TITUS
Giorgi Mtavarmocame
Part No. 58
Previous part

Chapter: 15     
Line of ed.: 13   კარი მეათხუთმეტე. წმინდა გიორგიმ
Line of ed.: 14  
ქვრივისაგან სვეტი შეიწირა






Paragraph: 344  
Line of ed.: 15   Verse: a       344. პალესტინელსა, დედულსა   წმინდისა გიორგისასა,
Line of ed.: 16   Verse: b       სად ისხნეს მისნი ნაწილნი,   მის მთავარმოწამისასა,
Line of ed.: 17   Verse: c       მის ახოვანის მხედრისა,   უბრწყინვალესსა მზისასა,
Line of ed.: 18   Verse: d    და   ყველა აქებდეს, ილოცვენ   დღესასწაულსა მისასა,






Paragraph: 345  
Line of ed.: 19   Verse: a       345. მეფემან საყდრის შენება   ინება მეტად დიდისა,
Line of ed.: 20   Verse: b       წმინდისა გიორგისათვის,   მის სახელს დაარქმიდისა,
Line of ed.: 21   Verse: c       უვრცელეს ადრე შენება   ზღუდის და კლდისა კიდისა,
Line of ed.: 22   Verse: d    და   უაღრეს განშვენებისა,   ყოველნი ნახვად მიდისა.






Paragraph: 346  
Line of ed.: 23   Verse: a       346. გაგზავნა კაცი ერთგული,   მისანდობელი გულითა,
Line of ed.: 24   Verse: b       მას მისცა თეთრი მრავალი,   სიმართლით, არა შურითა,
Line of ed.: 25   Verse: c       წარსაგებელი მრავალი   ასწერა განაშურითა,
Line of ed.: 26   Verse: d    და   ადრე შენება დაუწყო,   უნდა განათლდეს სულითა.






Paragraph: 347  
Line of ed.: 27   Verse: a       347. მაშენებელთ მისცა ესე,   მსწრაფლ ნებავს, ნახა ჩვენება,
Line of ed.: 28   Verse: b       სამკაულითა შემკობა   განშვენებისთვის ენება;
Line of ed.: 29   Verse: c       წარვიდეს მუშა, ოსტატი,   იწყეს საფუძვლის შენება,
Line of ed.: 30   Verse: d    და   მრავალი გასცა, აშენებს,   იყო მის წმინდის ხსენება.






Paragraph: 348  
Line of ed.: 31   Verse: a       348. რა აღაშენა, ვერ პოვეს   მათ სვეტი საკამათია,
Line of ed.: 32   Verse: b       დაღონდნენ, ვერსად იშოვეს,   თქვეს თუ: "ვპოოთო რათია?
Line of ed.: 33   Verse: c       ამ საყდარს ეფერებოდეს,   ვერ ნახეს ვერსით გზათია,
Line of ed.: 34   Verse: d    და   ვერას საქმით ვერ იშოვეს,   არას არგებდა ზავთია.



Page of ed.: 347  




Paragraph: 349  
Line of ed.: 1   Verse: a       349. ზღვითა გაგზავნა მენავე   სვეტის სასყიდლად თეთრითა,
Line of ed.: 2   Verse: b       წავიდეს, ძებნეს, იპოვეს   საყდრისა შესაფერითა:
Line of ed.: 3   Verse: c       ქვრივს დედაკაცსა ეყიდა,   მას ჩვენებითა ბევრითა,
Line of ed.: 4   Verse: d    და   მენავეთ ნახეს, იამათ   გულისა შესაჯერითა.






Paragraph: 350  
Line of ed.: 5   Verse: a       350. ქვრივმან თქვა: "აჰა, წაიღეთ   სვეტი შემკული ქვისაგან".
Line of ed.: 6   Verse: b       მენავე თეთრსა აძლევდა,   სყიდულობს სვეტსა მისაგან,
Line of ed.: 7   Verse: c       ქალმან თქვა: "ფასს არ ავიღებ,   ჩვენება ვნახე ღვთისაგან".
Line of ed.: 8   Verse: d    და   მათ უთხრეს: "ჩვენ ვერ წავიღებთ   ქვასა უსყიდლად სხვისაგან".






