TITUS
Giorgi Mtavarmocame
Part No. 59
Previous part

Chapter: 16  
Line of ed.: 1   კარი მეათექვსმეტე. სარკინოზი მოუხდა
Line of ed.: 2  
ამა საყდარსა






Paragraph: 367  
Line of ed.: 3   Verse: a       367. საყდარსა ამას მოუხდა   როს სარკინოზი მზერავი,
Line of ed.: 4   Verse: b       წარტყვენეს, ცეცხლებრ მოედნენ   ლაშქარი დაუფარავი,
Line of ed.: 5   Verse: c       მათ მოაოხრეს და დასცეს   ფერად-ფერადი კარავი,
Line of ed.: 6   Verse: d    და   სად იყვნეს წმინდის ნაწილი,   საყდარი წმინდა, არ ავი.






Paragraph: 368  
Line of ed.: 7   Verse: a       368. დაიწყეს სმა და განცხრომა,   არს სარკინოზი მდგომელი,
Line of ed.: 8   Verse: b       საყდარში დასხდეს და სმიდენ,   ქნეს საქმე ავი ყოველი,
Line of ed.: 9   Verse: c       სიძვიდეს, ნაყროვანებდეს,   თვრებოდეს შეუპოველი,
Line of ed.: 10   Verse: d    და   იმღერდეს, ზოგნი ძილობდეს   ქრისტეს უარისმყოფელი.






Paragraph: 369  
Line of ed.: 11   Verse: a       369. საყდარი იყო დიდ ფრიად,   ხატი მრავალი ესვენა,
Line of ed.: 12   Verse: b       დიდროვან პატიოსანი   მათ ავად გამოეჩვენა,
Line of ed.: 13   Verse: c       ხატთ ისართ სროლა დაუწყეს,   ღვინო ვერ გამოესვენა.
Line of ed.: 14   Verse: d    და   ერთმა ტყვემ უთხრა სარკინოზს,   პასუხი გამოეცენა:






Paragraph: 370  
Line of ed.: 15   Verse: a       370. "არა ჯერ არსო, რეგვენო,   წმინდათ ხატთ სროლა ისრისად,
Line of ed.: 16   Verse: b       წმინდის გიორგის საყდარი,   თქვით, შეურაცხყავთ ის რისად?
Line of ed.: 17   Verse: c       მისი სახლი და სამყოფი,   მისგან ნამყოფი ისრისად,
Line of ed.: 18   Verse: d    და   მისგან ივლტიან ეშმაკნი,   მისგან შექმნილან ისრისად.






Paragraph: 371  
Line of ed.: 19   Verse: a       371. იგ შვიდ წილ უძლეველ ქმნილი   და მოწამეთა მთავარი,
Line of ed.: 20   Verse: b       მხნე, ახოვანი მხედარი,   წინააღმდგომთა მზარავი,
Line of ed.: 21   Verse: c       შემუსროს ძალი მტერისა,   ღმერთი უდგს დაუფარავი".
Line of ed.: 22   Verse: d    და   მათ გაიცინეს, აიგდეს,   სიტყვა თქვეს შესაზარავი.






Paragraph: 372  
Line of ed.: 23   Verse: a       372. მათ უთხრეს: "გვითხარ, ვინ იყო   მხედარი ანუ გმირია"?
Line of ed.: 24   Verse: b       მან ხატი მისი ბრწყინვალე   უჩვენა გასაჭვირია,
Line of ed.: 25   Verse: c       ჯაჭვით მოსილი ნახატი,   სახე მისი და პირია,
Line of ed.: 26   Verse: d    და   ოქროს სარტყლითა მოსილი,   სხვა იმისებრი ძვირია.






Paragraph: 373  
Line of ed.: 27   Verse: a       373. მას ხელთა აქვნდა მახვილი   მებრძოლთა შესახარია,
Line of ed.: 28   Verse: b       მნახავთა იყო საშიში,   ნათობდა, ვითა მთვარია;
Line of ed.: 29   Verse: c       ერთმან მათგანმან მოირტყა   კაპარჭი მშვილდ-ისარია,
Line of ed.: 30   Verse: d    და   სტყორცა მას ხატსა ისარი,   მისავე გულ-ღვიძლს გარია.






Paragraph: 374  
Line of ed.: 31   Verse: a       374. მობრუნდა მისგან ნასროლი,   გულს ეცა მისავ ისარი,
Line of ed.: 32   Verse: b       ორთავ ბეჭთ შუა გაევლო,   სისხლით შეღება ისარი,
Line of ed.: 33   Verse: c       წინა სატანა გაუძღვა,   ჯოჯოხეთისკენ ის არი,
Line of ed.: 34   Verse: d    და   ტყვემ უთხრა: "არ დამიჯერე,   წმინდა გიორგი ის არი".



Page of ed.: 350  




Paragraph: 375  
Line of ed.: 1   Verse: a       375. იხილეს, ხატი იბრძოდა   და ხელთა ჰქონდა ხრმალია,
Line of ed.: 2   Verse: b       მოსრვიდა მათ სარკინოზთა,   ღვთის მიერ ჰქონდა ძალია;
Line of ed.: 3   Verse: c       ვინც მორჩა, შიშმან შებნიდა   და დაუბნელდა თვალია,
Line of ed.: 4   Verse: d    და   ზოგი გაიქცენ შიშითა,   ბანცალობს ვითა მთვრალია.






Paragraph: 376  
Line of ed.: 5   Verse: a       376. მოსრვიდა ხატი მახვილით,   იყო ხრმალისა მკვრელია,
Line of ed.: 6   Verse: b       სულნი წარუხდეს იმათი,   ეშმაკნი ყვანან მცველია,
Line of ed.: 7   Verse: c       ვინცა მოიქცა, არ მოკლა,   ხატმა შეუწყო ხელია,
Line of ed.: 8   Verse: d    და   ცხოვრების ნაწილს მიემთხვენ,   ასცილდა სატანჯველია.






Paragraph: 377  
Line of ed.: 9   Verse: a       377. თავის ქვეყანას წარვიდეს,   მოიქცეს ვინცა ვინები,
Line of ed.: 10   Verse: b       ვინცა შინ დახვდათ, დანათლეს,   ვით ქრისტიანე წინები,
Line of ed.: 11   Verse: c       სასუფეველი მოიმკეს,   სულისა შესაძინები,
Line of ed.: 12   Verse: d    და   ვერღარვინ ბრძოდა მას ხატსა,   გამართეს სმა და ლხინები.






Paragraph: 378  
Line of ed.: 13   Verse: a       378. ტრაპეზად ვერვინ იკადრა   სარკინოზთ შესვლა ტაძარად,
Line of ed.: 14   Verse: b       ვინცა მოიქცა სახმარად,   უჩნდა საქებრად სამარად,
Line of ed.: 15   Verse: c       ჩვენცა მას მხნესა ვადიდებთ,   სული მას მივეც საბარად,
Line of ed.: 16   Verse: d    და   მას მოვნდობივარ მწერალი,   წიგნი მომირთავს სახმარად.



Next part



This text is part of the TITUS edition of Giorgi Mtavarmocame.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 21.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.