Paragraph: 405 | ||
Line of ed.: 19 Verse: a | 405. სხვა სასწაული გიამბო | მის მხნისა, ჯავარ სრულისა; |
Line of ed.: 20 Verse: b | პატიოსანო კრებულო, | ისმინეთ სიღრმე გულისა, |
Line of ed.: 21 Verse: c | ღვთის მოყვარული ვინც იყო | და მობრალული სულისა, |
Line of ed.: 22 Verse: d და | ხუცურად ვნახე, ლექსად ვთქვი | პასუხად გამოთქმულისა. |
Paragraph: 406 | ||
Line of ed.: 23 Verse: a | 406. მონასტერია ნაგები | მთავარმოწამის დიდისა, |
Line of ed.: 24 Verse: b | მას ადიდებდეს, ესვიდეს | ყოველი კიდის-კიდისა, |
Line of ed.: 25 Verse: c | მის დღესასწაულს მორწმუნე | ყოველი სწრაფად მიდისა, |
Line of ed.: 26 Verse: d და | განსცხრებოდეს და იხარებს, | ყოველი კარგად ზმიდისა. |
Paragraph: 407 | ||
Line of ed.: 27 Verse: a | 407. სოფლები მონასტერისა, | მუნ ქრისტიანე ყოველი, |
Line of ed.: 28 Verse: b | მონასტერს ერქვა პატამონ, | იყო იგ წმინდა ცხოველი, |
Line of ed.: 29 Verse: c | მკვიდრ იყო იგი სოფლები | საყდრისა შემაპოველი, |
Line of ed.: 30 Verse: d და | სარწმუნოებით ესვიდეს, | ვედრებით ცრემლთა მთოველი. |
Paragraph: 408 | ||
Line of ed.: 31 Verse: a | 408. იყო კაცი მის საყდრისა | ერთი სრულად გაუყრელად, |
Line of ed.: 32 Verse: b | შიგ მოსახლე რაბადშიგან | ქრისტიანე საკვირველად, |
Line of ed.: 33 Verse: c | ქრისტიანე ღვთისმოყვარე | ილოცვიდა ცრემლთა მღვრელად. |
Line of ed.: 34 Verse: d და | შიში ღვთისა დიდი ქონდა, | ლევან ერქვა მას სახელად. |
Paragraph: 409 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 409. ცოლი ესვა ღვთისმოყვარე, | მლოცავი და ქრისტიანე, |
Line of ed.: 2 Verse: b | სიკეთითა შემკობილი, | სახელი სძე თეოფანე, |
Line of ed.: 3 Verse: c | ორნივ წმინდათ ცხონდებოდეს, | წმინდა ესვა მას სავანე, |
Line of ed.: 4 Verse: d და | მდიდრად იყვნეს, უკანასკნელ | ერთმანეთის შესაგვანე. |
Paragraph: 410 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 410. სასოება აქვთ ურიცხვი, | სარწმუნოება დიდია, |
Line of ed.: 6 Verse: b | მოუდრეკელად ილოცვენ | იგ მყუდროვანი მშვიდია, |
Line of ed.: 7 Verse: c | სურვილით, გულით მხურვალით | ლოცვისა გარდამკიდია, |
Line of ed.: 8 Verse: d და | წმინდას გიორგის ესმოდეს, | აქვს მისი შიში დიდია. |
Paragraph: 411 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 411. ყოვლად ქებულსა ზღვით, ხმელად | წმინდა გიორგის ესვიდეს, |
Line of ed.: 10 Verse: b | იტყოდეს: "მხნეო, შენ გესავთ, | ვითარ სულ გვედგას, ესვიდეს". |
Line of ed.: 11 Verse: c | წმინდათ ნაწილთა შეგვრაცხე, | სული მის წინა ესვიდეს". |
Line of ed.: 12 Verse: d და | გლახაკთ მისცემდენ მრავალსა, | მას ექმენ, იმის ესვიდეს. |
Paragraph: 412 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 412. მას მონასტერსა წმინდისა | დღესასწაულსა მისასა, |
Line of ed.: 14 Verse: b | სრულებით აღასრულებდენ | არ ერთსა, ორსა მისასა, |
Line of ed.: 15 Verse: c | იტყოდეს მისა ქებასა | პირი და ენა მის ასსა, |
Line of ed.: 16 Verse: d და | მას იგონებდეს ყოველდღე | ჭამასა და ან სმისასა. |
Paragraph: 413 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 413. წლითი-წლად სახსენებელსა | წმინდა გიორგის ხადოდეს, |
Line of ed.: 18 Verse: b | მოღვაწედ იყვნეს მორწმუნედ, | მისას აკლებდეს არ ოდეს, |
Line of ed.: 19 Verse: c | გლახაკთ მისცემდენ მრავალთა, | იდგენ თუ, ანუ მგზავრობდეს, |
Line of ed.: 20 Verse: d და | იყვნენ ტაძარში, უფროსი | მას ზედან ვერვინ მთავრობდეს. |
Paragraph: 414 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 414. ეს ლევან იყო მხედარი, | სხვათა მხედართა რეული, |
Line of ed.: 22 Verse: b | მხედართა მათთან მხედრობდა, | მათ მხედრობისა ჩვეული, |
Line of ed.: 23 Verse: c | ფარულად ასრე მლოცავი, | წმინდაში გამორჩეული, |
Line of ed.: 24 Verse: d და | მას ფარავს ძალი მაღლისა, | ვერვისგან იგი ძლეული. |
Paragraph: 415 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 415. მას ერთი ვაჟი მიეცა, | შვენებით მზისა მსახველად, |
Line of ed.: 26 Verse: b | მონათლეს წმინდით ემბაზით | ჯვარისა გამომსახველად, |
Line of ed.: 27 Verse: c | სხვა ძე არ ესვათ მის მეტი, | შორით მოდიან მნახველად, |
Line of ed.: 28 Verse: d და | წმინდის გიორგის სახელზე | გიორგი დასდვეს სახელად. |
Paragraph: 416 | ||
Line of ed.: 29 Verse: a | 416. რა რძისა წოვნა გაუშვა, | მღვდელს მისცეს გასასწავლისად, |
Line of ed.: 30 Verse: b | ასწავეს საღვთო ყოველი, | დასავალ-აღმოსავლისად, |
Line of ed.: 31 Verse: c | იზრდების ამა საყდრისად | მის მოწამისად, სხვად ვისად? |
Line of ed.: 32 Verse: d და | ფუფუნებდიან, სწვრთიდიან | მღვდელმოძღვრად შესართავისად. |
Paragraph: 417 | ||
Line of ed.: 33 Verse: a | 417. სრულ მგალობელი შეიქნა, | საღმთო, მწიგნობარ, ჭკვიანი, |
Line of ed.: 34 Verse: b | აღივსო სიღრმით ცნობითა | ყმაწვილი პირად მზიანი, |
Line of ed.: 35 Verse: c | სიბრძნთ ცნობათა სრულმყოფი, მლოცველი | მეტად ღვთიანი, |
Line of ed.: 36 Verse: d და | ევედრებოდეს წმინდასა | დედ-მამა გულნათლიანი. |
Paragraph: 418 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 418. ისმინა ღმერთმან ვედრება | მისი დედ-მამის, მზრდელისა, |
Line of ed.: 2 Verse: b | იქნა სწავლული, მოწესე, | უფლისა უკვე მღვდელისა, |
Line of ed.: 3 Verse: c | უცოდვევლ, წმინდა, მლოცველი, | ეშმაკთა შემმუსრველისა, |
Line of ed.: 4 Verse: d და | სრულმყოფი, აღმსრულებელი | საღვთოსა სანატრელისა. |