Paragraph: 351  
Line of ed.: 9   Verse: a       351. ქვრივმან თქვა: "მისთვის ვიყიდე,   ფასი არ მინდა მისია,
Line of ed.: 10   Verse: b       შევსწირე წმინდა გიორგის,   რა თქვენი საკადრისია".
Line of ed.: 11   Verse: c       ევედრებოდა მათ კაცთა,   ნავით წაეღო ისია;
Line of ed.: 12   Verse: d    და   მათ არ წაიღეს უფასოდ,   ხელმწიფის შესატყვისია.






Paragraph: 352  
Line of ed.: 13   Verse: a       352. თქვეს: "უჯერო არს შეწირვა   ქვრივისგან ტაძრად წმინდისა
Line of ed.: 14   Verse: b       მისსავე თეთრით უყიდით,   შიში გვაქვს ღვთისა დიდისა,
Line of ed.: 15   Verse: c       ქვრივის ძღვენს ვერა წავიღებთ",   დასტოვეს ზღვისა კიდესა,
Line of ed.: 16   Verse: d    და   წავიდენ, არ შეიწირეს,   ნავი ზღვითავე მიდისა.






Paragraph: 353  
Line of ed.: 17   Verse: a       353. არ შეიწირეს, ტიროდა   ქალი ცრემლითა მწარითა,
Line of ed.: 18   Verse: b       "ვაიმე, წმინდა გიორგი"   -- შესტირის საუბარითა, \ეს
Line of ed.: 19   Verse: c       მცირე შესაწირავი, რისთვის   არ შეიწირია?
Line of ed.: 20   Verse: d    და   ემსგავსე შენსა მოძღვარსა,   ქრისტეს სარწმუნოს, პირითა.






Paragraph: 354  
Line of ed.: 21   Verse: a       354. გლახაკი ჩემი ვედრება   რისთვის არ შეიწყნარია?
Line of ed.: 22   Verse: b       არ გულისხმაა სარწმუნოდ?   შენი ვარ, შემიწყნარია;
Line of ed.: 23   Verse: c       შენ უწყი, თუ სიყვარული   მე შენი დამიწყნარია,
Line of ed.: 24   Verse: d    და   არ ძღვნისა ჩემის შეწირვა,   გლახ, ჩემი საწყინარია.






Paragraph: 355  
Line of ed.: 25   Verse: a       355. სურვილით სარწმუნოება   რაოდენცა მაქვს შენია,
Line of ed.: 26   Verse: b       შენ ყველა უწყი და იცი,   გლახ, ამად მომიწყენია;
Line of ed.: 27   Verse: c       აწ მოიწყინე, ცხონება   ჩემთვის არ მოგიფენია,
Line of ed.: 28   Verse: d    და   განმაგდე ჩემი ცოდვისთვის,   ძღვენი არ შეიძღვენია.






Paragraph: 356  
Line of ed.: 29   Verse: a       356. ჩემთა ცოდვათა წერილთა   სამართლად მიყავ სადარი".
Line of ed.: 30   Verse: b       მწარედ გოდებდა საწყალი   ცრემლით მოერწყო სად არი:
Line of ed.: 31   Verse: c       "აწ ჩემთვის თქვენი წყალობა,   თუ არ ასხამდე, სად არი?
Line of ed.: 32   Verse: d    და   დღეს დაშრტა ჩემთვის სანთელი,   მზე დამიბნელდა სადარი".






Paragraph: 357  
Line of ed.: 33   Verse: a       357. რას ტირის და რას იტყოდა   საუბარსა რაზომ გვარსა,
Line of ed.: 34   Verse: b       მასა მკვდარი წარმოუდგა,   ანათლობდა მიწა მყარსა,
Line of ed.: 35   Verse: c       შვენიერი ასაკითა,   აშვენებდა ხმალი ფარსა,
Line of ed.: 36   Verse: d    და   უბრძანა თუ: "რასა ტირი?"   და ისმენდა საუბარსა.



Page of ed.: 348  




Paragraph: 358  
Line of ed.: 1   Verse: a       358. ქალმან ჰკადრა ყველაკაი   ტირილით და ცრემლთა დენით,
Line of ed.: 2   Verse: b       წმიდამან თქვა: "საით გინდა,   სვეტი ესე წამართენით,
Line of ed.: 3   Verse: c       საყდარშიგა რომლით კერძო,   მე გავგზავნო ესე ფრენით?".
Line of ed.: 4   Verse: d    და   ქალმან უთხრა: "მარჯვნით კერძო   მეორე სვეტ ესე ქმენით".






