TITUS
Giorgi Mtavarmocame
Part No. 60
Previous part

Chapter: 17     
Line of ed.: 17   კარი მეათშჳდმეტე. აქა აგარიანთა ფატარი მოაოხრეს






Paragraph: 379  
Line of ed.: 18   Verse: a       379. კერძოთა პალესტინისთად   მოუხდეს ოდეს მტერია,
Line of ed.: 19   Verse: b       აგარიანთა მოსწყვიდეს,   საყდარს ფატარი სწერია,
Line of ed.: 20   Verse: c       ააოხრეს და წაასხეს   მრავალი ყმა და ბერია,
Line of ed.: 21   Verse: d    და   ერთი მნე მოხვდათ საყდრისა,   იმათ ტყვეთ შიგან ერია.






Paragraph: 380  
Line of ed.: 22   Verse: a       380. და მასა იმა საყდარსა   ფატარი წოდებულია,
Line of ed.: 23   Verse: b       იყო წმიდისა გიორგის   ზედა ხელდადებულია,
Line of ed.: 24   Verse: c       ურიცხვნი ტყვენი წაასხეს,   ქალაქი აღებულია,
Line of ed.: 25   Verse: d    და   ზოგნი მახვილსა მიეცნეს,   ეს იყო გაგებულია.






Paragraph: 381  
Line of ed.: 26   Verse: a       381. იგი მნეც მიხვდათ საყდარსა   მათ ტყვეთა შიგან რეულად,
Line of ed.: 27   Verse: b       მიხვდა ერთს ვისმე მდიდარსა   იმათში გამორჩეულად,
Line of ed.: 28   Verse: c       იყო ყოვლისა მცოდნელი   მნე სამსახურის ჩვეულად,
Line of ed.: 29   Verse: d    და   ყოვლთ სამსახურით ამეტა,   ვერვინ აჯობა ძლეულად.






Paragraph: 382  
Line of ed.: 30   Verse: a       382. მან სამსახურით ამეტა,   სხვათ ტყვეთა უფრო მქნელია,
Line of ed.: 31   Verse: b       უსჯულომ, დიაღ, პატივ-სცა,   ძმურად შეუწყო ხელია,
Line of ed.: 32   Verse: c       უწოდა, რჯული დაეგდო,   იყო ამისა მცდელია;
Line of ed.: 33   Verse: d    და   არა გმო იესო ქრისტე,   ამისი გამომხსნელია.



Page of ed.: 351  




Paragraph: 383  
Line of ed.: 1   Verse: a       383. სიკვდილით აღარა მოკლა,   სამსახურითა დიდითა
Line of ed.: 2   Verse: b       ემსახუროდა უსჯულოს   ყოველგან კიდის-კიდითა,
Line of ed.: 3   Verse: c       სამზარეულოს შეაგდო,   გაწყრომით იყო, რიდითა,
Line of ed.: 4   Verse: d    და   წყალსა და შეშას ზიდვიდა,   იგი ცნობითა მშვიდითა.






Paragraph: 384  
Line of ed.: 5   Verse: a       384. რა მედგრობასა ჩავარდა   საქმითა საკვირველითა,
Line of ed.: 6   Verse: b       ევედრებოდა ცრემლითა   წმინდა გიორგის ხელითა:
Line of ed.: 7   Verse: c       "გამაძლიერე მსახურად,   თქვენგან წყალობას ველითა,
Line of ed.: 8   Verse: d    და   შეუძლო მე სამსახური   ამა უსჯულოს ხელითა".






Paragraph: 385  
Line of ed.: 9   Verse: a       385. წმიდამ უსმინა ვედრება,   ცრემლთა მდუღარე ცხელია,
Line of ed.: 10   Verse: b       უფრო განმძლავრდა იგი მნე,   ჰქნა სამსახურის ხელია,
Line of ed.: 11   Verse: c       წმინდა მოწამეს შესტირის,   იყო ცრემლისა მღვრელია:
Line of ed.: 12   Verse: d    და   "დამიხსენ უსჯულოსაგან,   დაუთმო სატანჯველია".






Paragraph: 386  
Line of ed.: 13   Verse: a       386. ერთსა მოუნდა საწოლად,   წასულა იგი ძილადო,
Line of ed.: 14   Verse: b       კართა ზღუდისა მისვლამდე   ხმა ესმა დაძახილადო,
Line of ed.: 15   Verse: c       სახელსა მისსა უძახდა   გარეგან შიგნი პირადო,
Line of ed.: 16   Verse: d    და   "სახელს მიძახდი, შენ ვინ ხარ?"   -- მნემან უძახა ხშირადო, --






Paragraph: 387  
Line of ed.: 17   Verse: a       387. "ის, რომ ვერ მხედავ, რით იცი,   მითხარ სახელი ჩემია,
Line of ed.: 18   Verse: b       მე შიგნით ვარ და შენ გარეთ,   სით მიცან? ამიჩემია".
Line of ed.: 19   Verse: c       სხვათ უთხრეს: "გიცნობს, მით გიხმობს,   უნახავს ესე თემია".
Line of ed.: 20   Verse: d    და   იგი ვერ მიხვდა, განცვიფრდა   მნე იგი განაჩემია.