Paragraph: 419 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 419. სანატრელ იყო ქრისტიანთ | წმინდის გიორგის ძალითა, |
Line of ed.: 6 Verse: b | მის უკეთესი ნაყოფი | აღარ ინახვის თვალითა, |
Line of ed.: 7 Verse: c | წმინდა გიორგის ესვიდენ | დასავალ-აღმოსავლითა, |
Line of ed.: 8 Verse: d და | მას სცავდა ძალი წმინდისა, | არ ბედით იყო შავისა. |
Paragraph: 420 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 420. მას ჟამსა შინა შეიქნა | წარმართთა მიერ შფოთები, |
Line of ed.: 10 Verse: b | ქრისტიანთ ზედა აღიძრნეს, | სასტიკად იყვენ მყოფები; |
Line of ed.: 11 Verse: c | დასავლეთისკენ მომართეს, | ვითარცა მგელი, ცოფები, |
Line of ed.: 12 Verse: d და | მოსვრიდეს ქრისტიანეთა, | ქრისტე იესოს მგმობები. |
Paragraph: 421 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 421. ინდოეთ-თურქ-სკვიდნი ურწმუნო | ლაშქარი შორიშორია, |
Line of ed.: 14 Verse: b | მოუხდენ ქრისტიანეთა, | არათუ ერთი ორია, |
Line of ed.: 15 Verse: c | ყოველგნით ადგეს უღვთონი, | ფუტკართა შესასწორია, |
Line of ed.: 16 Verse: d და | მოაოხრეს და გასწყვიტეს, | რიყედ დაჰყარეს მძორია. |
Paragraph: 422 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 422. გარყვნიან, წარმოსტყვენვიან | ქრისტიანთ არე-მარეთა, |
Line of ed.: 18 Verse: b | ღვთით დაცულისა ქალაქთა, | მონასტრის, მთა და ბარეთა, |
Line of ed.: 19 Verse: c | ინებეს მისიც აოხვრა | ურწმუნოთ ღვთის მგმობარეთა, |
Line of ed.: 20 Verse: d და | დაუყო ღმერთმან გონება, | არ გზა-სცა საყდრის არეთა. |
Paragraph: 423 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 423. მას წმინდასა მონასტერსა | საფარველი ღმერთმან მისცა, |
Line of ed.: 22 Verse: b | მათ დაუყო გონებანი, | მასზედ მოსვლად აღარ გზა-სცა, |
Line of ed.: 23 Verse: c | ღვთივდაცული ქალაქი და | მონასტერი აღარ გასცა, |
Line of ed.: 24 Verse: d და | დაუბნივნა გზა და კვალი, | ურწმუნონი იქავ დასცა. |
Paragraph: 424 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 424. მუნ იყო მეფე მორწმუნე | მის მონასტრისა დიდისა, |
Line of ed.: 26 Verse: b | პატრონი მის ქალაქისა, | სიბრძნით, სიკეთით ზმიდისა, |
Line of ed.: 27 Verse: c | შარავანდედი მიაჩნდა | უფროსად გზად და ხიდისა, |
Line of ed.: 28 Verse: d და | უბრძანა შეყრა ლაშქრისა | ყოველგან კიდის-კიდისა. |
Paragraph: 425 | ||
Line of ed.: 29 Verse: a | 425. ერისთავნი და მხედარნი | შეჰყარა მეტად ბევრია, |
Line of ed.: 30 Verse: b | გაგზავნა მათ უსჯულოზედ | სრულ ქრისტიანთა ერია, |
Line of ed.: 31 Verse: c | უბრძანა: "კარგად ეცადეთ, | ყმა იყო თუნდა ბერია, |
Line of ed.: 32 Verse: d და | ზღვისპირსა დახვდით უჩუმრად | რაზმი მართ, ვითა ტევრია. |
Paragraph: 426 | ||
Line of ed.: 33 Verse: a | 426. შეკრბა სიმრავლე საყდრისა, | ბრძანება იყო მეფისა, |
Line of ed.: 34 Verse: b | მას ლევან ღვთისმოყვარესა | თვალთ ცრემლი გარდმოჩქეფისა, |
Line of ed.: 35 Verse: c | ბერი კაცია, ლაშქრობა | არ ძალ-უც იმა სეფისა, |
Line of ed.: 36 Verse: d და | სხვა ძე არ ესვა, გიორგი | ვაჟი ჰყვა ვარდთა მკრეფისა. |
Paragraph: 427 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 427. უძლურად იყო სიბერით | და ჭირნახული ომისა, |
Line of ed.: 2 Verse: b | ვაჟობის ჟამსა მხედრობით | გარჯილი მიუზომისა, |
Line of ed.: 3 Verse: c | ჯერ სიბერისგან უძლური, | მერმე სივაჟის შრომისა, |
Line of ed.: 4 Verse: d და | არ ულაშქრებდა მეფესა, | მას ეშინოდა წყრომისა. |
Paragraph: 428 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 428. შვილი განმზადა სალაშქროდ, | მეღონდა ლევან ბრძენია, |
Line of ed.: 6 Verse: b | ტირს თეოფანა შვილისთვის, | სხვა არა ჰყვანდა ძენია, |
Line of ed.: 7 Verse: c | წმინდას მონასტერს შესწირეს | ორთავ ცოლ-ქმართა ძღვენია, |
Line of ed.: 8 Verse: d და | შევედრეს წმინდა გიორგის | გიორგი პირად მზენია: |
Paragraph: 429 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 429. "შენს სახელზედა დავარქვით | გიორგი, სეხნა შენია, |
Line of ed.: 10 Verse: b | შენ უწინამძღვრე, ძლიერო, | არ მიხვდეს სიმარცხენია". |
Line of ed.: 11 Verse: c | ჟამი სწირეს და გალობდა | გიორგი მათი ძენია, |
Line of ed.: 12 Verse: d და | მერმეღა ნასადილევსა | მათ შეუკაზმეს ცხენია. |
Paragraph: 430 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 430. წარვიდეს ყოვლი სამთავრო, | ბერძენი, სპარსნი, რომია, |
Line of ed.: 14 Verse: b | ერნი ურიცხვნი აღიძრნა, | ქრისტიანელთა ტომია, |
Line of ed.: 15 Verse: c | ზღვისპირსა დადგენ, დაბარგდენ | ანგარიშმიუხდომია, |
Line of ed.: 16 Verse: d და | ზედა დაესხნეს წარმართნი, | მათგან მაზედა ომია. |
Paragraph: 431 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 431. დაესხნეს, ხოცენ უსჯულო, | ვით ლომნი განცოფებულნი, |
Line of ed.: 18 Verse: b | დაიონვარეს, მოსწყვიდეს | მუნ ქრისტიანე ცხებულნი, |
Line of ed.: 19 Verse: c | ურიცხვნი ხოცეს და დაჭრეს, | მოედვენ დამეხებულნი, |
Line of ed.: 20 Verse: d და | ზოგნიმე ზღვამან დაანთქა, | გაიქცე6 გაარმებულნი. |
Paragraph: 432 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 432. რამეთუ იქმნა მას დღესა | შფოთი ბოროტი დიდია, |
Line of ed.: 22 Verse: b | ქრისტიანეთა დაცემა, | უცხო შიში და რიდია, |
Line of ed.: 23 Verse: c | ზოგნიმე მახვილმან მოსრნა, | ზოგნი ზღვამ დანთქა კიდია, |
Line of ed.: 24 Verse: d და | ამით ამაღლდენ უღვთონი, | იგი წარმართნი ფლიდია. |
