line of ed.: 24   Verse: c       კერპნი დაიქცენ პირდაღმა,   ერთპირად დახდენ ბნელია,
Line of ed.: 25   Verse: d    და   გაქარდენ კერპნი, დაიმსხვრენ,   არც ერთი მორჩა მრთელია.






Paragraph: 235  
Line of ed.: 26   Verse: a       235. იგ დაამხვნა სასწაულმან   ცხოვლისმყოფლის ჯვარისამან,
Line of ed.: 27   Verse: b       და სიტყვამან გიორგისმან,   მოწამეთა მთავრისამან,
Line of ed.: 28   Verse: c       მეფე დეოკლეტიანე   გასკდა ღამე ჯავრისაგან:
Line of ed.: 29   Verse: d    და   მუნ შეიპყრეს წმინდა იგი,   დგა სიმრავლე ჯარისაგან.






Paragraph: 236  
Line of ed.: 30   Verse: a       236. კერპთა უღვთოთა სიმრავლე   იქ იდგა, ბილწი ერია,
Line of ed.: 31   Verse: b       მეფის წინაშე ღაღადყვეს:   "ხელმწიფევ, დაგვიჯერია;
Line of ed.: 32   Verse: c       წარწყმიდე ესე გიორგი,   ჩვენის ღმერთების მტერია,
Line of ed.: 33   Verse: d    და   გრძნებითა კაცთა მომსრველი,   ცდუნებით მრავალფერია,



Page of ed.: 334  




Paragraph: 237  
Line of ed.: 1   Verse: a       237. მან ღმერთი ჩვენი დაამხვნა,   გრძნებითა მოსრნა ესები".
Line of ed.: 2   Verse: b       მეფე განრისხნა, უსჯულო,   გული აქვს დანაკვესები,
Line of ed.: 3   Verse: c       მძლავრი, უღვთო და უსჯულო,   სიბოროტისა ზესები,
Line of ed.: 4   Verse: d    და   ღაღადებასა ქურუმთა   აქვნდა ღვთის გმობის წესები.






Paragraph: 238  
Line of ed.: 5   Verse: a       238. რქვა წმინდასა უსჯულომან   სიტყვა მკვახი, საბუქარი
Line of ed.: 6   Verse: b       "შენ არ მითხარ, აპოლონოს   მე ვესავთ, საუბარი?
Line of ed.: 7   Verse: c       აწ გრძნებითა დააქციე,   ჩვენი ღმერთი ვინცა არი,
Line of ed.: 8   Verse: d    და   მეცა ხელ-ვყო შენზედ რისხვა,   ადრე გნახონ აქა მკვდარი".






Paragraph: 239  
Line of ed.: 9   Verse: a       239. რქვა წმინდამან: "აჰა, ბრმაო,   უგუნურო ხელმწიფეო,
Line of ed.: 10   Verse: b       ურცხვინო და ავაზაკო,   ჯოჯოხეთში მომყეფეო,
Line of ed.: 11   Verse: c       ვერ გიჩვენე სასწაული,   ეშმაკების მომკრეფეო,
Line of ed.: 12   Verse: d    და   მე ქრისტესა მსხვერპლს შევწირავ,   იგია ჩემი მეფეო".






Paragraph: 240  
Line of ed.: 13   Verse: a       240. თქვა: "თუ არ ძალ-უც თქვენს ღმერთთა   შველა თავისა თვისისა,
Line of ed.: 14   Verse: b       როგორ დაიმხვნენ, თქვენ ნახეთ   კერპნი ძალითა ღვთისითა,
Line of ed.: 15   Verse: c       ვერ გულისხმა-ყოთ, რეგვენნო,   დანთქმულნი სატანისითა:
Line of ed.: 16   Verse: d    და   თქვენი კერპნი ვერას გშველით   მანქანებითა მისითა.






Paragraph: 241  
Line of ed.: 17   Verse: a       241. კერპნი, ეშმაკნი მაცდურნი,   თქვენი განმრყვნელი გულისა,
Line of ed.: 18   Verse: b       თქვენისთანას კაცს აცდენენ,   თქვენ მისგან დაკარგულისა;
Line of ed.: 19   Verse: c       ჩვენ ვესავთ იესო ქრისტეს,   მაცხოვარია სულისა,
Line of ed.: 20   Verse: d    და   ჯვარით დავსთრგუნავთ ეშმაკსა,   ვით ნახე, გაბასრულისა";






Paragraph: 242  
Line of ed.: 21   Verse: a       242. სასწაული რა იხილა   დედოფალმან ალექსანდრე,
Line of ed.: 22   Verse: b       ფიცხლად წარსდგა მეფის წინა   და ადიდა ღმერთი ადრე;
Line of ed.: 23   Verse: c       თქვა თუ: "ღმერთო უძლეველო,   ჩემი ლოცვა შეივედრე,
Line of ed.: 24   Verse: d    და   შენის წმიდის ხელისაგან   ჩემი სული შეივედრე.






Paragraph: 243  
Line of ed.: 25   Verse: a       243. გიორგის ღმერთო, დამიხსენ   ხელთაგან ეშმაკისათა,
Line of ed.: 26   Verse: b       ჩემთა ცოდვათა დამიხსენ,   ურიცხვთა მრავალგზისათა,
Line of ed.: 27   Verse: c       ნუ მოიხსენებ ნაწილსა   ურწმუნო სატანისათა,
Line of ed.: 28   Verse: d    და   განხეთქი ხელითწერილი   საცთურებათა მისათა.






Paragraph: 244  
Line of ed.: 29   Verse: a       244. უკანასკნელი მოქცევა   შემრაცხე შენსა წინაო,
Line of ed.: 30   Verse: b       გიორგის ნაწილს მიმთხვევა,   კერპნი, ეშმაკნი ვინაო?"
Line of ed.: 31   Verse: c       ცრემლით ილოცავს, ღაღადებს,   ნათელიც მოეფინაო;
Line of ed.: 32   Verse: d    და   მრავალნი სულნი მოიქცნენ,   გიორგის მოელხინაო.






Paragraph: 245  
Line of ed.: 33   Verse: a       245. მაშინ განრისხდა უსჯულო,   ცრემლით აღევსო თვალია,
Line of ed.: 34   Verse: b       თქვა მოწამეთა მთავარსა:   "დღეს შენზედა აქვს ძალია,
Line of ed.: 35   Verse: c       შენის გრძნებითა კიდევა   აცთინე დედოფალია,
Line of ed.: 36   Verse: d    და   ორთავე გიყო პასუხი,   დღეს იყოს, თუნდა ხვალია;



Page of ed.: 335  




Paragraph: 246  
Line of ed.: 1   Verse: a       246. შენ ხარ მოძღვარ ქრისტიანთა,   გალილეველსა ხადია,
Line of ed.: 2   Verse: b       ბრძანება ჩემი არა ქმენ   და არცა ჩემი დარდია,
Line of ed.: 3   Verse: c       შენ კერპნი ჩემნი დაამხვენ,   გრძნებით ღმრთად არა ხადია,
Line of ed.: 4   Verse: d    და   აცდუნე დედოფალიცა   და ერი კვლა და კვლა დია.



Next part



This text is part of the TITUS edition of Giorgi Mtavarmocame.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 21.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.