Paragraph: 388  
Line of ed.: 21   Verse: a       388. განკვირდა, კარი გააღო,   წავიდა მისკენ მვლელია,
Line of ed.: 22   Verse: b       იხილა წმინდა გიორგი,   მან განანათლა ბნელია,
Line of ed.: 23   Verse: c       მნემ თაყვანისცა, შეშინდა,   უჭვრეტდა, ნახა მხსნელია,
Line of ed.: 24   Verse: d    და   წმინდამან ცხენს შემოისვა,   სარტყელს ჩაუგდო ხელია.






Paragraph: 389  
Line of ed.: 25   Verse: a       389. ცხენი გაქუსლა, წავიდა   მალიად, ქართა მსწრობელი,
Line of ed.: 26   Verse: b       მსწრაფლ ფატარ ქალაქ მოვიდა,   არვისგან იყო ცნობილი;
Line of ed.: 27   Verse: c       სახლთა კართ ხშულთა შეაგდო,   ვითარც ამათგან ხმობილი,
Line of ed.: 28   Verse: d    და   მისავე სახლში დასტოვა,   წავიდა იგი ფლობილი.






Paragraph: 390  
Line of ed.: 29   Verse: a       390. სახლში დასტოვა მოწამე,   უჩინო იქმნა მისაგან,
Line of ed.: 30   Verse: b       განკვირდა უცხოდ მნე იგი,   შეშინდა გულისთქმისაგან;
Line of ed.: 31   Verse: c       ძილმან მძიმემან შეიპყრა,   მიეგდო ვითა სმისაგან,
Line of ed.: 32   Verse: d    და   არ იცის, მაზედ რა მოხდა   წმიდისა გიორგისაგან.






Paragraph: 391  
Line of ed.: 33   Verse: a       391. ცისკრისა ჟამსა სხვა კაცი   მივა, სანთლითა მნთებარე,
Line of ed.: 34   Verse: b       შევიდა იმა სახლშიგა,   მნეცა წამოდგა ზე ბარე,
Line of ed.: 35   Verse: c       მან არ იცოდა, რა სახლში   იდგა, ან იყო მდებარე,
Line of ed.: 36   Verse: d    და   მივიდა მისად შემთხვევად,   იყო იმისი მხლებარე.



Page of ed.: 352  




Paragraph: 392  
Line of ed.: 1   Verse: a       392. აგარიანით მუნ ნახა   მოსილი ტანად, პირადო,
Line of ed.: 2   Verse: b       ის ქრისტიანად მოსილი   მნემან იხილა მზირალო,
Line of ed.: 3   Verse: c       მას მისი უკვირს, მას -- მისი,   შეიქნენ გასაკვირადო,
Line of ed.: 4   Verse: d    და   ქურდი ეგონა მნე იგი,   სიტყვას კითხებდა ხშირადო.






Paragraph: 393  
Line of ed.: 5   Verse: a       393. მივიდეს, ყოველთ შეიტყვეს,   შეიქნენ განცვიბრებულად,
Line of ed.: 6   Verse: b       მოსილი აგარიანთა   იმათში გამორეულად,
Line of ed.: 7   Verse: c       ეს ვის ასმია ამ თემსა,   თუმცა ვართ გარდარეულად.
Line of ed.: 8   Verse: d    და   მნე იმათს საქმეს ჰკვირობდა,   შეიქნა ზე არეულად.






Paragraph: 394  
Line of ed.: 9   Verse: a       394. მნემან იკითხა: "სით მოველ,   არ ვიცი, რომლის გზისაგან,
Line of ed.: 10   Verse: b       ქრისტიანად ხართ მოსილნი,   ეგების შევსცთი ჭკვისაგან,
Line of ed.: 11   Verse: c       არ ვიცი, ღმერთმან კი იცის,   ფხიზლად ვარ ან სიზმრისაგან,
Line of ed.: 12   Verse: d    და   თუ სიზმარია, თუ ცხადი,   არ ვიცი არა რისაგან.






Paragraph: 395  
Line of ed.: 13   Verse: a       395. მათ უთხრეს: "ვინ შემოგიშვა,   მაგრა დაუგდეთ კარია,
Line of ed.: 14   Verse: b       ქრისტიანე ვართ, თათარი   შენს მეტი ვინა არია?".
Line of ed.: 15   Verse: c       მანცა თქვა: "არა რა ვიცი,   შინა ვარ, ანუ გარია,
Line of ed.: 16   Verse: d    და   თუ ქრისტე გწამან, ისმინეთ,   აწ გკადრო საუბარია.