Paragraph: 433 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 433. გიორგი იქმნა დაცული | წმინდისა გიორგისაგან, |
Line of ed.: 26 Verse: b | არცა რა ევნო მახვილით, | არცა დანთქმისა ზღვისაგან, |
Line of ed.: 27 Verse: c | ლევანის ლოცვა შეექმნა | და თეოფანას თქმისაგან, |
Line of ed.: 28 Verse: d და | ხელთა შეიპყრეს უვნებლად, | სცანთ სასწაული ღვთისაგან. |
Paragraph: 434 | ||
Line of ed.: 29 Verse: a | 434. შეიპყრა ერთმან წარმართმა6, | დიდმან მთავარმან ერისა, |
Line of ed.: 30 Verse: b | დაიმონა და პატივ-სცა | ცოტადრე შესაფერისა, |
Line of ed.: 31 Verse: c | იხილა მშვენიერება | მის ყმისა, არ ეფერისა, |
Line of ed.: 32 Verse: d და | იმსახურა და არ მოკლა, | გული მით დაიჯერისა. |
Paragraph: 435 | ||
Line of ed.: 33 Verse: a | 435. მის ქვეყანასა მსახურებს | მსახურებითა მეტითა, |
Line of ed.: 34 Verse: b | ძმურად პატივს-სცემს წარმართი, | ილხენდა მისის ჭვრეტითა, |
Line of ed.: 35 Verse: c | იგი ყმა ღმერთსა მადლობდა, | არა ცნობითა რეტითა, |
Line of ed.: 36 Verse: d და | წმინდა გიორგის შესტირის, | იღვრების ცრემლთა წრეტითა. |
Paragraph: 436 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 436. მსწრაფლ იქმნა იგი მსახურად, | იყო ყოვლისა მქმნელია, |
Line of ed.: 2 Verse: b | მოსწონდა იმა წარმართსა, | მანცა შეუწყო ხელია, |
Line of ed.: 3 Verse: c | დაიწყო მან სამსახური, | უცხო და საკვირველია, |
Line of ed.: 4 Verse: d და | იგ დაცულ იყო ღვთისაგან, | აც დიდი საფარველია. |
Paragraph: 437 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 437. რა მოიწია მონასტერს | დაცემა ქრისტიანეთა, |
Line of ed.: 6 Verse: b | ხრმლითა უწყალოდ დახოცეს | მტერთა აგარიანეთა, |
Line of ed.: 7 Verse: c | რომელი ზღვათა მოიშთვენ, | დღე გვანდა მწარიანეთა, |
Line of ed.: 8 Verse: d და | ყოვლგნით გოდება შეიქმნა | მთიანა-ბარიანეთა. |
Paragraph: 438 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 438. რა თეოფანას უამბეს | და ლევანს ესმა ესია, |
Line of ed.: 10 Verse: b | მათ დაუბნელდა ჰაერი | ნაღვლისა უმწარესია; |
Line of ed.: 11 Verse: c | მათ თერიაყი, სამსალა | და ცეცხლი დანაკვესია, |
Line of ed.: 12 Verse: d და | ზარი დაეცათ, დაშტერდენ, | ვითა შეშლილთა წესია. |
Paragraph: 439 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 439. დარეტდენ და გარდაიქცენ | იგ უსულო, ვითა მკვდარი, |
Line of ed.: 14 Verse: b | თქვეს თუ: "მოკვდა უსათუოდ, | არად უნდა საუბარი". |
Line of ed.: 15 Verse: c | დიდხანს იყვნენ დაბნედილი | გულმდუღარე იგ ცოლ-ქმარი, |
Line of ed.: 16 Verse: d და | მათ დაიწყეს მერმე მოთქმა, | დააკვირვეს იგი ჯარი. |
Paragraph: 440 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 440. ამას მოსთქმიდენ საწყალნი, | ცრემლნი სდიოდენ მწარია; |
Line of ed.: 18 Verse: b | "სიბერის დღესა ვინ დაგვფლავს, | დედ-მამა შენი მკვდარია, |
Line of ed.: 19 Verse: c | ან ვინ შეგვსუდრავს საწყლებსა, | დაგვყარენ ვის ამარია, |
Line of ed.: 20 Verse: d და | დაგვაგდე ბერი საწყლები, | მიწას არ მიგვაბარია. |
Paragraph: 441 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 441. შვილო, დაბნელდა განგებით, | ვერ გნახო აქ მოსულები, |
Line of ed.: 22 Verse: b | შვიდკამარათა ცისათა | ცეცხლი გვწვავს წამოსულები, |
Line of ed.: 23 Verse: c | ვინა გვცავს გულის დამდები, | ვისღა შევვედრით სულები, |
Line of ed.: 24 Verse: d და | დედმამის თვალო ნათელო, | დღეს გნახე გარდასულები. |
Paragraph: 442 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 442. გარე ცეცხლი მომედების, | შვილო, დამწვარ-დადაგულსა, |
Line of ed.: 26 Verse: b | მამის ნაცვლად ლაშქარს წახველ, | დღეს გიგონებ დაკარგულსა, |
Line of ed.: 27 Verse: c | ანუ მიწას ვინ გვაღირსებს, | ანუ ვინ გვყოფს დამარხულსა, |
Line of ed.: 28 Verse: d და | ანუ სულსა ვინ ეუფლოს, | გლახ, ჩვენიდგან წანასულსა. |
Paragraph: 443 | ||
Line of ed.: 29 Verse: a | 443. მზე-დავსებულმან არ ვიცი, | ტურა გვჭამს ანუ მგელია, |
Line of ed.: 30 Verse: b | ვინ მიგიღებდა მიწასა, | ვინ გყვანდა შემსუდვრელია, |
Line of ed.: 31 Verse: c | მკვდარი ხარ, ანუ ცოცხალი, | ესე არ ვიცი მრთელია, |
Line of ed.: 32 Verse: d და | რას საქმეშიგან აბიხარ, | არ ვიცი, თუ რომელია. |
Paragraph: 444 | ||
Line of ed.: 33 Verse: a | 444. ვინ ნუგეშის-გვცეს ოხერთა, | ან ვინ აღგვიღოს ხელადო, |
Line of ed.: 34 Verse: b | ვინღა დავსტოოთ ძედ ჩვენდა | სახლისა საძირკველადო, |
Line of ed.: 35 Verse: c | სახლი, ქონება ოხერი | ვის მივსცე დასაწველადო, |
Line of ed.: 36 Verse: d და | დღეს დაშრტა ჩვენთვის ნათელი, | მზე შეიმოსა ბნელადო. |
Paragraph: 445 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 445. ნეტარ-ძი ვიყო მე ტრედი, | ზედა შემესხნენ ფრთენია, |
Line of ed.: 2 Verse: b | ავფრინდე, ესე შევიტყო, | შენზე რა სიმარცხენია, |
Line of ed.: 3 Verse: c | მკვდარი ხარ -- ნაწილს შეგემთხვა, | გიტირო საროს ხენია, |
Line of ed.: 4 Verse: d და | მით სიმწარით და ოხრებით | დავლიო ჩემი დღენია". |
Paragraph: 446 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 446. დედა უმრავლეს სტიროდა, | მწარენი ცრემლნი სწვიანო, |
Line of ed.: 6 Verse: b | მელნისა თვალნი იღვრების, | ბროლ-ლალსა ჩამორცხიანო, |
Line of ed.: 7 Verse: c | წამწამთა ბუქი მოქროდა, | ყორნისა თმათა შლიანო, |
Line of ed.: 8 Verse: d და | სისხლსა და ცრემლთა რეულსა | მონასტერშიდა ყრიანო. |
Paragraph: 447 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 447. მას წმინდასა ევედრების: | "მის ნაწილსა რათა ღირს გვყო, |