Paragraph: 359  
Line of ed.: 5   Verse: a       359. რა ისმინა მან წმინდამან   ახოვანმან ქალისაგან,
Line of ed.: 6   Verse: b       ფიცხლა სიტყვა წარუგო და   გარდამოხდა ცხენისაგან,
Line of ed.: 7   Verse: c       მას სვეტზედ დააწერა თითით   მისა ხელისაგან:
Line of ed.: 8   Verse: d    და   "მარჯვნით კერძო წაემართოს   ესე სვეტი ტაძრისაგან".






Paragraph: 360  
Line of ed.: 9   Verse: a       360. ქალს უთხრა: "ესე ავიღო   ერთკერძო მძიმე ქვანია,
Line of ed.: 10   Verse: b       მეორე კერძო იტვირთე,   ავიღოთ ესე მზანია".
Line of ed.: 11   Verse: c       რა ხელი მიყვეს მას ქვასა,   გავს თუ, შესხმოდა ფრთანია,
Line of ed.: 12   Verse: d    და   ზღვა-ზღვა მირბოდა იგ სვეტი,   არ დაიყონა ხანია.






Paragraph: 361  
Line of ed.: 13   Verse: a       361. ვით სულიერი ზღვაზედა   ქვა მირბის არა გვიანი,
Line of ed.: 14   Verse: b       წყალი მას არწყოლ გაუტყდა,   ზეზე რბის, ხედავს სვიანი,
Line of ed.: 15   Verse: c       ნავს უკას მისდევს იგ სვეტი,   ვით შავარდენი ფრთიანი;
Line of ed.: 16   Verse: d    და   მნახავნი ზარმან აიღო,   უჭკუო ანუ ჭკვიანი.






Paragraph: 362  
Line of ed.: 17   Verse: a       362. ქალსა მეტად შეეშინა   და გაკვირდა ყოვლნი დია,
Line of ed.: 18   Verse: b       მან ადიდა წმინდა იგი,   თვალთა ცრემლი გარდმოსდია;
Line of ed.: 19   Verse: c       სახლსა თვისა წამოვიდა,   განიშორა სხვა დარდია,
Line of ed.: 20   Verse: d    და   სვეტი მირბის ზღვასა ზედა,   მენავეთა უკან სდია.






Paragraph: 363  
Line of ed.: 21   Verse: a       363. მიეწია მენავეთა,   სამეუფოს ზღვასა ვლიდა,
Line of ed.: 22   Verse: b       დადგა ერთსა ზღვისკიდურსა,   წყალთა გარე გაივლიდა,
Line of ed.: 23   Verse: c       სვეტსა თითით დანაწერი   ნახეს, მეტად ღრმად წარვიდა,
Line of ed.: 24   Verse: d    და   ვით წერაქვას ჩაეკვეთა,   ნახეს, ყველას გაუკვირდა.






Paragraph: 364  
Line of ed.: 25   Verse: a       364. მათ წაიკითხეს წმიდისა   თითითა დანაკვეთია;
Line of ed.: 26   Verse: b       აჩნდა მას ქვასა, ვითარცა   წერაქვის ჩანაკვეთია,
Line of ed.: 27   Verse: c       ეწერა: "მარჯვნით აღმართეთ,   თვით ჩემგან შენაკვეთია".
Line of ed.: 28   Verse: d    და   სცნეს სასწაული წმინდისა   საყდრისთვის განაკეთია.






Paragraph: 365  
Line of ed.: 29   Verse: a       365. სარწმუნოება ქვრივის სცნეს,   სვეტი საყდრისთვის აეგო,
Line of ed.: 30   Verse: b       მეტად უკვირდა მნახავთა,   იგ თურმე წმიდას გაეგო,
Line of ed.: 31   Verse: c       ქვრივსა სარწმუნოდ ეყიდა,   ალალი თეთრი წაეგო,
Line of ed.: 32   Verse: d    და   ადიდეს წმინდა გიორგი,   სვეტი საყდარსა დაეგო.






Paragraph: 366  
Line of ed.: 33   Verse: a       366. აქებდეს ძალსა წმიდასა   და სასწაულსა მისასა,
Line of ed.: 34   Verse: b       აღმართეს სვეტი საყდრისა   წმიდისა გიორგისასა;
Line of ed.: 35   Verse: c       იქმოდა იგ სასწაულსა   უცხო და მრავალგზისასა.
Line of ed.: 36   Verse: d    და   მე ქვარიანი დათუნა   ვწერ წიგნსა წამებისასა.



Page of ed.: 349  
Next part



This text is part of the TITUS edition of Giorgi Mtavarmocame.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 21.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.