Paragraph: 396  
Line of ed.: 17   Verse: a       396. რაც დამემართა, ისმინეთ,   გკადრო მართალი თხრობილი",
Line of ed.: 18   Verse: b       ძრწის, იტყვის: "ქრისტიანე ვარ   აგარიანთა პყრობილი,
Line of ed.: 19   Verse: c       ამა საყდრისა მნე ვიყავ   მე დევანოზად (!) ხმობილი,
Line of ed.: 20   Verse: d    და   აგარიანთა წაგვასხეს,   ამა საყდრისა ყოფილი.






Paragraph: 397  
Line of ed.: 21   Verse: a       397. მეც წამიყვანეს, ტყვე ვიყავ   იმათგან პატიმარია,
Line of ed.: 22   Verse: b       წმინდა გიორგის ვესევდი,   ცრემლი დიოდა მწარია,
Line of ed.: 23   Verse: c       არ ვიცი, თუმცა შეესმა,   გლახ, ჩემი საუბარია,
Line of ed.: 24   Verse: d    და   აღვიღო ვინმე ნავახშმი,   ახლა გამოვლო გარეა.






Paragraph: 398  
Line of ed.: 25   Verse: a       398. სპეტაკით იყო მოსილი,   ცხენსა სპეტაკსა მჯდომარე,
Line of ed.: 26   Verse: b       სახელს მეძახდა, გამოველ,   იგ ჩემი ტკბილად მხმობარე,
Line of ed.: 27   Verse: c       ცხენს შემომისვა მაშინვე",   -- იგ მათი იყო მბობარე, \"ამა
Line of ed.: 28   Verse: d    და   სახლშიდა შემაგდო, წავიდა   ქართა მსწრობარე.






Paragraph: 399  
Line of ed.: 29   Verse: a       399. აწ მხედავ, აჰა ესერა,   ამა სახლშიდა მდებარე".
Line of ed.: 30   Verse: b       იცვნეს ყოველთა დაევსოთ   ცეცხლი უშრეტი მგზებარე,
Line of ed.: 31   Verse: c       ცრემლით ალტობდეს, კოცნიდეს   წმინდის გიორგის მქებარე,
Line of ed.: 32   Verse: d    და   სცნეს სასწაული მისაგან,   ხელი აუპყრეს ზე ბარე.






Paragraph: 400  
Line of ed.: 33   Verse: a       400. მნემან თქვა: "ჯერეთ არ ვიცი,   ცხადს ვხედავ ანუ მზმანებსა,
Line of ed.: 34   Verse: b       საყდარი ესე მისია,   სახლს ვხედავ, დას და ძმანებსა,
Line of ed.: 35   Verse: c       დედ-მამასა და მეყვისთა,   საყდრის სიგრძეს და განებსა,
Line of ed.: 36   Verse: d    და   თუ სიზმარია, არ ვიცი",   -- იტყოდა ხანის ხანებსა.



Page of ed.: 353  




Paragraph: 401  
Line of ed.: 1   Verse: a       401. უთხრეს დასტურად: "ისია,   საყდარი მოწამისია,
Line of ed.: 2   Verse: b       შენი სახლი და სამყოფი,   დედ-მამა, ძმანი თვისია".
Line of ed.: 3   Verse: c       ყველაკა იცნო, შეიქმნა   მართლისა შესატყვისია,
Line of ed.: 4   Verse: d    და   ღმერთსა ადიდებს და მას მხნეს,   სცნო სასწაული მისია.






Paragraph: 402  
Line of ed.: 5   Verse: a       402. დედ-მამა, ძმანი ტომითურთ   მოკრბეს რა განკვირვებული,
Line of ed.: 6   Verse: b       თვალცრემლიანი აქებდეს   წმინდას გიორგის კრებული,
Line of ed.: 7   Verse: c       იგ მნე შესტირის ხელ-აპყრობ,   სხვანი დგას განცვიფრებული,
Line of ed.: 8   Verse: d    და   განსცხრებოდეს და იშვებდეს   იგი და მისი ხლებული.






Paragraph: 403  
Line of ed.: 9   Verse: a       403. სხვაცა მიგითხრა გიორგის   სასწაული და ნიშები,
Line of ed.: 10   Verse: b       თავიდათავი აღვსწერე,   ცოტა რამ მინარიშები,
Line of ed.: 11   Verse: c       მის სასწაულთა ნაქნართა   ვით ითქმის ანგარიშები?
Line of ed.: 12   Verse: d    და   არ დაითვლების კაცთაგან,   ვითარცა ზღვისა ქვიშები.






Paragraph: 404  
Line of ed.: 13   Verse: a       404. აწ წიგნი მისი შევამკოთ   წმიდის გიორგის დიდისა,
Line of ed.: 14   Verse: b       მხნე, ახოვანი მხედარი,   წილ უძლეველი შვიდისა,
Line of ed.: 15   Verse: c       სახელგანთქმული ზეცამდი,   ზღვის-ზღვამდე, კიდის-კიდესა,
Line of ed.: 16   Verse: d    და   დევ-ვეშაპისა მომსრველი,   ეშმაკის გარდამკიდისა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Giorgi Mtavarmocame.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 21.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.