Line of ed.: 10 Verse: b | ვითამ ცოცხალს გვაჭვრეტინო, | ჩვენ ოხრებსა ესე გვიყო, |
Line of ed.: 11 Verse: c | შენს საყდარში დავასვენო, | შევედრული შენი იყო, |
Line of ed.: 12 Verse: d და | მას ვტიროდეთ, გლახ, საწყალსა, | სადამდისცა ცოცხალ ვიყო. |
Paragraph: 448 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 448. აქ მომკდომოდი ნეტამცა, | ის უკეთ მოგიხდებოდა, |
Line of ed.: 14 Verse: b | დაგიტირებდა ყოველი, | ვის შენი შესჭირდებოდა, |
Line of ed.: 15 Verse: c | შენს საფლავზედა, საწყალო, | გლახ, მიწა გეღირსებოდა, |
Line of ed.: 16 Verse: d და | ეს მღირსებოდა ოხერსა, | დედა არ მოგიკვდებოდა. |
Paragraph: 449 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 449. შვილო, მიგცემდი მიწასა | ნათხარსა ამ ბარებითა, |
Line of ed.: 18 Verse: b | სუდარსა შეგიმზადებდი | შემკულსა ამბარებითა; |
Line of ed.: 19 Verse: c | რად მამა არ გენაცვალა, | არ იელო ამბარებითა, |
Line of ed.: 20 Verse: d და | აწ მამასაცა მოგიკლავ, | ვაყვედრებ ამბარებითა". |
Paragraph: 450 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 450. მწარედ გოდებს მის სახელსა | ყოვლ ქვეყანას განასულსა, |
Line of ed.: 22 Verse: b | ყველა ცრემლით იღვრებოდა, | ხედვენ ისე, განა სულსა: |
Line of ed.: 23 Verse: c | "წმინდა თანა განისვენებ, | მას შევედრებ განა სულსა, |
Line of ed.: 24 Verse: d და | შენ გელიან ზეცის ძალნი | სასუფეველს განასულსა. |
Paragraph: 451 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 451. წმინდა გიორგის შეგვედრე, | იფიცე მისი მზე ცადა, |
Line of ed.: 26 Verse: b | ვა, შვილო, ჩვენთვის ბნელქმნილო, | შენთვის დაბნელდა მზე ცადა, |
Line of ed.: 27 Verse: c | მისდა სამონოდ გაგზარდეთ, | იყავი მისგან მზეცა და |
Line of ed.: 28 Verse: d და | ვარსკვლავნი გტირან და მთვარეც | ცრემლსა ყრის შენთვის, მზე -- ცადა. |
Paragraph: 452 | ||
Line of ed.: 29 Verse: a | 452. შვილო, თუმცა სატანჯველი, | განსაცდელი განიცადე, |
Line of ed.: 30 Verse: b | შვილო, წმინდას მი-ცა-მართე, | სასუფეველს განიცადე, |
Line of ed.: 31 Verse: c | შვილო, მიწა არ გვაღირსე, | წახველ, აღარ განიცადე, |
Line of ed.: 32 Verse: d და | შვილო, ვინ თქვას შენებურად | ალილო" და "განიცადე?" |
Paragraph: 453 | ||
Line of ed.: 33 Verse: a | 453. დიდო წმინდაო გიორგი, | შენ იყავ წინამძღვარია, |
Line of ed.: 34 Verse: b | ვით სასოებით მოგართვით | ძე, ჩვენი მეგობარია, |
Line of ed.: 35 Verse: c | შენი სახელი დავარქვით, | შენით გავგზავნეთ გარია, |
Line of ed.: 36 Verse: d და | აწ დაიკარგა, არ ვიცით, | ცოცხალა, ანუ მკვდარია. |
Paragraph: 454 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 454. შენ გავედრებდით დღე ყოველ, | ვიყავით ცრემლთა მღვრელია, |
Line of ed.: 2 Verse: b | შენს მონასტერში გალობდა, | მსხვერპლისა შემწირველია, |
Line of ed.: 3 Verse: c | შენი საყდარი შეამკო, | იყო ამისი მცდელია, |
Line of ed.: 4 Verse: d და | აწ რა ვქნა საწყალობელმა, | ყველგან მოგვიწყღა ხელია". |
Paragraph: 455 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 455. სახლეულნი გოდებენ, მჭვრეტელნი | თვალ-ცრემლიანად, |
Line of ed.: 6 Verse: b | ქვანიცა ცრემლეოდიან, | მჭვრეტელთა ეცა ზიანად, |
Line of ed.: 7 Verse: c | ცა და ვარსკვლავი დაბნელდა, | მთვარე და ანუ მზიანად, |
Line of ed.: 8 Verse: d და | ყველანი დუღდა ცრემლითა, | ყორნისა ბოლო ფრთიანად. |
Paragraph: 456 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 456. დედა-მამანი იტყოდეს | საწყალი სულდალეული: |
Line of ed.: 10 Verse: b | "შვიდ კამარათა ცისათა | ხელმოხსნით გარდმოთხეული, |
Line of ed.: 11 Verse: c | ანდამატის კალოს ზედა | დანახეთქ-დანარცხებული, |
Line of ed.: 12 Verse: d და | ჩვენზედა ცა და ქვეყანა | უწყალოდ თავს დაქცეული. |
Paragraph: 457 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 457. იმას ქვეშ შემოწყვდეული, | გარ გეენია გზებული, |
Line of ed.: 14 Verse: b | დამწვარი მისგან ფარილად, | ქარისგან განქარებული, |
Line of ed.: 15 Verse: c | ვეშაპისაგან ჩანთქმული, | სიცოცხლე გაარმებული, |
Line of ed.: 16 Verse: d და | დანახეთქს ჯოჯოხეთშიდა | სატანის გვერდსა ხლებული, |
Paragraph: 458 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 458. ჩუენზედა რისხვა ასეთი | მოვიდა ანასდეულნი", |
Line of ed.: 18 Verse: b | ამას და ამას გოდებდეს | საწყალნი ცრემლდათხეულნი, |
Line of ed.: 19 Verse: c | იწოდენ დავალებულნი | სიმწარით გარდაქცეულნი, |
Line of ed.: 20 Verse: d და | ყველანი დუღდა ცრემლითა | იგი და მისი ხლეულნი. |
Paragraph: 459 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 459. ეგრეთვე ტირდა, სად იყო | ძე მათი პატიმარია; |
Line of ed.: 22 Verse: b | "დედ-მამა ჩემო, არ იცით, | ცოცხლივ ვარ, ანუ მკვდარია; |
Line of ed.: 23 Verse: c | საწყალნო გულმდუღარენო, | ცრემლი გწვავს ჩემი მწარია, |
Line of ed.: 24 Verse: d და | მე დაკარგულსა მიგონებთ, | ცეცხლი გედების გარია". |
Paragraph: 460 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 460. იტყოდა: "ჵი წმინდაო, დიდო | გიორგი მხნეო და |
Line of ed.: 26 Verse: b | რასათვის უგულვებელს მყავ | საწყალი ესე მეო და |
Line of ed.: 27 Verse: c | დედ-მამის ჩემის მხურვალე | ცრემლი არ შერაცხეო და |
Line of ed.: 28 Verse: d და | შენ გავედრებენ ჩემს თავსა, | ხსნად ჩემთვის ზედაზეოდა. |
Paragraph: 461 | ||
Line of ed.: 29 Verse: a | 461. არცა ინება მონება, | არც ჩემი სამსახურია, |
Line of ed.: 30 Verse: b | უცხოს ქვეყანას დამკარგე, | ვით თათარი და ურია, |
Line of ed.: 31 Verse: c | დიდს მწუხარების შემსწრებსა | არ მესმის აქაურია, |
Line of ed.: 32 Verse: d და | უსჯულოს ხელთა ვაბივარ, | სადა ვარ სადაურია?! |
Paragraph: 462 | ||
Line of ed.: 33 Verse: a | 462. ჰე, თუმცა არ ვყოფილიყავ, | მე შევედრული შენია, |
Line of ed.: 34 Verse: b | შენს საყდარშიგან გამზარდეს, | მასწავლეს ყოვლი ზნენია, |
Line of ed.: 35 Verse: c | როს ნათელ ვიღე, მაშინვე | დამდვეს სახელი შენია, |
Line of ed.: 36 Verse: d და | შენი სეხნა ვარ, ნუ წარმწყმედ, | ჩემზედ ნუ შეგირცხვენია. |
Paragraph: 463 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 463. მასწავლეს წმინდა წერილი, | საღვთო გალობა ყოველი, |
Line of ed.: 2 Verse: b | შენისა სამსახურისთვის | მინდოდა სწავლა ცხოველი, |
Line of ed.: 3 Verse: c | შენს წინა აღარ მეღირსა | ლოცვა და ცრემლი მთოველი, |
Line of ed.: 4 Verse: d და | გლახ, დავიკარგე საბრალო, | მოსვლასა აღარ მოველი. |
Paragraph: 464 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 464. იწროებასა ჩავვარდი, | ბნელსა და შესაზარესა, |
Line of ed.: 6 Verse: b | ნუ დამივიწყებ სრულიად | მე შენსა მემუდარესა; |
Line of ed.: 7 Verse: c | დღესიდგან მე იქაურსა | ვერ ვნახავ მზე და მთვარესა, |
Line of ed.: 8 Verse: d და | თუ ხორცნი ჩემნი დაჰკარგენ, | სულს ნუ გამირჯი მწარესა. |
Paragraph: 465 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 465. დედ-მამა მგოდებს, შენ წინა | მწარესა ცრემლსა ყრიანო, |
Line of ed.: 10 Verse: b | მკვდარი თუ ეგრეც ვეშოვნე, | მიწასა დამაყრიანო, |
Line of ed.: 11 Verse: c | სრულ დამეკარგე ოხერთა, | მათ ვინღა დამარხვიანო, |
Line of ed.: 12 Verse: d და | მკვდარი ვარ, ანუ ცოცხალი, | არცერთი არ იციანო". |
Paragraph: 466 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 466. აწ ამაშიგან გამოხდა | წელნი მრავალნი თვენია, |
Line of ed.: 14 Verse: b | მუნ გიორგობის სამწუხროდ | წმინდის გიორგის დღენია, |
Line of ed.: 15 Verse: c | მის მონასტრისა შემსვლელი | ყმაწვილი ანუ ბრძენია |
Line of ed.: 16 Verse: d და | წლითი-წლად შეიყრებოდეს, | ღამეს უთევდენ მნენია. |
Paragraph: 467 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 467. ყოველსა გიორგობასა | მონასტერს შეყრა ესია, |
Line of ed.: 18 Verse: b | მათ ლევან უმასპინძლებდა, | იყო იმისი წესია, |
Line of ed.: 19 Verse: c | ეს იყო დაჩვეულობა, | მათ ლევან უზეშთესია, |
Line of ed.: 20 Verse: d და | შემოიწვივნა ყოველნი, | უკეთეს-უარესია. |
Paragraph: 468 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 468. ისტუმრა ყველა, მასპინძლობს, | იქმოდა იეფობასა, |
Line of ed.: 22 Verse: b | დასხდეს და შეექცეოდეს | მის ყმისა ამბვის მბობასა, |
Line of ed.: 23 Verse: c | ზოგნი ზრახვიდეს, იტყოდეს | ყოველნი ამა ხმობასა: |
Line of ed.: 24 Verse: d და | "სახლში გიზივართ, ვერ გიჭვრეტთ, | უყურე ჩვენსა გმობასა. |
Paragraph: 469 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 469. ჩვენში მოშლილო გიორგი, | შენ უმჯობესო სხვისაგან, |
Line of ed.: 26 Verse: b | დედ-მამა თვალსა გავლებენ, | ვერ გხედვენ ამა სმისაგან, |
Line of ed.: 27 Verse: c | გარდასულს საქმეს იტყვიან | შენ უებროსა ყმისაგან". |
Line of ed.: 28 Verse: d და | სტიროდენ თვალ-ცრემლიანი | მისისა საუბრისაგან. |
Paragraph: 470 | ||
Line of ed.: 29 Verse: a | 470. ლეონ თქვა: "შარშან დღეის-დღეს | გვერდს მახლდა ჩემი შვილია, |
Line of ed.: 30 Verse: b | გიმასპინძლებდა მოყვასთა, | დღეს თქვენში გამოშლილია"; |
Line of ed.: 31 Verse: c | მუნ მსხდომარენი გოდებენ, | თვალთა დაეგო ძილია, |
Line of ed.: 32 Verse: d და | ზოგნი-მე ნუგეშისსცემდა, | ლხინი გამართეს ტკბილია. |
Paragraph: 471 | ||
Line of ed.: 33 Verse: a | 471. ლეონ იტყვის: "დაეხსენით | თქვენ საქმესა გარდასულსა, |
Line of ed.: 34 Verse: b | ლხინი ნახეთ, დღეს სხვა დღეა, | სხვა დღეს ვტირი დაკარგულსა, |
Line of ed.: 35 Verse: c | დიდება ღმერთსა, რაც მოხდა, | მხედავს დამწვარ-დადაგულსა, |
Line of ed.: 36 Verse: d და | მისი მანვე მიითვალა, | აწ მეცა ვსთხოვ აღსასრულსა". |
Paragraph: 472 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 472. იქა გიორგიმ შეიტყო | წმინდის გიორგის დღენია, |
Line of ed.: 2 Verse: b | თქვა: "შარშან მეცა მანდ ვიყავ, | წმინდას შევსწირე ძღვენია, |
Line of ed.: 3 Verse: c | დღეს გამოშლილი თქვენშიგა | და დაკარგული თქვენია, |
Line of ed.: 4 Verse: d და | მომიგონებდით ტყვექმნილსა, | მონასტერს მომიხსენია". |
Paragraph: 473 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 473. ჩუმად ტირს, საწყლად უჩინოდ, | სისხლისა ცრემლსა უშვებსა, |
Line of ed.: 6 Verse: b | თქვა: "რა გმსახურო დღეის-დღე", | მოსთქვამს და სულთქმას უშვებსა |
Line of ed.: 7 Verse: c | "ან მონასტერსა რას ხელვყრი, | თათრის ხელთაგან უშვებსა, |
Line of ed.: 8 Verse: d და | დღესასწაული რით ვიცნო, | სად დავიკარგე უშვებსა. |
Paragraph: 474 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 474. დღეს მონასტერში იქმნების | ლოცვა და შემოყრილობა, |
Line of ed.: 10 Verse: b | მე რით ვილოცო ცოდვილმან, | მაქვს თქვენში გამოშლილობა, |
Line of ed.: 11 Verse: c | დედ-მამა ჩემი მასპინძლობს, | დაკარგეს ჩემი შვილობა, |
Line of ed.: 12 Verse: d და | გული დაეწვის საწყალთა, | უჩემოდა თქვან ლხინობა. |
Paragraph: 475 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 475. ვაიმე, გყვანან, დედ-მამავ | სტუმრები მანდ მოსულები, |
Line of ed.: 14 Verse: b | თვალს მავლებთ, მაგრამ ვერ მნახოთ | მაგათში შემოსულები, |
Line of ed.: 15 Verse: c | მანდ ჩემნი სწორნი გალობდენ, | მწარედ დაგეწვის გულები, |
Line of ed.: 16 Verse: d და | მოგეგონები და იწვით, | გლახ, თქვენი დაკარგულები. |
Paragraph: 476 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 476. მე დაკარგულსა მიგონებთ, | დასხდებით ვითა რეტია, |
Line of ed.: 18 Verse: b | დღეისდღე ვით რა ვადიდო | თათრების შენამჭვრეტია, |
Line of ed.: 19 Verse: c | ხატი და ჯვარი არა მყავს, | დამევსო ნათლის სვეტია, |
Line of ed.: 20 Verse: d და | ცრემლსა შევსწირავ, სხვა ღონე | არა მაქვს ამის მეტია. |
Paragraph: 477 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 477. მონასტრისა ნაცვლადა მაქვს | მე გლახ თათრის არამია, |
Line of ed.: 22 Verse: b | სტუმრები გყავს, დედ-მამანო, | მაგრამ თქვენთვის არ ამია, |
Line of ed.: 23 Verse: c | გული გტკივათ ყველას, ხედავთ, | გლახ, საწყალსა არ ამია, |
Line of ed.: 24 Verse: d და | სმა-ჭამა და ლხინ-მეჯლიში | ყველა თქვენთვის არამია. |
Paragraph: 478 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 478. თქვენთვის მწარობს ეგე ლხინი, | ვეღარ უჭვრეტთ რადგან შვილსა, |
Line of ed.: 26 Verse: b | შარშან მეცა თქვენში ვიყავ, | ლხინს ვნახებდი მეტად ტკბილსა, |
Line of ed.: 27 Verse: c | ჩემნი სწორნი გვერდს გახლავან, | ნუ დაიგდებთ თვალსა ძილსა, |
Line of ed.: 28 Verse: d და | ტკბილს დედ-მამას ვეღარ ვნახავ, | ვამე თქვენში გამოშლილსა. |
Paragraph: 479 | ||
Line of ed.: 29 Verse: a | 479. ვით მკვდარსა მომიგონებდი, | ლოცვა ყავ ჩემთვის, დედაო, |
Line of ed.: 30 Verse: b | მიტირეთ, ტაბლა დამიდგით, | მამაო, ძმაო, მე, დაო, |
Line of ed.: 31 Verse: c | ნუ დამივიწყებ, გახსოვდით, | მომთქმიდით ზედა-ზედაო, |
Line of ed.: 32 Verse: d და | ცხონდით, დედ-მამავ, მშვიდობით, | თქვენს პირს ვეღარა ვხედაო". |
Paragraph: 480 | ||
Line of ed.: 33 Verse: a | 480. მერმე აიღო წურწუმა, | მდუღარე მეტად ცხელია, |
Line of ed.: 34 Verse: b | ცრემლები ამოიხოცა, | თვალთა მოივლო ხელია, |
Line of ed.: 35 Verse: c | თქვა თუ: "წმინდაო გიორგი, | მისვლასა აღარ ველია", |
Line of ed.: 36 Verse: d და | მიაქვს წურწუმა მდუღარე, | კიბეზე აღმა მსვლელია. |
Paragraph: 481 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 481. წინ დახვდა წმინდა გიორგი | ჭარმანგსა ზედა მჯდომარე, |
Line of ed.: 2 Verse: b | ვითა მზისთვალი ბრწყინვიდა, | სულ გაენათლა რომ არე, |
Line of ed.: 3 Verse: c | აღიღო, უკან შეისვა, | ხელთ აქვს წურწუმა მთბობარე, |
Line of ed.: 4 Verse: d და | ზღვაზედ შეიგდო ჭარმანგი, | იგი ფიცხელი მხტომარე. |
Paragraph: 482 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 482. ამბაკოს მსგავსად აიღო, | უმალე თვალთა წამისა, |
Line of ed.: 6 Verse: b | ხელთ აქვს წურწუმა მთბობარე, | შინ მიიყვანა წამისა, |
Line of ed.: 7 Verse: c | სად იყვნეს ჭამად ლევანთან, | ყოველმან კაცმან წამისა, |
Line of ed.: 8 Verse: d და | უსხენ სტუმარი, შევიდა | სახლსა სამყოფსა წამისა. |
Paragraph: 483 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 483. უსხენ მრავალი სტუმარი, | მეყვისი, ძმანი თვისები, |
Line of ed.: 10 Verse: b | მას ახსენებდეს კრებულნი, | მუნ მსხდომარები ისები, |
Line of ed.: 11 Verse: c | შინა შევიდა გიორგი, | იცნო ყოველი მისები, |
Line of ed.: 12 Verse: d და | განკვირდა ყოვლი მჭვრეტელი | მისი და ანუ სხვისები. |
Paragraph: 484 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 484. ხელთ აქვს წურწუმა, კვარჩხალობს, | დუღდა მართ ვითა ქვაბია, |
Line of ed.: 14 Verse: b | დაკრთეს დამსხდომნი, აცვინდეს, | თვალი მაზედა აბია, |
Line of ed.: 15 Verse: c | ეხვევიან და კოცნიან | მეყვისნი თუ ასაბია, |
Line of ed.: 16 Verse: d და | დედ-მამა ყელსა ეხვევის, | შეფრინვით შენახარბია. |
Paragraph: 485 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 485. ბორღალთა იყო მოსილი | ყოვლითა ტანსაცმელია, |
Line of ed.: 18 Verse: b | მათ ხმა-ყვეს ხმითა სარწმუნოთ, | ზეცას აღიპყრეს ხელია, |
Line of ed.: 19 Verse: c | განკვირვებამან შეიპყრათ, | სცნეს სასწაული ძნელია, |
Line of ed.: 20 Verse: d და | ღმერთსა მადლობდეს ყოველი, | რა ნახეს საკვირველია. |
Paragraph: 486 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 486. მოულოდნელი მოვიდა, | გიორგი შინ მოსულები, |
Line of ed.: 22 Verse: b | დედ-მამა ცრემლით დაკოცნის, | განკრთომით სულწასულები, |
Line of ed.: 23 Verse: c | მათ სიხარული ატირებს, | სიმწარე გარდასულები, |
Line of ed.: 24 Verse: d და | პირქვე დაეცნეს, ღმერთს ესვენ, | ზარგანხდით შემოსულები. |
Paragraph: 487 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 487. კითხეს ყოველი: "რით მოხველ, | ან გამოიხსენ ვისაგან?" |
Line of ed.: 26 Verse: b | ყრმამან რა იცნა ყოველნი, | კრებულნი მსხდომნი სმისაგან, |
Line of ed.: 27 Verse: c | იგიცა განკრთა, განკვირდა, | შეზარდა მისის თქმისაგან, |
Line of ed.: 28 Verse: d და | თქვა თუ: "მოვსულვარ ბრძანებით | წმიდისა გიორგისაგან". |
Paragraph: 488 | ||
Line of ed.: 29 Verse: a | 488. იწყნარა ერმან გონება, | საამბოდ მორთვა ენება, |
Line of ed.: 30 Verse: b | თქვა თუ: "გიამბობ ყველასა, | რადგან თქვენს გულსა ენება, |
Line of ed.: 31 Verse: c | ამა წამ ვიყავ ბორღალში", | აქამდის უტყვად ენება, |
Line of ed.: 32 Verse: d და | "მობრძანდა წმინდა გიორგი | იქ ხელი მომყო, ენება. |
Paragraph: 489 | ||
Line of ed.: 33 Verse: a | 489. წყალს ვადუღებდი ამასა, | ხელთა მიჭირავს რომელი, |
Line of ed.: 34 Verse: b | სამზარეულოს ვიყავი, | ეს ცეცხლზედ მქონდა მდგომელი, |
Line of ed.: 35 Verse: c | აღვიღე ასე მდუღარე, | როგორცა ხედავ ყოველი, |
Line of ed.: 36 Verse: d და | ბატონსა წინა მიმქონდა, | დამხვდა იგ წმინდა, ცხოველი. |
Paragraph: 490 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 490. ვნახე სპეტაკით მოსილი | იგ უბრწყინვალეს მზისაგან, |
Line of ed.: 2 Verse: b | ბნელ იყო, სულ გაენათლა | ხმელეთი იმა მხნისაგან, |
Line of ed.: 3 Verse: c | აღმიღო, ცხენსა შემომსვა, | უმალვე სიტყვის თქმისაგან, |
Line of ed.: 4 Verse: d და | ამ წამზედ ზღვაზედ შევცურდით | იმა ჭარმანგის სრბისაგან. |
Paragraph: 491 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 491. არც შრომა მქონდა გზისაგან, | არცა ვიძროდი ძნელადო, |
Line of ed.: 6 Verse: b | ზღვაზედ მორბოდა ჭარმანგი, | ვით მოედანზედ ხმელადო, |
Line of ed.: 7 Verse: c | არც ჩხაპუნება ზღვისაგან | ფერხთა მცემია ნელადო, |
Line of ed.: 8 Verse: d და | არცა სხურება მხდომია, | არც ვიყავ საშინელადო. |
Paragraph: 492 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 492. ხმელად შევარდით ზღვისდაღმა, | ნათელსა შინა მყოფელი, |
Line of ed.: 10 Verse: b | ვით შავარდენი ვფრინებდით, | მიძღოდა ცხოველსმყოფელი, |
Line of ed.: 11 Verse: c | მზისთვალი ვითა ვბრწყინვებდით, | არათ მინახავს სოფელი, |
Line of ed.: 12 Verse: d და | არ ვიცი, გზად მოვდიოდი, | თუ ლხინად ვიყავ მსხდომელი. |
Paragraph: 493 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 493. სად ვარ, სად? არა, არ ვიცი, | შევიქენ საკვირველადო, |
Line of ed.: 14 Verse: b | ბორღალში ვიყავ ამ წამსა, | ახლა აქ შემომსვლელადო, |
Line of ed.: 15 Verse: c | დედ-მამას უჭვრეტ ყოველთა | თუცა მეოცა ბნელადო, |
Line of ed.: 16 Verse: d და | სიზმარია, თუ ცხადია, | მოვსულვარ საკითხველადო". |
Paragraph: 494 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 494. განკვირვებამან შეიპყრა | კრებული იგი, ერია, |
Line of ed.: 18 Verse: b | მონასტრიდამა გაცვივდენ, | ყმა იყო თუნდა ბერია, |
Line of ed.: 19 Verse: c | ეძებდეს წმინდა გიორგის, | არვის დაეხშო კარია, |
Line of ed.: 20 Verse: d და | თაყვანისცემად დარბოდეს, | მოივლეს არე-მარია. |
Paragraph: 495 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 495. ვერღარა პოვეს მასთანა, | მობრუნდეს ცუდ მაშვრალია, |
Line of ed.: 22 Verse: b | მასვე კითხევდეს ამბავსა | საყდრისა შემავალია, |
Line of ed.: 23 Verse: c | მან თქვა თუ: "ახლა ავიღე | წურწუმა ეს მხურვალია, |
Line of ed.: 24 Verse: d და | ისევ დუღს ისი წურწუმა, | არწყოლ მოიკლო ძალია". |
Paragraph: 496 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 496. ყოველნი წმინდას მადლობდეს | იქ ჯარი შემოსულები, |
Line of ed.: 26 Verse: b | საკვირველთმოქმედებასა | კვირობდა იქ ასულები, |
Line of ed.: 27 Verse: c | სრულად ნათლობდა საყდარი, | ვითა მზე ამოსულები, |
Line of ed.: 28 Verse: d და | მათ ჭირი ლხინად შესცვალა, | იპოვეს დაკარგულები. |
Paragraph: 497 | ||
Line of ed.: 29 Verse: a | 497. სამგზის სანატრელს გიორგის | ყოველთ აღუპყრეს ხელია, |
Line of ed.: 30 Verse: b | მუნ მსხდომარეთა მად ჭამად, | ვინცა იქ იყო მსმელია, |
Line of ed.: 31 Verse: c | მოიღეს იგი წურწუმა | მდუღარე, მეტად ცხელია. |
Line of ed.: 32 Verse: d და | ღვინოსა ურთეს და სვემდეს, | ისრევე სავსე, მრთელია. |
Paragraph: 498 | ||
Line of ed.: 33 Verse: a | 498. უტკბესი იყო შაქრისა | შარბათად გალესულისა, |
Line of ed.: 34 Verse: b | არცა მოიკლო დუღილი, | უფრორე დუღდა სულ ისა, |
Line of ed.: 35 Verse: c | არცარა სავსეს მოაკლდა, | არცარა ინაკლულისა, |
Line of ed.: 36 Verse: d და | სმენ და სავსეა მდუღარე, | დამტკბობი იყო გულისა. |
Paragraph: 499 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 499. უფრო დუღს, ისევ სავსეა, | არად მოიკლო სმისაგან, |
Line of ed.: 2 Verse: b | სულ ჯართა ეყო სასმელად, | მან არ დაიკლო მისაგან, |
Line of ed.: 3 Verse: c | ღვინოს დაასხამენ გარდმოდის, | წკვარამ სავსეა წყლისაგან, |
Line of ed.: 4 Verse: d და | და დღესაც ისევ დუღს ტრაპეზზედ | წმინდისა გიორგისაგან. |
Paragraph: 500 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 500. არც განგრილდების მის დღეში, | უფრო და უფრო ცხელია, |
Line of ed.: 6 Verse: b | უშურვლად სმიდა სიმრავლე, | კრებული იქ მომსვლელია, |
Line of ed.: 7 Verse: c | ცვარსაც ვერავინ დააკლებს, | ქვეყანა იყოს მსმელია, |
Line of ed.: 8 Verse: d და | ოცდასამს აპრილს წლითი-წლად | ამ სასწაულის მქმნელია. |
Paragraph: 501 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 501. ეგრეთვე ძალმან ღვთისამან | ეტლი ქმნა ცეცხლის ცხელია, |
Line of ed.: 10 Verse: b | მხურვალის მოღვაწებითა | ცად აღიყვანა ელია, |
Line of ed.: 11 Verse: c | ეგრეთ ის წყალი წურწუმით | დუღს და არ არის ნელია, |
Line of ed.: 12 Verse: d და | ერნი სმენ, არას მოიკლებს, | ეს უფრო საკვირველია. |
Paragraph: 502 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 502. რასაც დაასხმენ, სულ გაყვლეფს, | პირში არ იყო ცხელია, |
Line of ed.: 14 Verse: b | შაქრის, შარბათის უტკბესი | თვალთა მოკიდის ძილია, |
Line of ed.: 15 Verse: c | ყოველნი მას მხნეს აქებდეს | -- ლევანს მოგვარე შვილია, |
Line of ed.: 16 Verse: d და | ორნივ ცოლ-ქმარი მადლობდეს, | თვალთა დაეგო ძილია. |
Paragraph: 503 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 503. თქვეს: "ცრემლი ჩვენი იბაღჩე, | მოგვმადლე შვილი ჩვენია, |
Line of ed.: 18 Verse: b | თქვენ გამსახუროთ ცოცხალი, | ეს მგალობელი თქვენია, |
Line of ed.: 19 Verse: c | რაცა გაყვედრეთ, შეგვინდვენ, | გვეშინია და გვრცხვენია, |
Line of ed.: 20 Verse: d და | წურწუმა ტრაპეზს შესწირეს, | თქვეს თუ: "ეს თქვენი ძღვენია". |
Paragraph: 504 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 504. ტრაპეზზედა დგას მდუღარე, | შორს ისმის მისი ხმანია, |
Line of ed.: 22 Verse: b | ოცდასამს აპრილს, ყოველ წელ, | შეყრა და მისი ხმანია, |
Line of ed.: 23 Verse: c | კვარჩხალებს, ხმა შორეს ისმის, | ვერ აკლებს გარდასხმანია, |
Line of ed.: 24 Verse: d და | ქვეყნის მნახავნი იქ მიდის, | ბატონი ანუ ყმანია. |
Paragraph: 505 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 505. სიბერე მიხვდა გიორგის | წმინდისა გიორგისაგან, |
Line of ed.: 26 Verse: b | მან დაყო სამასი წელი, | გაძლო ამა ჟამისაგან, |
Line of ed.: 27 Verse: c | გარდაიცვალა სამი დგმა | მისისა სიცოცხლისაგან, |
Line of ed.: 28 Verse: d და | მოავლინა და მოირჭვნა | ვაჟობით სიბერისაგან. |
Paragraph: 506 | ||
Line of ed.: 29 Verse: a | 506. მცირეთ გაუწყეთ, ჰე ძმანო, | თქვენ სასწაული მისია, |
Line of ed.: 30 Verse: b | ღვაწლით წამება იმისი | ყოველთა შესატყვისია, |
Line of ed.: 31 Verse: c | სიმხნე და ძალი წმინდისა, | უცხონი მრავალგზისია, |
Line of ed.: 32 Verse: d და | კაცთა ენანი ვერ გასძლებს, | ვერც ჩვენი, ვერცა სხვისია. |
Paragraph: 507 | ||
Line of ed.: 33 Verse: a | 507. ზღვა ვერ აუვა მელანად, | ქაღალდი ხმელთა ფენითა, |
Line of ed.: 34 Verse: b | ვერც კალმები დამწერლები | ცას ქვეშე მონადენითა, |
Line of ed.: 35 Verse: c | ქვეყნის წერილნი არა კმა | სასწაულთ მისთა სმენითა. |
Line of ed.: 36 Verse: d და | სრულებით მისგან ნაქნარი | არ ითქმის კაცთა ენითა. |
Paragraph: 508 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 508. ცას ქვეშ ქვეყნები, საყდრები | სავსობს მადლითა მისითა, |
Line of ed.: 2 Verse: b | სასწაულთ საკვირველება | ყოველთა შესატყვისითა, |
Line of ed.: 3 Verse: c | ვით ვარსკვლავითა ცა სავსე, | აგრე ქვეყანა მისითა, |
Line of ed.: 4 Verse: d და | ვითა ყვავილი ველისა, | არის მრავალი გზისითა. |
Paragraph: 509 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 509. მოღვაწეთ მშვენიერებავ, | დიდო მოწამეთმთავარო, |
Line of ed.: 6 Verse: b | საწვრთელო ბრწყინვალებაო, | მე შენდა ლოცვად ვდგავარო, |
Line of ed.: 7 Verse: c | ტკბილო და მრავალმოწყალევ, | ხელგანპყრობილი მზა ვარო, |
Line of ed.: 8 Verse: d და | მუშაკად საღვთოდ გაბრწყინდი, | წამების შეუპოვარო. |
Paragraph: 510 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 510. მრავალნაყოფად მუშაკო, | წმინდანში გამორჩეულო, |
Line of ed.: 10 Verse: b | სამკაული ხარ მართალთა, | მორწმუნის მტერთა მძლეველო, |
Line of ed.: 11 Verse: c | დიდო მოწამეთმთავარო, | ღვაწლით წამებით ჩვეულო, |
Line of ed.: 12 Verse: d და | სახელი ღვთისა ქადაგე, | თვით ვერვისაგან ძლეულო. |
Paragraph: 511 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 511. უსჯულოთ მეფეთ ტანჯვანი | თვით დაითმინე ყოველი, |
Line of ed.: 14 Verse: b | ხორცითა ივნე ლახვრითა, | წამების შეუპოველი, |
Line of ed.: 15 Verse: c | ღვთისაგან გვირგვინოსანო, | ზეცად ამაღლდი ცხოველი, |
Line of ed.: 16 Verse: d და | სასმელი წამებისა სუ, | ღვთის წინა ცრემლთა მთოველი. |
Paragraph: 512 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 512. ცხოველსმყოფელი გვირგვინი | მარჯვენით ღვთისა მოიდე |
Line of ed.: 18 Verse: b | ზეცათა შინა საყდართა | ანგელოზები მოიგე, |
Line of ed.: 19 Verse: c | მათ წინა მდგომი გამოჩნდი, | წამების ხიდი გაიგე, |
Line of ed.: 20 Verse: d და | ნიში სასწაულთ მრავალი | ქმენი და ხელად აიღე. |
Paragraph: 513 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 513. საკვირველება მრავალ ქმენ, | ხმელადა ძლივღა ეტია, |
Line of ed.: 22 Verse: b | სასწაულთ რიცხვი არა არს, | რა გკადრო ამის მეტია, |
Line of ed.: 23 Verse: c | აწ მოვედ, დადგერ ჩემთანა, | გვამყოფე შენი მჭვრეტია, |
Line of ed.: 24 Verse: d და | უხვად წყალობა მოგვმადლე | შემსხმელთა მეტისმეტია. |
Paragraph: 514 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 514. მოგვმადლე შენთა მოსავთა | წყალობა შენი გრძელია, |
Line of ed.: 26 Verse: b | ჩვენ მოგვიტევენ ცოდვანი, | ზეცად აღგვიპყარ ხელია, |
Line of ed.: 27 Verse: c | წარმართე გზა მშვიდობისა, | თუცა წინ გვედგას ბნელია, |
Line of ed.: 28 Verse: d და | სავანე წმინდა მოგვმადლე, | გვიბაღჩე საწადელია. |
Paragraph: 515 | ||
Line of ed.: 29 Verse: a | 515. ზეცათა სასუფეველი | იესოს ქრისტეს წინაო, |
Line of ed.: 30 Verse: b | უფლისა იმა ჩვენისა, | რომელსა შვენის შინაო, |
Line of ed.: 31 Verse: c | ყოველ დიდება, პატივი, | თაყვანისცემა გვინდაო, |
Line of ed.: 32 Verse: d და | თანა მამითა და სულით | იმა წმინდითურთ თანაო. |
Paragraph: 516 | ||
Line of ed.: 33 Verse: a | 516. აწ და მარადის და უკვე | უკუნისამდე ვხადია, |
Line of ed.: 34 Verse: b | ამინ და კირილეისონ | ღვთის წინა განაცხადია, |
Line of ed.: 35 Verse: c | გათავდა ეს სასწაული, | აწ სხვა მიგითხრა კვლავ დია, |
Line of ed.: 36 Verse: d და | აწ სასწაული სხვაცა ვთქვა, | ისმინეთ, ძმანო, ცხადია. |